![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"
კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..." განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა. პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა. იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30) 570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში. მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის. სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი. როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ. ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
წმიდა გრიგოლის მიერ დაარსებული სომხური ეკლესია კესარიის ეკლესიას ექვემდებარებოდა. არსენის თანახმად, წმიდა გრიგოლს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ სომხური ეკლესია უკუნისამდე არ განშორდებოდა მსოფლიო ერთიან კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას, კერძოდ, არ განშორდებოდა ოთხ საპატრიარქოს, რომელთა ერთობაც მსოფლიო ეკლესიას წარმოადგენდა. სომხური ეკლესია მსოფლიო ეკლესიასთან დაკავშირებული ყოფილა კესარიის ეკლესიის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ საპატრიარქოში შედიოდა. სომხური ეკლესია ისეთი ხარისხითაა დაკავშირებული კესარიის ეკლესიასთან, რომ მას უფლება არ აქვს „თავით თჳსით“ აკურთხოს ეპისკოპოსები. ეს კესარიაში უნდა მოხდეს, ანდა კესარიის ნებით უნდა აღსრულდეს.
ნერსეს დროს მოწვეულ კრებას სომხური კელესია, ფაქტობრივად, განუშორებია მსოფლიო ეკლესიისაგან, რადგანაც სპარსთა მეფის ნებით ამ კრებას მიუღია გადაწყვეტილება კესარიის ნებართვის გარეშე თვით სომხურ ეკლესიასვე ეკურთხებინა ეპისკოპოსები - მოეხდინა „... ხელთდასხმა ეპისკოპოსებისა თავით თჳსით.“ იმ ეპოქაში, მსოფლიო ეკლესიის ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, სომხურ ეკლესიას (და ალბათ, სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც, მათ შორის, ქართულსაც) არა ჰქონია უფლება თავისი ეპისკოპოსები ან კათოლიკოსი დაესვა ისე, რომ ამის შესახებ არ მიემართა მეზობელი ეკლესიებისთვის. „ფაუსტოს ბუზანდის ერთი ცნობის ანალიზის შემდეგ ნ. ადონცი წერს: „სომხებს საშუალება არ ჰქონდათ დაედგინათ თავისი ეპისკოპოსები, ან კათოლიკოსი, მეზობელ ეკლესიებთან მიმართვის გარეშე.“ არსენ საფარელის მიხედვითაც, იმის შემდეგ, რაც სომხურმა ეკლესიამ კესარიასთან კავშირი გაწყვიტა, სომხეთში აღარ იცოდნენ, სად ეკურთხებინათ, ანდა როგორ ეკურთხებინათ თავიანთი ეპისკოპოსები. ასეთი დაბნეულობის დროს მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს - გამოარჩიეს სომეხი ეპისკოპოსი, რომლის სამწყსო ყველაზე ახლოს იყო კესარიის ეკლესიასთან და მას დაავალეს ახალი სომეხი ეპისკოპოსების კურთხევისათვის თანხმობის გაცემა. ამ სომხურმა საეპისკოპოსომ შეცვალა კესარიის ეკლესია. ტარონის საეპისკოპოსო, მისი კესარიასთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, არსენის თანახმად, კესარიის შემცვლელი გახდა. ფორუმალურად თითქოსდა ყველაფერი ძველებურადვე იყო - ეპისკოპოსის ახალი კანდიდატის კურთხევის ნება კვლავ კესარიის მხრიდან მოდიოდა: „... არა აქუნდა ადგილ, სადამცა იკურთხეს ეპისკოპოსი, და განისმა სომხითსა, ვითარმედ განდგეს... ჴელ-დასხმისაგან კესარიისა... და მოუვლინეს ნერშაპუს, ტარონისა ეპისკოპოსსა... ორთა თანა მოყუასთა მისთა, და ჰრქუეს... ჩუენ არა გუაქუს საყდარი, სადა ჴელნი დავისხნეთ და მივჰმართეთ შენსა კეთილად მსახურებასა, რაჲთა დაგჳდგინნე ჩუენ ეპისკოპოსნი.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ცნობილია, რომ მიუხედავად მონოფიზიტობაში ბრალდებისა სომხეთის ეკლესიის მიმართ,ჩვენი მათთან ურთიერთობა არ იყო ცალსახად გამიჯნული, ცნობილია, რომ ხდებოდა ურთიერთ-ქიროტონიებიც
იქნებ დადოთ ამის თაობაზე ისტორიული წყაროები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი