ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
შოთაძე |
Jan 31 2008, 03:17 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ეს თემა დიდიხანია მინდოდა გამეხსნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი მოვისმინე პროფესიონალების შეფასება ქართველი მსმენელის მიმართ და ძაან ცუდი შეფასება მისცეს, ყველა დამეთანხმებით რომ ფოლკლორის და სხვადასხვა კარგი სიმღერის განვითარება ისე არ მოხდება თუ კარგი მსმენელი არ ყავს.
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ბოლოდროს ისე ხდება რომ ქართველ შემომქმედებს უცხოელები უფრო აფასებენ ვიდრე ქართველები, თუნდაც გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული ერისიონის კონცერტი გერმანიაში, როდესაც გერმანელმა მაყურებლებმა ტირილიც კი დაიწყეს, და მიზიდულობის კანონი დაარღვიეთო, და ეგეთი საკმაოდ კარგი შეფასებები დაუმსახურებიათ უცხოელებისგან, აბა გისმენთ მცოდნეებს რა შეფასებას მიცემთ ქართველ მსმენელებს პ.ს ხომ არ ვარ ამ განყოფილების მტერი? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
G A B O |
Jan 31 2008, 01:38 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? მასიურად ძალიან მდაბიო მსმენელია საქართველოში, და სწორედ მაგის ბრალიცაა რომ ქართული ფოლკლორული ანსამბლები დღეს უცხოელ მსმენელზე უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე საქარტველოში კონცერტებზე და ამას ჩემი შეხედულებით რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი და მთავარი მიზეზი ძალიან დიდი დოზით რადიოებში და ტელევიზიებში უხარისხო და ბიზნესზე გათვლილი უგემოვნო მუსიკა, რომელიც წამლავს ყურს და გემოვნებას და მეორე ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში ზოგადად ინტელექტის. დღეს საქართველოში ჭირს ინტელექტუალური მსმენელი და ეს უკვე განათლების პრობლემის ბრალია. მე ესე მწამს რო თუ შენ წაგიკითხავს ნოდარ დუმბაძე, კონსტანტინე, გოეთე, დიუმა და ინტელექტის რაღაც დონეზე ხარ უკვე შენ შეუძლებელია მოუსმინო ალს 5 ს და ბრითნი სპირს, რავიცი მე ესე მწამს. ანუ ინტელექტი გადამწყვეტია როცა კარგ მსმენელზე გვაქვს საუბარი_ ანუ ზოგადი განათლება. მინდა გითხრათ რომ განცვიფრებული ვიყავი როცა ვნახე რო ვილნიუსში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბახი და მოცარტი ძალიან ხშირად იყო გამოსახული ბილბორდების სახით, და გამიჩნდა შეგრძნება იმისა რო ამ ქალაქში მაღალი კულტურაა და ძალიან მაგარი მსმენელი გვეყოლებოდა კონცერტზე და გამართლდა კიდეც. აბა გავიაროთ ჩვენთან თბილისში და შევადაროთ. ვნახოთ რას უკრავენ დისკების და კასეტების გამყიდველები, რას უკრავენ მაღაზიებში, რას უკრავენ მარშუტკის მძღოლები და ა შ. ასე რომ ჩვენთან პირველ რიგში ინტელექტის პრობლემააა, თუ დავაკვირდებით განსაკუთრებით ის თაობა რომელსაც სამოქალაქო ომების და არეულობების დროს მოუწია ახალგაზრდობის გატარება მასობრივად გაუნათლებელია, ეს ხალხი დრეს დაახლოებით 30 35 წლისანი არიან. აი ეს ასაკი თუ კარგად დავუკრვირდებით ძალიან დიდი ნაწილი ინტელექტუალურ შიმშილს განიცდის. ამ ასაკის ხალხს კი უკვე ოჯახები ყავთ და ნაკლებად აინტერესებთ სავარაუდოდ მაღალი ღირებულებები და ასე შემდეგ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი