ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ninore |
Dec 5 2006, 08:44 AM
პოსტი
#2
|
ნაყინი ჩემი ტკივილია! ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
დავით გურამიშვილი მწერალი იყო. იგი ძალიან კარგი ადამიანი იყო, არიგებდა ბავშვებს. მას მართლის თქმის ეშინოდა და სულ ტყუილებს ამბობდა.
------------------- XVII საუკუნის საქართველოში დავითი აღმობრწყინდა თავისი თავგადასავლიანი და მძიმე რთული სიცოცლით. -------------------- თეიმურაზმა გაითხარა მიწა აბესალომსა და ეთერს შუაში ჩაუწვა მურმანის ეკალივით. --------------------- ორივე ორბელიანი - სულხანიც და საბაც გამოჩენილი მეზღაპრეები იყვნენ. ------------------------ ამასაც ვაკოპირებ: ეს ამბავიც ნამდვილია და ლეხაინდრაოს ( სოფელია ასეთი ) სკოლაში მოხდა. რუსულს ამ სკოლაში ასწავლიდა ერთი მათივე თანასოფლელი, რომელმაც ენა ფრონტზე "ისწავლა". ერთხელაც 70-იან წლების ბოლოს სკოლა შეამოწმეს და ამ "მასწავლებელს" გაკვეთილზე დაესწრო ჩემი, აქ კი ამტკიცებენ რომ ქალთ მოძულე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ რომ სწორედაც რომ ძალიან პირიქით, მორცხვად ვიტყვი ჩემი იმჟამინდელი "დულცინეა". სხვა აღარ მახსოვს მაგრამ ეს კი ერთ რამედა ღირს: კრილოვის ბიოგრაფია ქონიათ დავალება. რამდენი მოსწავლემ (ხო დარწმუნებული ხართ საუკეთესოს შეარჩევდა ) ონ-ო თქვა იმდენი მასწავლებელმა შეუსწორა ანა-ო. გაკვეთილის ბოლოს როცა იმ ჩემმა "დულცინეა"-მ კითხა: კი მაგრამ კრილოვი მამაკაცია და ტქვენ ონ-ს ანა-ზე რატომ უსწორებდით მოსწავლესო. გადაირია თურმე "რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი": კაცი ტუ იყო ეს მამაცხონებული თმებს რაღას იხუჭუჭებდაო. დამსწრესა და "პედაგოგს" სორის საუბარი თურმე მეგრულად მიმდინარეობდა და ვისაც შეგიძლიათ წარმოსახვაში შსცენა მეგრულად გაახმოვანეთ. "დულცინეა" ამბობდა ქართულში ბევრად ნაკლებად ჟღერსო. ------------------------------ ორიგინალი: გამოარა ვინმე თათარმან, ნახა გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაუხრჩვიათო. მოსწავლე: წავიდა ხეზე ჩამოკიდებული და დამხრჩვალი გზირი და ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაუხრჩვიათო. --------------------------- დევგარეულს ჰყავდა ცოლი, იმას ერქვა დევქალი. --------------------------- ორიგინალი : ეთერმა აბესალომის ნაჩუქარი დანით მოიკლა თავი. მოსწავლე: ეთერმა ნაჩქარევად მოიკლა თავი. ---------------------------- დედა ვეფხვისაგან დაგლეჯილ შვილს ტირილით უხვევდა ნატკენებს და თან ამბობდა: რაც არის, არის, წავალ, ვეფხვის დედას სამძიმარს მაინც ვეტყვიო. -- ამ ფიქრებში გართულები ტიროდნენ: იქით ვეფხვის დედა და აქეთ მოყმის დედა. -- ნანადირევით ხელდამშვენებული ჭაბუკი ისე მოადგა ვეხვის კარს, რომ ვერც კი გაიგო, თუ რა სისასტიკით იყო განთქმული ის ვეფხვი. -- ორიგინა: მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა მოსწავლე: ბათუ ყველაფერს მიხვდა და ელდანაკრავმა ზარი დარეკა -- ფარნავაზის დროს საქართველოს შემოესია მაკედონელთა ლაშქარი იასონის ხელმძღვანელობით. -- სიყვარულით ფრთაშესხმული ავთანდილი შვიდ ცაზე დადიოდა -- შეყვარებულ რაინდს გვერდში ედგნენ მზე, მთვარე და სხვა მნათობები. -- ორიგინალი: ოსების დანაშაული მეტად აშკარა იყო. მცირე სიჩუმის შემდეგ გოჩამ თავი აიღო და წარმოთქვა: - ორნივ ჩაქვავდეს მოსწავლე: ხევისბერმა გოჩამ ბრძანა, მოღალატე ოსებს ცემენტი დაასხითო. -- ქრისტიანულმა რელიგიამ ადამიანი ორ ნაწილად გაყო: სულად და ხორცად -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი