საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 01:44 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ქვემო ქართლი რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ. 17 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა (ძვ. წ. XIX ახ.წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები და სხვა). გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: გარდაბანი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61 აღწერა: მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95 აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ.წ. VI-V ათასწ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშაველი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი, გაქვავებული ხე, რომელიც თარიღდება მილიონი წლით, XVII ს.საეკლესიო წიგნები, 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”. კახეთი საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: საგარეჯო, კახეთის ქ. 66 აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით (ბრინჯაოს შუბისპირები, სამაჯურები, პასტისა და სარდიონის მძივები, სხვადასხვა პერიოდის კერამიკული ხელოვნების ნიმუშები), ადგილობრივი ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ძირითადად XIX-XX სს. დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები). გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: გურჯაანი, თავისუფლების ქ. 10 აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია გურჯაანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვებული მასალა: ქვის ხანის ღია ტიპის სახელოსნო, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი, I-II სს-ის წარმართული სამლოცველოს მასალები. XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ნივთები, საბრძოლო და სამუშაო იარაღები და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Feb 1 2008, 05:07 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95 აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ.წ. VI-V ათასწ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშაველი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი, გაქვავებული ხე, რომელიც თარიღდება მილიონი წლით, XVII ს.საეკლესიო წიგნები, 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ზურაბ ერისთავი (ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი) ჩვენი დიდი წინაპრები შეუნელებელი ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ისინი სიცოცხლის ფასად არ ერიდებოდნენ არავითარ დაბრკოლებას, რათა დაეცვათ და მომავალი თაობებისათვის შემოენახათ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა. ქ. თბილისში პირველი მუზეუმის დაარსების გამო, 1887 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: მუზეუმის დაარსებას ყველა ჩვენი ქვეყნის მოყარე კაცი დიდის სიყვარულით უნდა მიეგებოს, დიდი მადლობა ჩაინერგოს გულში იმათ მიმართ, ვინც ეს ფრიად სასარგებლო საქმე ითავეს და შესრულებამდე მიიყვანეს. ბოლნისის რაიონის მუზეუმებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1951 წლის 11 თებერვალს დაარსდა. მისი პირველი დირექტორი იყო დიდად პატივცემული ქალბატონი ნათელა ჯაფარიძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. იგი წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ამ საპატიო საქმეს. 1957 წლიდან 1964 წლამდე მუზეუმს ხელმძღვანელობდა აწ განსვენებული, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმი განთავსებული იყო დღევანდელი კულტურის სახლის აღმოსავლეთ მინაშენში. 1964 წლიდან 2004 წლამდე მუზეუმის შეუცვლელი დირექტორი გახლდათ ბატონი იაკობ ბობოხიძე - პიროვნება, რომელმაც ყველაზე მეტი იმუშავა მუზეუმის ექსპონატებით. დღეს ეს ღვაწლმოსილი ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ნამოღვაწარი არ დაკარგულა. რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ენეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს, ადრეული რკინის ხანისა და გვიანდელი ხანის ექსპონატები. არქეოლოგიურ მასალებს მუზეუმში ორი ვრცელი დარბაზი უჭირავს. აქვეა განლაგებული ქართული დამწერლობის ეტაპობრივი განვითარების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (Vს.), აგრეთვე 1712 წლით დათარიღებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" საიუბილეო გამოცემა. იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" უძველესი ეგზემპლიარი და ასევე ამ წიგნის საიუბილეო (1500წ.) გამოცემა 7 ენაზე თარგმნილი და დაბეჭდილი. მეორე სართულზე ძირითადად განთავსებულია არქეოლოგიური ექსპოზიცია. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: ირმის რქა (ნეოლითი), ამავე პერიოდს განეკუთვნება ქვის სანაყები. ბრინჯაოს ხანის ექსპონატებიდან გამორჩეულია ხელცულები, სარტყელები, სამკაულები და ორიგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების ჭურჭელი. ხელოვნების იშვიათი ნიმუშია დაცული მუზეუმში ანტიკური პერიოდის ფრინველის დოქი, მილიონი წლის გაქვავებული ხე, სვეტის თავი "ბოლნური ჯვრით" ბოლნისის სიონიდან და სხვ. მუზეუმი თავის საგანძურში 3000-ზე მეტ ნივთიერ და წერილობით მასალას ინახავს. ბოლნისის ეპარქიის გაზეთი "სიონი" N3, 2007 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი