სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Jul 26 2006, 01:01 AM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
პატერიკული მოთხრობები - მარტივი და გენიალური
ერთხელ, როცა მღვდელი - მამა ილარიონი (შენგელია) სახლის საკურთხევლად მივიყვანეთ ზუგდიდში, ტრაპეზზე მან ასეთი თხოვნით მოგვმართა: როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ აუცილებლად მოიხსენიეთ მიცვალებულები, რადგან არავინ იცის მათ იქ როგორ უჭირთო. ამ სიტყვებმა საზვერეებში გაჭედილთა მწარე ხვედრი დამანახა. მას შემდეგ ვცდილობ მამა ილარიონის მუდარით ნათქვამი სიტყვები შევასრულო, თუმცა ჩემი სიზარმაცე, გონებაგაფანტულობა და უდარდელობა ამის აღსრულებაში ხელს მიშლის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პირველი პატერიკული მოთხრობები, რომელთაც აქ დავდებ (კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ) მიცვალებულთა მოხსენიებაზე ყოფილიყო. ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო. მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის. დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“. დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა. იცი, შემთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
| eka-ekaterine |
Aug 25 2006, 11:41 AM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-August 06 წევრი № 111 |
დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.
ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო. ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო. ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. -------------------- |
IOANA პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები, Jul 26 2006, 01:01 AM
IOANA ერთხელ მონაზონმა ჰ... Jul 26 2006, 04:19 PM
IOANA ერთხელ ღირსმა ეფრე... Jul 26 2006, 09:29 PM
solomony ბერი იოსებ ათონელი... Aug 10 2006, 09:30 PM
solomony როდესაც დიოკლიტია... Aug 10 2006, 09:52 PM
მარიამი
როდესაც დიოკლიტია... Aug 10 2006, 10:34 PM
salome
როდესაც დიოკლიტია... Aug 12 2006, 10:53 AM
solomony მარიამი შენ ვერ გა... Aug 11 2006, 02:33 PM
მარიამი
მარიამი შენ ვერ გა... Aug 11 2006, 02:56 PM
მარიამი solomony, რაღაცა ჩამრჩა ... Aug 11 2006, 08:38 PM
mnate
ეს სწორი გააზრება... Aug 11 2006, 10:09 PM
solomony მარიამი რაც შენ თქ... Aug 12 2006, 10:25 PM
მარიამი
მარიამი რაც შენ თქ... Aug 12 2006, 10:27 PM
Irine ერთ ბერს ეშმაკი ნა... Nov 17 2006, 12:53 PM
.:თამარი:. ერთი ჭაბუკი ოქრომჭ... Dec 22 2006, 04:44 PM
marine რამეთუ იყო ვინმე ბ... Dec 27 2006, 01:09 PM
.:თამარი:. ერთ განშორებულ უდა... Jan 12 2007, 11:25 PM
მხევალი ნინო [quote]ერთხელ მამები მ... Jan 15 2007, 06:17 PM
ალექსანდრე აქ მოვათავსოთ ერთი... Feb 28 2008, 06:02 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 12:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი