ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
A L U B A L A |
Nov 29 2006, 06:17 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
ნარკომანია რომ დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა ყველამ ვიცით.ეს დაავადება ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი,არადა ნარკომანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება.საბედნიეროდ, უკვე დაიწყო ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა,რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა
თქვენ რას ფიქრობთ ნარკომანიაზე,ნარკომანებზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი ადამიანებთან |
gogas |
Dec 4 2006, 01:22 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 4-December 06 წევრი № 630 |
სამწუხაროდ მთავრობაშიც და პოლიციაშიც ალის ხალხი რომლებიც ამაზე ხელს ითბობენ, შვერდნაძის დროს თითქმის ლეგალიზებული იყო ნარკოტიკი ეგრეთწოდებული ,,მაკი" რომელიც ნებისმიერი ადმიანისთსის ხელმისაწვდომი იყო და მაშინ დაეჩვია უმრავლესობა ანუ გემო გაუგო, მერე კი აიკრძალა ამ ყაყაჩოს თესლის გაყიდვა მაგრამ არავინ დასჯილა ამის გამო, კიდევ ერთი ფაქტი წამლის გაყიდვა კანონით რომ არ ისჯებოდეს მკაცრად ძალიან ბევრი ადამიანი მიჰყობდა ხელს ამ ხერხით ფულის შოვნას,ანუ ის კი არ აკავებს ხალხს რომ ვიღაცას ღუპავენ არამედ კანონის შიში. რაც დზლიან ცუდია
|
ninore |
Dec 5 2006, 06:11 AM
პოსტი
#3
|
ნაყინი ჩემი ტკივილია! ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
სამწუხაროდ მთავრობაშიც და პოლიციაშიც ალის ხალხი რომლებიც ამაზე ხელს ითბობენ, შვერდნაძის დროს თითქმის ლეგალიზებული იყო ნარკოტიკი ეგრეთწოდებული ,,მაკი" რომელიც ნებისმიერი ადმიანისთსის ხელმისაწვდომი იყო და მაშინ დაეჩვია უმრავლესობა ანუ გემო გაუგო, მერე კი აიკრძალა ამ ყაყაჩოს თესლის გაყიდვა მაგრამ არავინ დასჯილა ამის გამო, კიდევ ერთი ფაქტი წამლის გაყიდვა კანონით რომ არ ისჯებოდეს მკაცრად ძალიან ბევრი ადამიანი მიჰყობდა ხელს ამ ხერხით ფულის შოვნას,ანუ ის კი არ აკავებს ხალხს რომ ვიღაცას ღუპავენ არამედ კანონის შიში. რაც დზლიან ცუდია მართალი ხარ, ადამიანის დაღუპვა სამწუხაროდ არ აფერხებთ, და კიდევ ერთი, კანონის შიშის გარდა არის ეგრეთწოდებული კაი ბიჭობა, ქუჩურ ცხოვრებაში ხომ "ბარიგობა" არაკაცურია, თუ გაქვს "პატივი უნდა სცე" და კაი ბიჭს ისე უნდა გაუჩხირო, დაგიფასდება (ჟარგონებით სპეციალურად ვწერ, უფრო იკვეთება ქუჩის დამღუპველობა), ყველაზე საშინელებაა "წამლის მეგობრები", მყავს ერთი მეგობარი რომელსაც ძალიან უჭირდა და ცუდ წრეში ტრიალებდა, უფრო სწორედ ერთი ნარკომანი "დაუმეგობრდა" (მასთან გაკეთების პონტი იყო) და მოყავდა ხოლმე "სასტავი", მაგრამ ჩემი მეგობარი უფულობის გამო ვერ იკეთებდა და გარეთაც იშვიათად გადიოდა, ამიტომ არც ისე დიდი სამეგობრო წრე ყავდა, მერე გაყიდა ბინა, რაც ძალიან გამიხარდა, მეგონა ცხოვრებას აიწყობდა, მაგრამ უცებ გამოუჩნდა ძალიან ბევრი "მეგობარი", რომლებიც რატომღაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ მას და მოინდომეს ლხინში გვერდით დადგომოდნენ, გაანიავეს "ძმაკაცებმა" ფული და მერე რატომღაც ისევ უმეგობროდ დარჩა, ვისაც კარგი გვინდოდა ყველას ჩამოგვშორდა, რადგან ჩვენ ჩვენი რჩევებით დისკომფორტს ვუქმნიდით, მაგრამ ღვთის მადლით, ფული მალე მიფლანგა და მართალია დიდი გაჭირვებით, შეძლო დაენებებინა და ჩვენც დაგვიბრუნდა, თუმცა ძალიან მეშინია, ფული რომ ჩაუვარდება ისევ არ დაიწყოს, მოკლედ ვეგარ გაიგებ რა უნდა გაგიხარდეს, მეგობარმა ფული რომ იშოვა თუ რომ როგორც იქნა დახარჯა. -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი