ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
MTAVARI |
Jan 29 2008, 04:09 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 29-January 08 წევრი № 3,793 |
ისტორია მუდმივი კვლევის საგანი იქნება ალბათ, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია , დღეს რა მდგომარეობაშია ქართული საბრძოლო ხელოვნება და რა მომავალი ელის მას
ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ ვართ კატეგორიულები იმ საკითხებში რაც ისტორიას შეეხება (დეტალებზეა საუბარი რა თქმა უნდა) ქართული საბრძოლო ხელოვნება კი ზოგადად მოცავს სპორტის თითქმის ყველა სახეობას (რადგან თვითონ საბრძოლო ხელოვნება თავისთავში შეზღუდვებს არ აღიარებს, ხოლო ნებისმიერი მისი შეზღუდული სახეობა კი წარმოადგენს სპორტის ამა თუ იმ სახეობას), მოიცავს მუსიკას (იმდენად რამდენათაც სმენის ფაქტორი მეომრისთვის , რითმის შეგრძნება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე რაიმე ილეთი), და ა შ ....... ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნების მიზანია პიროვნების ჩამოყალიბება (შესაბამისად ქართული საბრძოლო ხელოვნების - საქართველოსთვის მებრძოლი პიროვნების) ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებისთვის მარტო ჩვენი ისტორიით (ჩვენი წინაპარი ამ ილეთს აკეთებდა , ამას არაო და ასე შემდეგ, რადგან ილეთი მიზნის მისაღწევი საშუალებაა ერთგვარი ფრაგმენტია ბრძოოლის) შემოფარგლვა დიდი შეცდომა იქნებოდა, ჩვენ უნდა გავავლოთ პარალელები სხვა საბრძოლო ხელოვნებებთან, გავცვალოთ ინფორმაცია, და თუ რაიმე მისაღები იქნება გადმოვიღოთ კიდეც (ასე ხდებოდა ისტორიის მანძილზე ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარება)... დრო და საშუალება იცვლება ყოველთვის (ტაქტიკა , სტრატეგია) მაგრამ ჩვენი ძირითადი პრინციპები არ უნდა შეიცვალოს (რადგან ვეძებოთ ისეთი პრინცეპი რომლებიც უცვლელია) ეს არის მოკლედ გზა რომელსაც მისდევს ქართული საბრძოლო ხელოვნება და ამიტომაცაა მისი ძირითადი პრინციპები სიბრძნე , სიმართლე და ძალა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი