"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Jan 30 2008, 04:24 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
ციტატა დანამდვილებით იცი, დავით? ეგ არამხოლოდ კანონიკური, დოგმატური ნორმაცაა: ნათლობა არ შეიძლება განმეორდეს. ამიტომ ეკლესია განმეორებითი ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით იღებს მის წიაღში შემოსულ ერეტიკოსებსაც (თუ ისინი უკვე მონათლულნი არიან), თანახმად სახარებისა და ძველი ეკლესიის მიერ მოცემული მცნებისა. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/17.htm#8 ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებ ავტორიტეტულად გამოდგეს ციტატა თავად ჩემივე წიგნიდან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი რეცენზირებულია საპატრიარქოს მიერ, მთლად ურიგოც არ უნდა იყოს: მირონცხების იურიდიული ხასიათი მირონცხების საიდუმლო, ვინაიდან დამოუკიდებლად არასდროს არ აღესრულება, სამართლებრივი ბუნება ნაკლებად აქვს, იგი უფრო „სულიწმიდის ბეჭდად“ იწოდება, ვინაიდან მოებმის რომელიმე საიდუმლოს და ამოწმებს მას. მირონცხება უშუალოდ ნათლობას მოებმის და იურიდიულად იგივე შინაარს ატარებს, რასაც ნათლობის საიდუმლო. თუმცა, ამას გარდა, მირონცხება აღესრულება იმ მწვალებებლზეც, რომელიც ნათელღებულ იყო ჭეშმარიტი ნათლისღებით, შემდგომ განუდგა ქრისტეს და კვლავ მოექცა მართლმადიდებლობაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მირონცხებას გააჩნია საეკლესიო-სამართლებრივი ბუნება, ვინაიდან იგი იწვევს ქრისტიანის თავის უფლებებში აღდგენას და იურიდიულად უტოლდება ნათლობის საიდუმლოს. მირონცხება აღესრულება, აგრეთვე, მონარქის კურთხევისას. მეფის კურთხევა, ცხადია, წარმოადგენს, იურიდიულ ფაქტს, ვინაიდან მეფის უფლებამოსილება კურთხევის შემდეგ იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში მირონცხების ცალკე გამოყოფა არ ეგების, რადგან მეფის კურთხევა მთლიანად წარმოადგენს იურიდიულ ფაქტს და არა მისი ცალკეული ელემენტები. http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/5-1.htm -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი