სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Jan 31 2008, 07:49 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
7. ჩვენი დანიშნულება
თუ დაფიქრებულხარ რა არის ადამიანის დანიშნულება?ღვთის სამსახური!ჩვენ შექმნილნი ვართ ყოვლადუსასრულო და ყოვლადსრულქმნილი რვტის სამსახურისთვის.თანაც არა აქვს მნიშვნელობა შევიმეცნებთ ჩვენ ამას თუ არა.მსახურება - ეს ყველას საქმეა. ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია.ბედნიერების ზომა მსახურების პროპორციულია.რაღაც ამდაგვარი ხდება მუსიკოსებში.მხოლოდ მას,ვინც კარგად იცის თავისი საქმე,ვინც შეაღწია ჰარმონიის საიდუმლოებებში,შეუძლია დატკბეს მუსიკით.მაგალითად:ბეთჰოვენს მუსიკის მოსმენისას სამოთხეში წარმოედგინა თავი. მილიონობით მოღვაწენი,მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა და ტანჯვისა,განიცდიდნენ ნეტარებას იმიტომ,რომ მტკიცედ იდგნენ ღვთის სამსახურში. ჩვენი სურვილები მომავალ ცხოვრებაშიც ღვთისკენ იქნება მიმართული.როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას,თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი,როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას? მომავალ ცხოვრებაში,როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ,ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: "რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე," მაგრამ გვიან იქნება.ვინც არ გაისარჯა ამ ქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით,მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ. 8. ლიტურგია - ღვთისადმი ლოცვის უმოკლესი გზა ბევრი,ვინც არ დადის ეკლესიაში,ხშირად ასე მსჯელობს: "არ არის საშიში.ღმერთი ყველგან მყოფია,შემიძლია სახლშიც ვილოცო." რა თქმა უნდა შეგიძლია,მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას.ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა.ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია.მას ეკუთვნის სიტყვები: "სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით,მე მათთანა ვარ." თუ კი ორ ან სამ შეკრებილთან არის ქრისტე,როგორი სიხარულით იქნება იქ,სადაც იკრიბებიან ათეულები,ასეულები და ათასეულებიც კი.ყოველ საქმეს,რაც არ უნდა სთხოვოს ხალხმა ერთად,აკურთხევს უფალი.აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისაგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს,ვიდრე ვთხოვთ.რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობრივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ,ვინც ეს იცის,მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც.რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს,მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება.ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს მოაცილოს იგი ეკლესიას.ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში?კავშირგაბმულობის ხაზებს,რათა მოშალოს მომარაგება. ერტხელ,კვირა დილით,ერთმა წმინდანმა გვერდით ჩაუარა სამლოცველოს,რომლის სახურავზეც უშფოთველად ეძინა ეშმაკს.მეზობელ სოფელში მისულმა მოღვაწემ დაინახა,როგორ იკრიბებოდა ხალხი ეკლესიაში.გარშემო ეშმაკების ბრბო ირეოდა. - რა ხდება? - ჰკითხა ერთ მათგანს წმინდანმა, - აქაც ტაძარია,იქაც.რატომ ხართ აქ ამდენი და იქ მხოლოდ ერთი? - იქ სამლოცველო ცარიელია და ერთი ეშმაკი კმარა.აქ კი,როგორც ხედავ,ბევრი სამუშაოა. - იყო პასუხი. llaasshhaa ციტატა ბოლოდან მესამე სურათი ხატი რომ არის იქნებ ამიხსნათ მაგ ხატის შინარსი რა ხდება? ხე რო ხატია ეს კითხვა ახლა დავინახე.. ხატი "საქართველოს დიდება" მიხეილ საბინინმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნა. ხატზე მაცხოვრის გვერდით,ანგელოზებთან ერთად გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,წმინდა გიორგი,წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა მოციქული მატათა. მირონმდინარე ხის ძირას განისვენებს წმინდა სიდონია,მაცხოვრის კვართით ხელში.( შენ მიერ გადაღებულ სურათში არ ჩანს,ბოლომდე ვერ ჩაგიტევია ხატი ხატის ცენტრში გამოსახულია ანგელოზების მიერ ამაღლებული "ცხოველი" სვეტი,რომელსაც შემდგომ დაეფუძნა სვეტიცხოვლის ტაძარი.სვეტის მარჯვნივ და მარცხნივ არიან საქართველოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებული წმინდა მეფე-დედოფალნი,ბერ-მონაზვნები,მოწამენი.მათ მიღმა მოჩანს მრავალი გვირგვინი,რომელიც მიგვანიშნებს ათასობით მოწამეზე. -------------------- "Happiness only real when shared."
|
sofi89 რატომ არა ხარ ეკლესიაში? Oct 10 2007, 02:43 PM
marine
პ.ს. სხვისი არ ვიცი ... Oct 10 2007, 02:59 PM
sofi89 marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:14 PM
marine
marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:39 PM
Ismail დღეს ეკლესიურ ცხოვ... Oct 10 2007, 03:44 PM
marine
დღეს ეკლესიურ ცხო... Oct 10 2007, 03:53 PM
Ismail
თუმცა, ისმაილ, სტა... Oct 10 2007, 04:16 PM
marine
მაგრამ მარტო მართ... Oct 10 2007, 04:22 PM
leluka
[b]მთავარია ჩვენ არ ... Oct 10 2007, 04:29 PM

marine
100% :thumbs:
ჩემზე ილოცეთ... Oct 10 2007, 04:33 PM

leluka
რათქმაუნდა :) ლელუკ... Oct 10 2007, 04:46 PM

marine
დიახ მარინე :rolleyes:
მ... Oct 10 2007, 04:59 PM

leluka
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:02 PM


marine
:) მეც არ გამიკვირდ... Oct 10 2007, 05:03 PM


leluka
ჯობია იმ დღეს მზემ ... Oct 10 2007, 05:07 PM

tako@tako
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:24 PM

leluka
ვიცი კი რა მჩირს რ... Oct 10 2007, 05:27 PM
Ismail
ეგ რათქმაუნდა.. არა... Oct 10 2007, 04:38 PM
leluka sofi89 გაიხარე ასეთი თ... Oct 10 2007, 04:04 PM
tako@tako ეჰ დრო იყო ლოცვებს... Oct 10 2007, 05:12 PM
leluka
ეჰ დრო იყო ლოცვებ... Oct 10 2007, 05:16 PM
sofi89
მართალია,ფსალმუნე... Oct 10 2007, 05:25 PM
ნიანია რა კარგი თემაა. მე ძ... Oct 10 2007, 05:28 PM
sofi89
აი მეც მასე ვარ ნია... Oct 10 2007, 05:35 PM
ana-bana sofi89
ძალიან კარგი თე... Oct 10 2007, 05:54 PM
sofi89
:( :(
უფალმა გაგაძლი... Oct 10 2007, 05:56 PM
Lego ეკლესიაში მხოლოდ შ... Oct 10 2007, 05:59 PM
sofi89 ana-bana
გაიხარე:)
აუცი... Oct 10 2007, 07:01 PM
kato_Bato leluka
მე დილის ლოცვებ... Oct 14 2007, 05:02 PM
leluka kato_Bato უხ კატუნია ჩას... Oct 14 2007, 05:20 PM
iako კატუნი გვშველის რო... Oct 15 2007, 08:53 PM
staywhite გოგონებო,
ფსალმუნ... Oct 16 2007, 01:13 AM
marine
მაგრამ, ლელუკა, მე ... Oct 16 2007, 01:49 PM
sofi89 თავი მეორე
სარგებ... Oct 16 2007, 12:54 PM
sofi89 2.საზოგადოებრივი ბ... Oct 22 2007, 01:32 PM
catherina_10 იცი როგორი აფორიაქ... Oct 22 2007, 02:09 PM
neo მე შესაძლოა შეცდომ... Oct 22 2007, 03:37 PM
sofi89 3. სულიერი კეთლიდღე... Dec 15 2007, 08:45 PM
llaasshhaa იქნებ მიპასუხოთ დი... Dec 16 2007, 12:59 AM
.nino sofi89
გაიხარე, რა საინ... Dec 16 2007, 01:26 AM
neo ეს მეც მაქვს შემჩნ... Dec 16 2007, 02:58 PM
llaasshhaa დღევანდელი სამება... Dec 16 2007, 04:30 PM
sofi89 .nino
გაიხარე ნი,დიდი ... Dec 27 2007, 10:33 PM
sofi89 llaasshhaa
^_^ :მპუა:
6. ღვ... Dec 30 2007, 10:19 PM
SE-JA ეს teen.ge-ზეც დავწერე დ... Mar 7 2008, 04:05 PM
ეკატერინე
ბიბლია წაგიკითხა... Mar 7 2008, 04:26 PM
მხევალი ნინო SE-JA
ის რაც დაწერე, პ... Mar 7 2008, 04:31 PM
სოფი SE-JA
უფალი კიდევ ბევ... Mar 16 2008, 02:15 PM
tuchlik2
მრცხვენია ამის თქ... May 17 2008, 08:44 PM
სოფი tuchlik2
ცუდია :(
ეცადე თ... May 20 2008, 05:17 PM
marine სოფი
სოფუნა, გთხოვ,... Jun 3 2008, 04:03 PM
xatia19
ღმერთმა შეგინდოს ... Jun 10 2008, 11:00 PM
crazy_priest უფალთან გზა ყველას... Jun 12 2008, 04:37 PM
სოფი crazy_priest
ძალით არავინ ... Jun 12 2008, 06:38 PM
zeppelin llaasshhaa
ხშირად ვერ დავ... Jun 12 2008, 09:40 PM
Inga-G 24 არა მაგრააამ,ეეეჰ... Jun 17 2008, 05:46 AM
makiki
ხელის შემშლელი მი... Jun 17 2008, 08:23 PM
სოფი 3. გლოვა
"დავკარგ... Jun 17 2008, 06:02 PM
სოფი 5. რადიო და ტელევიზი... Jun 29 2008, 07:34 PM
სოფი 6. ნადირობა
ბევრი ვ... Sep 17 2008, 04:24 PM
bravoshota სრულიად ვეთანხმებ... Sep 18 2008, 10:55 AM
m16
არ ვეთანხმები არა... Sep 18 2008, 11:02 AM
bravoshota არა აქ როგორაა საქ... Sep 18 2008, 02:01 PM
სოფი bravoshota
ვაი,აბა რას ამ... Sep 18 2008, 07:36 PM
m16 რეები გიწერია ვერ ... Sep 18 2008, 07:45 PM
სოფი m16
მე კიდე ის ვერ გა... Sep 18 2008, 09:26 PM
llaasshhaa llaasshhaa
:lol: :lol: :lol: ლასა რ... Jul 30 2009, 03:21 AM
მაშიკო სოფი
ნადირობაზე ეგ... Sep 17 2009, 08:19 PM
სოფი მაშიკო
მაგრამ ხომ ... Sep 17 2009, 09:01 PM
მაშიკო
მაგრამ ხომ შეუძლი... Sep 19 2009, 08:30 AM
ნონა ეკლესიაში როცა ვაგ... Sep 17 2009, 09:18 PM
ანნო კვირაში ერთი დღე მ... Sep 18 2009, 02:55 AM
Atman SE-JA
ვააახ ძლივს არ ... Sep 18 2009, 06:34 AM
neo ათეისტის ნაწერი რო... Sep 18 2009, 10:30 AM
Atman neo
ათეისტის ნაცვლა... Sep 18 2009, 10:46 AM
leluka
გაიხარე ამ სიტყვბ... Sep 19 2009, 11:39 AM
Atman leluka
ამის მეტს რას ვ... Sep 19 2009, 11:43 AM
leluka Atman
შენს გარდა ეგ სი... Sep 19 2009, 11:45 AM
ზარნაშო ეგ განწმენდილი გულ... Sep 19 2009, 11:47 AM
Atman ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:48 AM
ზარნაშო
ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:53 AM
ნონა
გონებას სხვა ჭუჭყ... Sep 19 2009, 12:03 PM
leluka ზარნაშო
კარგი რაა... Sep 19 2009, 11:54 AM
Atman ზარნაშო
სიძულვილი... Sep 19 2009, 12:00 PM
ზარნაშო
ზარნაშო
კარგი რაა, ... Sep 19 2009, 12:04 PM
Atman
ხო აბა რა, ხანდახა... Sep 19 2009, 12:07 PM
leluka Atman
მივყვები მაგრამ... Sep 19 2009, 12:10 PM
ზარნაშო
Atman
მივყვები მაგრა... Sep 19 2009, 12:16 PM
ნონა
მე ვფიქრობ და ჩემი ... Sep 19 2009, 12:41 PM
Atman leluka
შენ გული არ ხარ,... Sep 19 2009, 12:27 PM
leluka ზარნაშო
ვნანობ
იმ ... Sep 19 2009, 12:29 PM
ნონა
ვნანობ
იმ შემთხვე... Sep 19 2009, 12:49 PM
Atman leluka
სულს ვერ დაინა... Sep 19 2009, 12:34 PM
ზარნაშო
ღმერთი არა გწამთ? მ... Sep 19 2009, 12:52 PM
leluka
რაც არ უნდა იყოს, ვ... Sep 19 2009, 12:37 PM
Atman leluka
სული კი არ გიდგ... Sep 19 2009, 12:39 PM
Atman ნონა
შენც მიყევი დ... Sep 19 2009, 12:43 PM
ნონა
[b]ნონა
შენც მიყევი ... Sep 19 2009, 12:56 PM
Atman
ოხ ეს ქალური სენტ... Sep 19 2009, 12:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი