სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
izo |
Aug 5 2007, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მინდა ვისაუბროთ მეტად არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ რატომღაც მაწუხებს ეს საკითხი. მაინტერესებს, რატომ კვდებიან ადამიანები, ვგულისხმობ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მაგალითად, კიბოთო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიკვდილს ადამიანს ღმერთი უზღვევს? რატომღაც მგონია, რომ ადამიანი შემთხვებვით არ კვდება და ეს ღვთის განგებაა. ვცდები თუ მართალი ვარ?
|
სოფი |
Jan 28 2008, 03:29 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
კითხვა იყო დასმული,გადადის თუ არა მშობლების ცოდვა შვილებზე,ან წინაპრების ცოდვა შთამომავლებზე. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე მაგდაგვარი დასმული კითხვები და მღვდლის პასუხები. აი ისინიც:
მყავს კაცთმოყვარე,პატიოსანი ახლობლები,რომელთა ბებიაც და ბაბუაც,ასევე მშობლებიც ძალიან წესიერი და სიკეთის მქნელი ხალხი იყო.ისინი მშვიდად მიიცვალნენ,მაგრამ ჩემს ახლობლებს განსაცდელი განსაცდელზე მოსდით,თანაც საკმაოდ მძიმე... ისინი მიზეზს ეძებენ.მე კი გამახსენდა,რომ მათ წინაპრებს უფლის არ სწამდათ და ყოველ წუთს გმობდნენ... ეს ცოდვა ხომ არ ამძიმებთ მათ? უფალი ისეთი გულმოწყალეა,რომ წინაპრის ცოდვას მათ შთამომავალს არ მოჰკითხავს,თუ თვითონაც არ იმეორებს ამ ცოდვებს.ყოველი ჩვენგანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს.მაგრამ ისეთი დიდი ცოდვა,რომელიც ღვთის გმობაა და რომელიც თქვენი ახლობლების თვალწინ ხდებოდა,ბუნებრივია,მათ ამძიმებთ.ეს დიდი ტვირთია,რომლის სიმძიმე ცხოვრებასაც უძნელებს.ამიტომაც ისინი უნდა მოვიდნენ ეკლესიაში. ჩვენი წინაპარი მღვდელი იყო,რომელსაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი... შესაძლოა ამის გამოა,რომ ჩვენს სანათესავოში უცნაური,არასასიამოვნო ამბები ხდება... როგორ მოვიქცეთ,რით გამოვისყიდოთ ეს ცოდვა? რამდენიმე ხნის წინ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ მკითხველს უკვე განვუმარტეთ,რომ წინაპრების ცოდვის გამო შთამომავალი პასუხისმგებელი არ არის: მაგრამ იქვე უნდა დავაზუსტეთ ისიც,რომ შთამომავალზე წინაპრის ცოდვა მაინც აისახება... რადგანაც თქვენც გრძნობთ მის ზემოქმედებას,შეგიძლიათ წინაპრის ცოდვა აღსარებაში,თქვენს ცოდვებტან ერტად მოინანიოთ.გარდა ამისა,წარმოთქვით დილა-საღამოს ლოცვები და მოიხსენიეთ თქვენი ოჯახის წევრები და ნათესავები,სთხოვეთ უფალს მატი კეთილდღეობა... და რაც მთავარია,იცხოვრეთ ქრისტიანულად,რომ თქვენც და თქვენი შთამომავლობაც უფლის წყალობით იყოთ გარემოცული. ამბობენ,რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის,რამდენად შეესაბამება ეს აზრი ქრისტიანულ კანონიკას და თუ ასეა,როგორ მოინანიოს შთამომავალმა წინაპრის ცოდვა? წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს.მაგრამ ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე.ცნობილი ხალხური გამოთქმა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო" სწორედ ამას ნიშნავს,რომ წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს.უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება,ადამიანი და ცოდვათა გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვენი და მოგვცა სინანულის საშუალება,რათა სასუფეველში პირნათელი წარვდგეთ მის წინაშე... ამდენად,თუ ადამის ცოდვისაგან ვთავისუფლდებით,მით უფრო შეიძლება დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრის ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვით და ქრისტიანული ცხოვრების წესით. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი