არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#121
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
komisia |
Jan 28 2008, 03:43 PM
პოსტი
#122
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ჩაკრულო
ციტატა არხალალო ან წინწყაროს დასაწერად გავიდნენ მთელი სოფელის გლეხები ყანაში ან წავიდნენ წინწყარო როა სოფელი იქა და დასხდნენ და თქვეს ახლა ჩვენ ეს სიმღერა უნდა დავწეოროთ ჰმ... აბა დაჯდებოდა კაცი და იტყოდა, მოდი ახლა კაი ნადურს დავწერო? ჩემი აზრით, სიმღერა რა ჟანრისაცაა, იმ მოქმედების დროს არის ჩასახული. მაგალითად მგზავრული, ის მუსიკალურად განვითარებული ადამიანი (შენ რომ გენიოსი უწოდე) მიჩაქჩაქებს ცხენით და რა ქნას არ იცის. ღიღინ-ღიღინში ჩაისახა მელოდია. მერე ცოტა გაალამაზა... ის მელოდია სხვა მგზავრმა მოისმინა და თავისი ელემენტები დაუმატა.. ახლა სხვამ შეალამაზა და ნელ-ნელა შეიქმნა სიმღერა. და შეიზლება რომ ის პირველი მგზავრი სულაც არ ყოფილიყო მუსიკალურად განვითარებული. უბრალოდ წაიღიღინა, და მერე სხვებმა განავითარეს. ძველისგან განსხვავებით, როცა თანამედროვე მომღერალი ნაწარმოებს "აფიქსირებს" (დისკზე წერს, ან კონცერტზე შეასრულებს ან სხვა...), ის სიმღერა უკვე შემდგარია. ტექსტიც მოფიქრებულია, მელოდიაც, და როგორც შეეძლო დახვეწა კიდეც. ანუ მას ამაზე ნამუშევარი აქვს ბევრი. მაგრამ ადრე ასე არ იყო, სიმღერა რომ "შემდგარად" წოდებულიყო კაი ხანი იყო საჭირო. არსად ეჩქარებოდათ. ყოველი მგზავრობისას ნაცნობ მელოდიას ღიღინებდნენ და ალამაზებდნენ. ასე ვფიქრობ მე და ასე მიმაჩნია სწორად ციტატა და ეს ლელა თათარაიძის ბრალი არააანაღდად თემა რომ გადაგეკითხა ნახავდი რომ მაგას არავინ ადანაშაულებს -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი