![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
მე ვფიქრობ,რომ ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ქართული ფოლკლორისა იქნება ის რომ ქართულ სოფლებში დაიწყოს ფოლკლორის ჩამოყალიბება,რაც ხდებოდა ადრე მაგრამ დღეს ალბათ საერთოდ აღარ ხდება.მართალია უამრავი სიმღერაა შემორჩენილი დღესდღეობით მაგრამ ფაქტია რომ ახალი აღარ იქმნება.ამიტომ მაინტერესებს ყველას აზრი იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
![]() ![]() |
komisia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
ჩემის გამჭრიახი გონებითა და ყოვლისმჭვრეტელი თვალითა (
![]() 1. რუსეთის მეოხებით, ძალისმიერი გზებით ამოგლიჯეს ქართული სოფლიდან ქართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა - სიმღერა (ეკლესია-მონასტრებს და სასულიერო პირებსრა უყვეს აღარ ვამბობ). 2. ინდუსტრიული განვითარება - გამოიგონეს ტრაქტორები. მგონი მთლად სახარბიელო ვერ უნდა იყვეს ტრაქტორში დაწერილი ნადური ![]() 3. ტელევიზიამ ხალხი "სახლში გამოკეტა". მართალია "გამოკეტვის კოეფიციენტი" სოფელში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ქალაქში, მაგრამ მაინც დიდ გავლენას ახდენს. ასე დათითოკაცებული სოფელი ვერ შექმნის სიმღერას. 4. ყურების დაბინძურება - ერთ-ერთი ყველაზე დიიიდი პრობლემაა. მასობრივი საინფორმაციო გზებით მოსახლეობას აწვდიან მდარე პროდუქციას და "აყრუებენ". გემოვნებაც შეაცვლევინეს. მაგრამ მაინც მჯერა რომ აქტიურმი, სწორად დაგეგმილი მუშაობის შედეგად ამის გამოსწორება შესაძლებელია. 1. სკოლებში უნდა შეიქმნას ხალხური სიმღერის წრეები, წრის მასწავლებლად უნდა ჰყავდეთ ფოლკლორის კარგად მცოდნენი. 2. სოფლებში და რეგიონებში სისტემატიურად უნდა ტარდებოდეს ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტები/აქციები/კონკურსები. 3. ტელევიზიამ და რადიომ გვერდზე უნდა გადადოს მაინჯი ბუნების სიმღერები, და პოპულარიზაცია გაუწიოს ეროვნულ ფასეულობებს. 4. მთავრობა გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებების შემდეგ, სადღაც 20 წელიწადში, უკვე კარგი შედეგი გვექნება. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი