![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
მე ვფიქრობ,რომ ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ქართული ფოლკლორისა იქნება ის რომ ქართულ სოფლებში დაიწყოს ფოლკლორის ჩამოყალიბება,რაც ხდებოდა ადრე მაგრამ დღეს ალბათ საერთოდ აღარ ხდება.მართალია უამრავი სიმღერაა შემორჩენილი დღესდღეობით მაგრამ ფაქტია რომ ახალი აღარ იქმნება.ამიტომ მაინტერესებს ყველას აზრი იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რათქმაუნდა ფოლკლორმა განიცადა ცვლილებები მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიღწვით ყველანი რომ იმ ძველს და კარგს დავუბრუნოთ. რახან საქმე დაბრუნებაზეა, მაშ ის სრულყოფილი ჯერ კიდევ არ არის არა? და ნიმუში ამ ძველისა და კარგისა გვაქვს? თუ გვაქვს რა პროცესია ცუდიდან კარგამდე? დამავალებთ აღწერით ![]() ციტატა არამგონია ეკლესია ერგებოდეს თანამედროვეობას. ოი, აქ კი ცდები... ნუთუ არ გიხილავს ტაძარში მიკროფონები? ან სხვა ეპოქალური მინამატი? კარგად დაუკვირდი ჩემს ნათქვამს, მე არ დამიწერია ტრადიციების ცვლილებასთან დაკავშირებით არაფერი (თუმც, ცვლილება ცხადია ტრადიციებმაც განიცადა, მაგალითად უწინ ბიზანტიის საიმპერატორო კარისა და ეკლესიის მჭიდრო კავშირის დროს, ლიტურღიაში ჩართული ტრადიციები ან მთლიანად გამოიცვალა, ან მეტამორფირდა, ეს რთული და ხანგრძლივი - ასე ვთქვათ ეკლესიის სულის გამოცდის შედეგად დადგენილი ცვლილებებია - არაარსებითი ცხადია) არც ეკუმენიზმი მქონია მხედველობაში, ამ სიტყვის იმგვარი მნიშვნელობით, როგორადაც თქვენ გესმით, მე ხაზი გავუსვი ერთ მნიშვნელოვან და აღიარებულ გარემოებას - ეკლესია არსებობს დროში და ის ვერ ჩამოსცილდება უკანასკნელს, ისევე როგორც დრო პოულობს მასში საზრისსა და აღსრულებას, შესაბამისად ეკლესიის სამისიონერო მისიის შესასრულებლად, ეკლესია მიმართავს თანამედროვე ელემენტებს, რომელიც ასე ვთქვათ დინამიურად გარდაქმნის მისსავე მოქმედებებს .... იგი ვერ იტყვის დროის გარემოებაზე უარს, რადგან ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი მისგან ![]() ციტატა ა ფოლკლორის შემთხვევაშიც ასე ამბობ ამიტომ ჯობია კომპეტენტური ხალხის ნათქვამი დაიჯერო და გაითავისო.არც მე არ მაქ გათავისებული სრულად ეს პრობლემა და სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა,მაგრამ შენ ძალიან ცუდად ფიქრობ რაც ყველასთვის დამღუპველია. რაც შეეხება ფიქრს. ცხადია, როდესაც ბიოლოგიის სახელმძღვანელოში რაიმე მაინტერესებს, უპირველესად ბიოლოგს ვეკითხები და შესაბამისად მისი პასუხიც ბევრად უფრო ავტორიტეტულია კონკრეტულ სფეროში ვიდრე მათემატიკოსისა, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ არის - ხომ არ გვაქვს საქმე რაიმეგვარ სუბიექტურ დამოკიდებულებასთან? ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ხშირად ის ვინც თავს ხელოვნებისა და ესთეტიზმის მსახურს უწოდებს, ამ პროფესიის შინაგანი ბუნებისგან განსხვავებულ თვისებებს ამჟღავნებს ![]() ალბათ თავადაც ხვდებით რომ აქ ობიექტური პოზიციის გასარკვევად შემოვედი და არა იმისთვის, მორიგი კამათი ავაგორო თანამორწმუნეებთან ![]() ციტატა შენ კაცო ქართველი არა ხარ?? იმის მაგივრად დაწერო , უნდა ვეცადოთ იმ სახით შევუნახოთ ჩვენს შთამომავლებს ფოლკლორი როგორმაც ჩვენმდე მოაღწიაო , ამბობ რომ მისი დროსთან ადაპტაცია უნდა დავიწყოთო? ფოლკლორი როგორი იყო 21 საუკუნის წინ ეს არავინ იცის , მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს XX საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები და ჩემი აზრით ეს უდიდესი მონაპოვარია თითოეული ქართველისთვის კომუნისტების დროს ფოლკლორმა მაგრად დაყვინთა , მაგრამ ღვთის წყალობით დღეს გაცილებით მეტია დაინტერესებაცაა და სიყვარულიც !!! არსებობენ დღესდღეობით ისეთი ადამიანები , რომელთა წყალობითაც მრავალ ადამიანს მიეცა საშუალება მოუსმინოს და გაიგოს თუ როგორ მღეროდა ჩვენი წინაპარი ერთი საუკუნის წინ ერთი რამ ხომ ფაქტია , რომ იმ ხალხმა ვინც ჩვენზე ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობა , უკეთ იცოდნენ რა იყო ფოლკლორი ? საბედნიეროდ გვაქვს მათი ჩანაწერები ! რაღა საჭიროა კორექტივების შეტანა და ფოლკლორის ცუდისკენ გარდაქმნა? დიახ, ქართველი გახლავარ გენებით. შენი მსვლეოლობა უდავოდ ლოგიკურია, ძალიან ვაფასებ ქართულ ფოლკლორს და მისთვის კარგის მეტი არაფერი მსურს, მაშინ შენ გკითხავ (შენობით საუბრის უფლებას თუ მომცემ), როგორ ფიქრობ, ფოლკლორი მთელი თავისი სირთულით (თუ ასეთი არსებობს) რამდენად ადვილად შეთვისებადია ქართველი, სოფლელი კაცის ბუნებასთან, რომელიც კომუნისტების ავადასახსენებელი რეჟიმის დროს გაიზარდა და შესაბამისად, იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივად მოიწამლა, რამდენად შეძლებს ფოლკლოტი მეთოდურად დამკვიდრდეს კვლავ, ქართველი კაცის ბუნებაში, როდესაც ის ბავშობიდან არ შეთვისებია მას? რამდენად მოახერხებენ მისი ისეთი ფორმით დაძლევას, როგორითად ჩვენ წინაშეა? მე ბუნებრივია გეთანხმები, რომ ესთეტიკა და სიძველე, რომელიც მის რეგალიებს წარმოადგენს, უნდა იქნას შენარჩუნებული და შენებრ მაღიზიანებს ყოველი უკულტურო გამოხტომა მათ წინააღმდეგ (სამწუხაროდ ჩემი პოსტებიც ამად იქნა აღქმული) მაგრამ მე იმის მეშინია ამ ყველაფრის მონდომებით, ხელცარივლები არ დავრჩეთ და მთლად არ ავუცრუოთ გული ადამიანებს... ნებისმიერმა მოძღვარმა იცის, რომ როდესაც ეკლესიაში ახალმოსული ადამიანი დილის კანონის კითხვას დაიწყებს, მას ვერ დაძლევს, ამიტომ საჭიროა უფრო პატარა კანონის კითხვის შეფარდება, ხოლო შემდეგ რაციონის ზრდა ![]() ახლა შეიძლება ჩემი დილეტანტური აზრები სასაცილოდაც გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ მასში ოდნავი სიმართლეა, წინ დიდი იმედგაცრუება გველის - რადგან ვაპირებთ მთელი ეს ათასწლოვანი სირთულე მწვანილის მოყვანით დაკავებული ბებიას ტვინში ისე მოვათავსოთ, არც კი შევამზადოთ ამისთვის ![]() სხვა საქმეა რამდენად უნდა ის მას ![]() პატივისცემით და ზედმეტი წიოკის გარეშე უკანასკნელით ინფაქტმოლოდინე მნათე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 10:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი