ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
Satevari |
Jan 28 2008, 03:24 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
marine
გპასუხებ ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს კრივობების, ფარიკაობების, ჭიდაობების და სხვა იარაღი ბრძოლის ნაირსახეობებს "ხრიდოლი" თბილისური კრივის ერთ-ერთი სახეობაა , ამაზე ცნობები მოიპოვება გრიშაშვილის "თბილისური ბოჰემა"_ში ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილია ისევე როგორც ჩაკრულო ქართული ხალხური სიმღერების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, და ისევე როგორც ხორუმი ქართული ცეკვისა ქართული საბრძოლო ხელოვნება საქართველოში იყო ერთი, ახლაც ერთია და ყოველთვის ერთი იქნება თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ გექნებათ მკითხეთ ( ოღონდ დამეხმარეთ... სხვა საიტებზე ატვირთული სურათების ლინკს ვერ ვდებ აქ და ვერც ვიდეოს ლინკებს ) -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 28 2008, 03:26 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine გპასუხებ ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს კრივობების, ფარიკაობების, ჭიდაობების და სხვა იარაღი ბრძოლის ნაირსახეობებს "ხრიდოლი" თბილისური კრივის ერთ-ერთი სახეობაა , ამაზე ცნობები მოიპოვება გრიშაშვილის "თბილისური ბოჰემა"_ში ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილია ისევე როგორც ჩაკრულო ქართული ხალხური სიმღერების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, და ისევე როგორც ხორუმი ქართული ცეკვისა ქართული საბრძოლო ხელოვნება საქართველოში იყო ერთი, ახლაც ერთია და ყოველთვის ერთი იქნება თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ გექნებათ მკითხეთ ( ოღონდ დამეხმარეთ... სხვა საიტებზე ატვირთული სურათების ლინკს ვერ ვდებ აქ და ვერც ვიდეოს ლინკებს ) ძალიან დიდი მადლობა პასუხისათვის და საინტერესო თემის გახსნისთვის იმედი მაქვს, უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდი. რაც შეეხება შენს პრობლემას, არ ვიცი რატომ ვერ ახერხებ ლინკების დადებას. Admin-ს მიწერე და დაგეხმარება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი