![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
![]() ![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ცნება "ქრისტესათვის სულელი" რუსეთში დაახლოებით X საუკუნეში შემოვიდა და შემოჰყვა სლავურად თარგმნილ სახარებებს, მათ რიცხვში მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს. სწორედ მან, წარმართთა მოციქულმა, პირველმან ქრისტიან ავტორთა შორის განმარტა ეს ცნება და დაამტკიცა ადამიანთა ქცევის ასეთი ტიპი, როგორც არსით რელიგიური.
ჭეშმარიტი არსი სალოსობისა მიუწვდომელია "დაღუპულთათვის"- "ხორციელად ბრძენთათვის", რამეთუ წერილ არს: "წარვსწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შევურაცხ-ვყო" (1 კორ.1,19)- იმოწმებს მოციქული პავლე წინასწარმეტყველ ისაიას. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 02:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი