ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Satevari |
Feb 1 2008, 04:56 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ბერდიას შაჰყვარებია
ქისტეთს ლამაზი ქალიო, ერთხელ იხილა შორიდამ, უმალ დაადგა თვალიო წყაროსთან ჩუმად ჩასაფრდა, ორს აფრთხობინა სულია, ქალი ნაბადში ახვია, არ მაუღეღა გულია... ხევსურეთს როცა მივიდა თემმა დაუწყო ძაგება: "რად მაათრიე, რად იწყე ჩვენს წესზე ხელის აღება, ცოლის სულს რად უღალატე?" იწყეს ერთზედა გაწევა... მაინც შაირთო ბერდიამ ქისტის ლამაზი ქალია ვაჟიც გაუჩნდათ ლამაზი, ქონდა ყორანის თვალნია... "ძაღლის ნაშობი ჩვენს თემში ვერა იცხოვრებს ძმურადა..." არ იკარებდნენ ახლოსა არ თვლიდნენ მას ხევსურადა... დედა და შვილი დახოცეს ბერდიას ეცნენ მტრულადა "რა გინდათ ხევსურთ ვაჟებო რად მამიკალით შვილია, ღმერთის არა გწამთ, ოხრებო?! ერთად შაჰკარით პირია... წყეულიმც იყავთ ყველანი, გათრევდეთ ყველას ძაღლიო, არ შაგრჩეთ ჩემის ცოდვითა, არც კარი, არცა სახლიო" გმინავდა, ამას ყვიროდა, ხელშებორკილი ბერდია არ მაეშველა არავინ, არცა მაღლიდამ ღმერთია... ცხედარი ეგდო გორაზე... გულს უჯიჯგნიდა სვავიო... არ შაარჩინეს არწივსა, ბედი ჰქონია ავიო -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი