ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
კანონისტი |
Nov 30 2006, 12:02 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გუჯა
ვიცი. სახლში მაქვს ეგ კასეტა მეგობარმა მაჩუქა, ჩვეულებრივი ქართული გალობა ეგონა... ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
Dec 1 2006, 07:43 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!) ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ჯამბაკური |
Dec 1 2006, 07:54 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭომ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ამის თაობაზე. ისე რა ძვირფასი სიწმიდე გვაქვს, ყველას მისი მითვისება ენატრება. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ვეშაპო |
Dec 6 2006, 12:46 AM
პოსტი
#5
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ მინდა დავდო ჯამბაკურის მიერ დაწერილი ამბავი გვერდითა ფორუმში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება anuska -სათვის.
მაშ ასე: მთელ საქართველოში, ქართული მონასტრების მდგომარეობა ეგზარხოსების მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განსაკუთრებით დაამძიმა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი მის საარსებო წყაროს. რუსული საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის, არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც 1860-იან წლებში ხმა გავრცელდა ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას მიერ ქართველ მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ, მრავალს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი. მამა ბენდიქტე ბარკალაიამ გამორჩეული გულმოდგინებისა და ნიჭის წყალობით მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. მან იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) თანადგომით მოახერხა მორწმუნე საზოგადოებაში შემოწირულობის შეკრება, რითაც ათონზე ქართველთა ყოფა უზრუნველყო. აღადგინა ივერთა მონასტერთან ახლოს მდებარე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე და შემოკრიბა ათონის ნახევარკუნძულზე მიმოფანტული ქართველი ბერები. გაჩაღდა ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის, რომელთა შორის გალობას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა. საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, დავით-გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს ჰპოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსეთის ეკლესიის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე, ქართველ მოღვაწეთათვის ერგვარად ადრეული, თავისუფალი საქართველოს მომაგონებელი, სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწინობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლები. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ქართული გალობის გამართვას ექცეოდა. მამა ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზედ ესახელებოდა. ეს ჩანს მის მიერ ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და მკვლევარისადმი მიწერილი ბარათის ფრაგმენტიდან `ინება ყოვლად წმიდა ღვთის მშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართული მგალობელნი”. ივერთა მონასტრის ბერძენი ათონელები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა. ,,დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესსა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილ ხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილ-სასმენსა ამას გალობასა ზედა”-წერდა ბენედიტე ბარკალაია 1880 წელს. ათონის ქართველთა სავანის წინამძღვარი იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია წინამძღვარმა ბენედიქტემ თავის თანაშემწე მღვდელთან, სქემმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმიდა გიორგი მთაწმიდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა გალობის სფეროში. საყურადღებოა ისიც, რომ მამა ბენედიქტემ უმთავრეს მასწავლებლად იმ დროის საუკეთესო სრული მგალობელი ანტონ დუმბაძე შეარჩია. ,,გალობა ესე აღდგინებულ იქმნა უძლურისა ჩემისა მეცადინეობითა, რამეთუ ვპოვე საქართველოსა შინა ერთიღა კაცი გურიასა შინა მცოდნე ძველის გალობისა, გვარად დუმბაძე, რომელსაც მივეც ცხრანი ყმაწვილნი ხმოვანნი განასწვრთნელად ხუთსა წელსა და შემდეგაა წარყვანილ იქმნა იგინი ჩემ მიერ ქართველთა სავანესა მას იოანესისა, ღვთისმეტყველისა, სადაც კიდევ ორსა წელსა განიწვრთნებოდნენ და აღიშენა მათ მიერ გუნდი მოგალობეთა. გალობა ესე და გუნდი შესანიშნავ არს უცხოითა განწყობილებითა თვისითა. მოგალობენი განიყოფებიან ექვს ხმად, რომელთა შორის უმდაბლესი ხმა იწოდების დვრინი და შემდეგნი უმაღლესნი: ბანი, მაღალი ბანი, მთქმელი, სტვინი და კრინი. თვითოეულთა მოხსენებულთ ხმათა გალობს უთუოდ სამ-სამი მოგალობე კაცი და ამნაირად გუნდი (ხორა) შესდგების 18 მგალობელთაგან ძველთა სამეფოთა და საკათალიკოთა სობოროთა შინა მიღებულ იყო ორი გუნდი თვრამეტ-თვრამეტ კაცითა, ერთი გუნდი მარცხნითა და მეორე მარჟვნით, სულ 36 მგალობელნი. გუნდთა აგალობებს ლოტბარი (მმართველი ან რუსულად რეგენტი) თვით გალობა (და არა ხმანი) განიყოფების რვა გვარად (რვა ხმანი) და თვითეულნი მათგანნი თავის-ღა-გვარად მრავალ სხვა და სხვა განყოფილებად.” ათონის მთის ქართველთა სავანის სამგალობლო სკოლამ რამდენიმე წელში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. თბილისში დაარსებული ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” მიერ საუკეთესო მგალობლებად, სრული მგალობლის, მხცოვანი მღვდლთან, მაქსიმე ჩხატარაიშვილთან ერთად, ათონზე აღზრდილი მგალობლებიც იყვნენ ამორჩეული. ,,ოდეს საქართველოსა შინა კეთილ-მზრუნველთა მემამულეთა აღსძრეს კითხვა აღდგინებისათვის ძველისა ჩინებულისა ქართულის გალობისა, მე უღირსმან გავგზავნე მამულსა ჩემსა შინა ერთის ჩემის გუნდისაგანი უწარჩინებულესი ცოდნითა გალობისათა თავადი მელქისედეგ ნაკაშიძე, რომელიცა საჟაროსა გამოცდასა ზედა მოწონებულ იქმნა სხვათა მგალობელთა შორის და მიღებულ განმწრთვნელად სხვათა.” ათონის სავანეში გამოზრდილთაგან მელქისედეკ ნაკაშიძე მართლაც არის ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული ფიგურა ქართული საგალობლების გადარჩენისა და გავრცელების საქმეში. იგი სქემიღუმენ ბენედიქტეს კურთხევითა და ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” დავალებით უახლოეს თანამშრომელ, ასევე ათონელ ნესტორ კონტრიძესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. ანჩისხატის ტაძრის ეზოში, ნაკაშიძე და კონტრიძე, წლების მანძილზე ასწავლიდნენ მსურველთ საეკლესიო გალობას. მელქისედეკ ნაკაშიძეს სახელთან არის დაკავშირებული ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში დიდი მუსიკოსისა და ოპერის მომღერლის, ფილიმონ ქორიძის აქტიურად ჩაბმა. ასევე მაქსიმე შარაძის, ესტატე (ექვთიმე) კერესელიძის ხელშეწყობა, რამაც საბოლოოდ მეტად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. 1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა მოილოცა წმიდა მიწა-იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში მოზრდილ წიგნად გამოცემულ ,,მოგზაურობაში” მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას სადაც აღნიშნავს: ,,ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა. “ -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი