შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! .... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ... ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ... იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
Amuza |
Feb 2 2008, 08:56 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
mivcem Tavs uflebas Cemi soflis eklesiaze mogweroT.
საეკლესიო სოფელი აკურა სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~. აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა. დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა. აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად. დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად. 1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც. დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია). დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს. გთავაზობთ სურათსაც -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი