![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ამას წინათ ერთ-ერთი მღვდლის ქადაგებას ვუსმინე - გულწრფელ,ჭეშმარიტ სინანულსა და ამპარტავნულ სინანულს შორის განსხვავებაზე.აქამდე ამაზე არასდროს მეფიქრა.ძალიან საინტერესოა,თუმცა ცოტა რთულად გადმოსაცემი,მაგრამ იმედია გამიგებთ რისი თქმა მინდა.
ე.ი. რაში მდგომარეობს ამპარტავნული სინანული.ადამიანს ჰგონია,რომ იგი კარგია,უნდა ეს სხვებს დაანახოს და მათ ეს აღიარონ,თვითონაც ამას აჯერებს თავის თავს. მაგრამ 'ვდრუგ' ხედავს,რომ სხვა მასზე უკეთესია,რაღაც ცოდვას ვიღაც ის არ იდენს,თვითონ კი იდენს( შეიძლება ეს მარტო ცოდვას არ შეეხებოდეს),ერთი სიტყვით,მას ადარებს თავს და იწყებს დარდს,რომ ვიღაცა რაღაცით,რაღაცაში მასზე უკეთესია, და იწყებს სინანულს,რომ ის ცუდია(მასთან შედარებით) და ამას ხშირად ახლავს ხოლმე სასოწარკვეთა,უხასიათობა,უიმე დობა,მოკლედ,პაწა დეპრესია. საქმე იმაშია,რომ ის გულით და სულით უნდა იყოს თავმდაბალი,ყველაზე უღირსი... ეჰ,საოცარი თვისებაა თავმდაბლობა,რომელსაც ახლავს სიმშვიდე,თავშეკავებულობა,და რა ვიცი,კიდევ სხვა ბევრი კარგი თვისება. ხოლო "თავშეკავება თვით აღასრულებს ყველა მცნებას". -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th September 2025 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი