სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
თემო |
Jan 31 2008, 02:56 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
იმისათვის რომ უფრო გაუსვას ხაზი სალოსოსბის ქრისტეცენტრულობას, როგორც რელიგიური ქცევის ტიპს, მოციქული პავლე ქმნის სიტყვიერ ფორმულას - "ჩვენ სულელ ქრისტესთვის" (1 კორ.4,10) რომელიც მრავალი საუკის განმავლობაში გახდა განმსაზღვრელი წმინდანობის მთელი მიმართულებისა. მიმართავს რა კორინთელთა თემს, რომელთაგან უკვე მრავალი გაამპარტავნდა თავისი სულიერი სიბრძნით, მოციქული უჩვენებს მის საგანთა რეალურ არსს: "ჩუენ სულელ ქრისტესათვის, ხოლო თქვენ ბრძენ ქრისტეს მიერ ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ; მგმობარეთა ჩუენთა ულოცავთ; ვითრცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით ყოველთა ნასახურ მოაქამდე" (1 კორ. 10-13)
სრულიად განსხვავებული ზომები მიიღო სალოსთა მიმართ თაყვანისცემამ რუსულ მიწაზე. რუსი ისტორიკოსი გიორგი ფედოტოვი ასე წერს ამის შესახებ "საოცარი სიმრავლე "ქრისტესათვის სულელთა ანუ "ნეტართა" უძნელესი ღვაწლის გამო სალოსობა რუს ხალხში მიჩნეულია განსაკუთრებულად პატივდებულად უფალ იესო ქრისტეს მიერ. რუსულ ეკლესის ჰყავს წმიდა ნეტართა და ქრისტესათვის სულელთა მთელი დასი. ესენია: პროკოპი და იოანე მოსკოველები, ისიდორე როსტოველი და ქსენია პეტერბურგელი, ცნობილი სალოსი ორლოველი ხუცესი ათანასე ანდრეას ძე საიკო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი