ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
Satevari |
Jan 28 2008, 06:04 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ციტატა Satevari კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ინფორმაცის მოგვაწვდი და ერთგვარ რეკლამასაც გაუწევ შენს საქმიანობას. ბევრი დაინტერესდება. სამწუხაროდ ქართველებს გვავიწყდება რა განძი გაგავაჩნია და სხვა ქვენების საბრძოლო კულტურას უფრო ვანიჭებთ უპირატესობას, რომელთა უმრავლესობაც სულისთვის სარგებელის მომტანი არაა. ჩემი სიძე კარატეზე დადიოს წლების მანძილზე და მის ჯგუფში რატომღაც რამდენიმე ახალგაზრდამ დაამთავრა სიცოცხლე თავის მოკვლით. ძალიან ვწუხვარ ამ ბოლო ხაზის გამო ქართული საბრძოლო ხელოვნების ძირითადი პრინციპებია სიბრძნე, სიმართლე და ძალა. ეს სამი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ვარჯიშებს ლოცვით ვიწყებთ და ლოცვითვე ვამთავრებთ. ბევრი იაპონური საბრძოლო ხელოვნების სკოლები ვიცი სადაც ბავშვებს ძალიან მკაცრად ეპყრობიან. მე არ ვამბობ იმას რომ ეს ცუდია, უბრალოდ ქართველისათვის მასწავლებელთან თავდახრილი მისვლა , მუხლებზე დამხობა და მასწავლებლისადმი შიში ცოტა არ იყოს და მიუღებელია. მე ვფიქრობ რომ ქართველი უნდა გაიზარდოს ლაღი, მხნე და ძლიერი. უნდა ქონდეს უფროსის, მშობლების და წინაპრების პატივისცემა. უნდა უყვარდეს "ენა ,მამული, სარწმუნოება". ამას უნდა მოუაროს და თუ საჭიროა თავიც შეაკლას. მეომარი არ იქნევს მარტო იარაღს, და მარტო ამიტი არ შემოიფარგლება... ბავშვები დაგვყავს საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ვაცნობთ ძველ ტაძრებსა და ეთნოგრაფიულ ძეგლებს, ვუყვებით ხალხისაგან თქმულ ამბებს. ვასწავლით, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი, და თუ რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც დაემსგავსა იმ ღირსეულ მამულიშვილებს, რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს... მაშინ გადარჩება ერი -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 29 2008, 12:28 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან ვწუხვარ ამ ბოლო ხაზის გამო ქართული საბრძოლო ხელოვნების ძირითადი პრინციპებია სიბრძნე, სიმართლე და ძალა. ეს სამი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ვარჯიშებს ლოცვით ვიწყებთ და ლოცვითვე ვამთავრებთ. ბევრი იაპონური საბრძოლო ხელოვნების სკოლები ვიცი სადაც ბავშვებს ძალიან მკაცრად ეპყრობიან. მე არ ვამბობ იმას რომ ეს ცუდია, უბრალოდ ქართველისათვის მასწავლებელთან თავდახრილი მისვლა , მუხლებზე დამხობა და მასწავლებლისადმი შიში ცოტა არ იყოს და მიუღებელია. მე ვფიქრობ რომ ქართველი უნდა გაიზარდოს ლაღი, მხნე და ძლიერი. უნდა ქონდეს უფროსის, მშობლების და წინაპრების პატივისცემა. უნდა უყვარდეს "ენა ,მამული, სარწმუნოება". ამას უნდა მოუაროს და თუ საჭიროა თავიც შეაკლას. მეომარი არ იქნევს მარტო იარაღს, და მარტო ამიტი არ შემოიფარგლება... ბავშვები დაგვყავს საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ვაცნობთ ძველ ტაძრებსა და ეთნოგრაფიულ ძეგლებს, ვუყვებით ხალხისაგან თქმულ ამბებს. ვასწავლით, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი, და თუ რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც დაემსგავსა იმ ღირსეულ მამულიშვილებს, რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს... მაშინ გადარჩება ერი რატი, აღფრთოვანებული ვარ შენი სიტყვებით და შენი საქმიანობის სიკარგით (იმედი მაქვს არ მიწყენ, შენობით რომ გესაუბრები, ასე უფრო უშუალოდ გავცვლით აზრებს) ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში ხართ ჩართულნი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი