საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Jan 29 2008, 01:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სტეფანოზ I
ქართლის ერისმთავარი VI-VII ს. მიჯნაზე - ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით გურამის (გურგენი) ძე. მოხსენიებულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში, არსებულ ერისმთავართა სიაში, ასურულ მამათა ცხოვრებაში, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, მის მიერ მოჭრილ მონეტათა ზედწერილებში. სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. 589 წ. ირანის შაჰი ჰორმიზდ IV მისმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა ტახტიდან ჩამოაგდო. შაჰის მემკვიდრე ხოსრო II ფარვიზი 591 წელს ირანის ტახტზე ბიზანტიის კეისრის მავრიკეს დახმარებით ავიდა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან ბიზანტიას სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი დაუთმო. ქართლმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა აღიდგინა, რადგან ბიზანტია მისგან მხოლოდ მოკავშირეობას ითხოვდა. ეს პოლიტიკური მდგომარეობა კარგად აისახა სტეფანოზის მიერ მოჭრილ მონეტებზე. მან პირველმა გამოსახა მაზდეანური ემბლემის, მოგიზგიზე ცეცხლის ნაცვლად კვარცხლბეგზე აღმართული ჯვარი და სრულად წააწერა ქართულად საკუთარი სახელი. სასანური ტიპის მონეტებზე ჯვრის მოთავსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამით ქართლმა ფაქტიურად საქვეყნოდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციები. სტეფანოზი I -ის ვერცხლის ფული მოჭრილია ჯერ ჵორმიზდ IV - ის (579-590) მონეტების, შემდეგ კი ხოსრო II -ის (591-628) ადრეული დრაქმების მიბაძვით. სტეფანოზი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო. ააგო მცხეთი ჯვრის ერისმთავართა საგვარეულო ტაძარი, რომლის ფასადზეც გამოსახულია სტეფანოზის და მისი სახლის წევრების: ძმის - დემეტრეს, შვილის - ადარნესეს და შვილიშვილის ქობულ-სტეფანოზის რელიეფური ქანდაკება. რელიეფის წარწერაზე სტეფანოზი წოდებულია „ქართლის პატრიკიოსად“ (ბიზანტიური ტიტული). მისი მმართველობის დროს ქართლი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის გაფართოება. (სტეფანოზის მოღვაწეობის დათარიღება: ა. ბოგვერაძე 590/91 – 602/605 წ. ნ. შოშიაშვილი 591-602/603. გ. ჩუბინაშვილი 586/90-604/605 წ., გ. დუნდუა 593-602 წ.) ქართლი ბიზანტიის გავლენის ქვეშ დიდხანს დარჩენილა. 604 წელს ხოსრო II-ემ ზავის (591 წ.) პირობები დაარღვია და ბიზანტიის დიდი ტერიტორიები წაართვა. მათ შორის ქართლი. ბიზანტიის ტახტზე 610 წ. ჰერაკლე კეისარი (610-640 წ.) ავიდა, რომელმაც წარმატებით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ჰერაკლე კეისარმა, ხაზართა ხაკან ჯაბღუსთან ერთად (627-628 წ.), ალყა შემოარტყა თბილისს. ამ დროს ერისმთავრად იჯდა სტეფანოზ I. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ცნობას იზიარებენ (მ. ჩხარტიშვილი, ვ. გოილაძე) სტეფანოზის მოღვაწეობის პერიოდს VII ს. 30-იან წლებით ათარიღებს. მეცნიერთა უმეტესობა ეყრდნობა „ეპისტოლეთა წიგნის“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, მონოფიზიტი სტეფანოზ I დიოფიზიტობის აქტიურმა დამცველმა კირიონ კათალიკოსმა გადააყენა და 604 წელს ერისმთავრად დასვა ადარნასე (იხ.საქ. ისტ. ნარკვევები, ტ. 2). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი