არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
N. R. |
Jan 30 2008, 07:22 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მგონი ჩვენ საერთოდ გვერება ცნებები ხალხური, ფოლკლორული, ტრადიციული და ა.შ. თავიანთი დეფერენცირებებითურთ. არ ვიცით, რომ თითოეულის თავისი კანონები აქვს, შესაძლებელი ვარიანტი და მახასიათებლები.
რატომ ვუყურებთ ასე ჩაკეტილად? ყველაფერი ეს არის ერთიანი ქართული მხატვრული მუსიკალური აზროვნების ნაყოფი, საუკუნისწინანდელიც და დღეს რაც იქმნება, ხომ? მეორესმხრივ მათ შორის რაღაც განსხვავებებია, დიფერენცირებები. მაგალითად: იყო ის ფოლკლორი, რომელიც ჩვენ საუკუნისწინანდელის სახელით ვიცნობთ, ხო? რომელსაც ასრულებდა ყველა ის დიდი ანსამბლები, როგორიცაა სიმონიშვილის, ერქომაიშვილის, ხუხუნაიშვილების და სხვ. მერე გარკვეული ფორმაცია მოხდა და რაღაც სხვა მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, ამის პოარალელურად ძველი შტოს მიმართულების გამგრძელებლად გვევლინება ზოგიერთი სიმღერა, რომლის ავტორიც ვიცით და მაინც ხალხურად ვასღებთ, ვ. მჭედლიშვილის, სიმონიშვილის და სხვ. ახლაც რაღაც იქმნება ახალი. მოდით მოვახდინოთ დაკონკრეტება. ფოლკლორი მრვალაგვარად შეიძლება აღვიქვათ. ერთი გაგებით ის არის ხალხური შემოქმედება, ხალხის შემოქმედება კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული. მაგალითად ნადური არის ხალხური, ვინაიდან იგი დაკავშირებულია ნადთან , ასევე აკვნის ნანა, გონჯა და სხვა. ამ გაგებით თუ ფოლკლორს მივუდგებით ფოლკლორი მხოლოდ კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებული სიმღერაა რომელიც პროცესში შღულდება, და პროცესის გარეშე აღარაა ფოლკლორი. ამ პუნქტის მიხედვით ფოლკლორი არ არის ის უამრავი ნიმუში რაც ჩვენ ხალხურად გაგვიცვნია. მეორე გაგებით ფოლკლორი არის ყველაფერი, რაც იქმნება. ამ პუნქტის მიხედვით ფოლკლორი არის ისიც კი ვიღაც რომ ბაზარში რაღაცას სპონტანურად მღერის, არის ის თათარაიძეც, ხარება და გოგია, დაიგვიანეს და ა.შ. ყველაფერი. მესამე უფრო სრულყოფილია ჩემი აზრით. ფოლკლორი, რომელიც პუნქტებად და ხარისხობრივად რამოდენიმე თავად იყოფა, თავის თავში აერთიანებს მასიმალურად ყველა შესაძლებელ ვარიანტს: 1. აუთენტური, ანუ ყოფაში და პროცესში შესასრულებელი; 2. ტრადიციული - ფოლკლორი, რომელიც გლეხის მიერ ყოფაში შექმნილი სიმღერის სხვადასხვა კანონზომიერებებზე დაფუძნებით პროფესიონალურად მაღალ დონეზე ადის. შემდეგ ასრულებენ სხვადასხვა პროფესიულად გამართული ანსამბლები (სხვათაშორის სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ესაა ტრადიციული ფოლკლორი, მაგრამ არც ბოლომდე ფოლკლორული-ამ უკანასკნელის გაგება იყო რომ პროცესს არ შეიცავსო და არცაა ფოლკლორიო, მაშინო, რაღაც გაგებითო --- ვგულისხმობ სიმონიშვილის გუნდზე და სხვებზე მე დიდგორელს და ვეშაპოს რომ გვქონდა გვერდით თემაში საუბარი). 3. ტრადიციული ფოლოკლორი შერევით _ როცა მეორე ვარიანტს სცენუროიბის გამო რაღაც დეტალები ემატებ, მაგალითად დიდი გუნდები და არატრადიციული შემადგენლობები (კირილე პაჭკორიას, ნოკო ხურციას, ა. მეგრელიძის, კავსაძის გუნდები). 4. ფოლკლორისტიკაში გაჩნდა ტერმინი ახალი ფორმაციის სიმღერები, თუშურ ფოლკლორზე საუბრისას ე. გარაყანიძე აღნიშნავს, რომ არსებობს ძველი და ახალი ფორმაციის სიმღერები, და რომ იცოდეთ, სხვათა შორის ლელა თათარაიძის სიმღერებიც შედის ახალი ფორმაციის სიმღერებში და ეს იმას ნიშნავს რომ ფოლკლორის ჩემს მიერ მოყვანილ პუნქტირებაში შედის. 5. რა იქნება მომავალში? _ უბრალოიდ განიხილება ზემოთმოყვანილი დიფერენცირება და ერთი განსხვავება იქნება, ახლა რომ ჩვენ თანამედროვე ფორმაციას ვეძახით ეგ იქნება მიჩნეული ტრდიციულიად და იმ დროისთვის ახალი ფორმაცია კიდე რა იქნება ღმერთმა იცის. ყოველკშემთხვევაში რაც დრო გავა მით მეტი მიმართუება გამოიკვეთება და მით მეტი მომხრე-მოწქინააღმდეგე გამოუჩნდება თითოეულ მიმართულებას. ტრადიციული კი რაღაც მაშინ ხდება, როცა ფოლკლორულ ელემენტებზეა შექმნილი, ამ კანონებს ექვემდებარება და ნახევარი წელი მაინც გაუძლებს დროს და კიდევ მეტხანს გაგრძელდება მისი არსებობა. ისევე როგორც ნოკოს გუნდს განვიხილავთ ტრადიციულიად, და მეგრელიძის გადაკეთებულ-გადმოკეთებულ-შექმნილ სიმღერებზე ფოლკლორს ვიძახით ლელა თათარაიძის მუსიკაც ფოლკლორი იქნება. უბრალოდ როგორც ზემოთ აღვნიშნე მოხდება დიფერენცირება, რომელი სიმღერა რომელი ტიპის ფოლკლორია yipiani gio სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევ კატეგორიული და უხეში ტონისთვის. ყველამ შეიძლება თავისი აზრი დააფიქსიროს, და ზოგადად თავისი აზრი გააჩნდეს, მაგრამ ეს არ იძლევა უფლებას სხვის აზრს პატივი არ სცე, რადიკალურად მოაშთო და შენი უტყუარ სიმართლედ მიიჩნიო. და თუ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლელა თათარაიძის სიმღერა ფოლკლორული არ არის პირველი და მეორე პუნქტის მიხედვით, ფოლკლორია მესამე და მეოთხე პუნქტისამებრ, და მეხუთე პუნქტის მიხედვით პოტენციალის შემცველია იქცეს ფოლკლორად. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი