ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
Satevari |
Jan 28 2008, 03:49 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
marine
საქართველოში არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფები გახსნილი ქ.თბილისი 16 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის ფუნქციონირებს ჯგუფი შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. №2(ყოფილი "სკა",1 სართ. კრივის დარბაზი) ორშაბათი 19.00 საათზე ოთხშაბათი 19.00 საათზე პარასკევი 19.00 საათზე .............................................................................. 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ჯგუფი შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ (ბავშთა ცენტრი). სამშაბათი 19.00 ხუთშაბათი 19.00 ..................................................................... დიდი დიღომი - 186-ე საშუალო სკოლა რატი ჩაკვეტაძე (+995) 898 50 85 20 ბაქარ ნათენაძე (+995) 855 37 95 36 .......................................................................... საბურთალო - 126-ე საშუალო სკოლა გიგა ბლიაძე (+995) 893 21 53 32 ............................................................................ სოლოლაკი - 43-ე საშუალო სკოლა არჩილ გორხელაშვილი (+995) 893 66 69 72 ლაშა კობახიძე (+995) 899 15 12 94 ................................................................................. დიდუბე - 155-ე საშუალო სკოლა ზურაბ შავერდაშვილი (+995) 899 17 42 06 .................................................................................... ქ. ქუთაისი ხელმძღვანელი ერეკლე ნიკაბაძე (+995) 899 34 39 88 კლუბი "ბაგრატი" სკოლა №17, ნიკეას ქუჩა გიორგი ქარქაშაძე (+995) 893 34 90 52 ორშაბათი 3.15 ოთხშაბათი 3.15 პარასკევი 3.15 წყალტუბოს რაიონი კლუბი "კაი ყმა" სოფელი ზარათი, (+995) 855 74 95 67 ......................................................................................... ქ.რუსთავი ხელმძღვანელი გიორგი წიწრიაშვილი (+995) 899 21 28 57 რუსთაველის ქ. სკოლა "რუსთველი" №2 საჯარო სკოლა ................................................................................. ქ.ბათუმი ხელმძღვანელი გოჩა გოგიბერიძე ზვიადი ჯაფარიძე (+995) 898 32 07 77 მე-5-ე საჯარო სკოლა -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 28 2008, 05:05 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ..................................................................... დიდი დიღომი - 186-ე საშუალო სკოლა რატი ჩაკვეტაძე (+995) 898 50 85 20 ბაქარ ნათენაძე (+995) 855 37 95 36 .......................................................................... ნამდვილად არ ვიცოდი თუ დიდი დიღმის ამ სკოლაში იყო გახსნილი რა მადლიანი სკოლაა, მის შენობაში გახსნილი ეკლესია ჩემი ნავსაყუდელია დიდი მადლობა, რომ ამ ინფორმაციას გვაწვდი. დარწმუნებული ვარ, ბევრი მშობელი, ვინც ვაჟს ზრდის, დაინტერესდება ამ პოსტებით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი