ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
Satevari |
Jan 29 2008, 02:04 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
marine
ეხლა პირველ არხზე ვიქნებით გადაცემა სარჩებში და უყურეთ ორის ათ წუტზე მგონი -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 29 2008, 02:08 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ეხლა პირველ არხზე ვიქნებით გადაცემა სარჩებში და უყურეთ ორის ათ წუტზე მგონი რა სამწუხაროა რომ სამსახურში ტელევიზორი არ მაქვს, თურემ ვნახავდი. იმედია, სხვა ფორუმელები, ვინც ამ თემით დაინტერესდნენ და შინ არიან, შენს ამ პოსტს ნახავენ და ტელევიზორს ჩართავენ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი