სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
![]() გაუღიმე ცას თბილო! :) ... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
![]() ![]() |
| Amuza |
Feb 2 2008, 08:56 PM
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
mivcem Tavs uflebas Cemi soflis eklesiaze mogweroT.
![]() საეკლესიო სოფელი აკურა სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~. აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა. დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა. აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად. დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად. 1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც. დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია). დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს. გთავაზობთ სურათსაც ![]() -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
თიო შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს Jan 14 2007, 02:46 AM
_MATASI_
უდიდესი სიამოვნე... Jan 14 2007, 03:06 AM
beqa.shuxoshvili გასაგებია აბა ცოტა... Jan 14 2007, 03:42 AM
ნიკოლოზ_V თიო
გაიხარე თიო, შე... Jan 14 2007, 05:20 PM
თიო _MATASI_
beqa.shuxoshvili
ნიკოლოზ_V
... Jan 14 2007, 05:44 PM
ნიკოლოზ_V მე ვითავებ, :) იმედი... Jan 14 2007, 05:48 PM
beqa.shuxoshvili
მე ვითავებ, :) იმედ... Jan 14 2007, 08:43 PM
თათი87
მე ვითავებ, :) იმედ... Jan 14 2007, 08:24 PM
ქავთარაძე თიო
ესეიგი, მე და წი... Jan 14 2007, 08:50 PM
თიო ქავთარაძე
:)
წამოვა... Jan 14 2007, 09:19 PM
ქავთარაძე ესეიგი !!!
ეს ტა... Jan 14 2007, 09:37 PM
თიო :)
გაიხარე გიორგი ! ... Jan 14 2007, 10:05 PM
ნიკოლოზ_V ძალიან კარგი, ესეი... Jan 14 2007, 10:21 PM
mogzaura მეც თანახმა ვარ და ... Jan 14 2007, 10:33 PM
ქავთარაძე დააკვირდით ქვების ... Jan 14 2007, 11:45 PM
შოთა ძმებო და დებო მეც ჩ... Jan 15 2007, 12:46 AM
ქავთარაძე http://img145.imageshack.us/img145/5633/newimageer... Jan 15 2007, 02:01 PM
ქავთარაძე http://img120.imageshack.us/img120/2559/c244hi1ug5... Jan 15 2007, 02:19 PM
მხევალი ნინო
მეც თქვენს გვერდი... Jan 15 2007, 02:20 PM
ქავთარაძე [img]http://img120.imageshack.us/img120/2732/c241u... Jan 15 2007, 02:23 PM
Zeskvi_ucha აუ რა მაგარი თემაა... Jan 16 2007, 12:44 AM
ნიკოლოზ_V პირველი გასვლა როგ... Jan 16 2007, 01:06 AM
თიო შოთა
ალექსანდრე
მხ... Jan 16 2007, 01:39 AM
Zeskvi_ucha თიო
გეთანხმები თიო... Jan 16 2007, 02:38 AM
თიო Zeskvi_ucha
:) :) :)
....
ბუჩაან... Jan 18 2007, 08:14 PM
mogzaura წასვლა როდის იგეგმ... Jan 18 2007, 09:04 PM
თიო mogzaura
როგორც ვიცი _ ჯ... Jan 18 2007, 09:30 PM
ქავთარაძე თიო
თიო ეგ არაა მარ... Jan 18 2007, 10:08 PM
.nino მეც ძალიან გამიხარ... Jan 20 2007, 02:15 PM
თათი87 იდეა თავის მხრივ ხ... Jan 20 2007, 02:55 PM
ქავთარაძე თათი87
თოხი შენზეა :D
... Jan 21 2007, 05:16 PM
Zeskvi_ucha აქ რათა აღარავინა ... Feb 1 2007, 02:06 AM
ქავთარაძე მხევალი ნინო
შოთა
be... Feb 3 2007, 10:11 PM
Springchild mec minda camosvla!!! tu ra tqma unda ... Feb 7 2007, 05:30 PM
ლილიანა მიმამატეთ ... Feb 7 2007, 09:58 PM
ალექსანდრე ლილიანა
აქ თვითმი... Feb 7 2007, 10:09 PM
თათი87 მხევალი ნინო
შოთა
be... Feb 7 2007, 11:57 PM
van111 აუ მეც მინდა რა ძალ... Feb 8 2007, 12:23 AM
.nino van111
გაიხარე :) Feb 8 2007, 12:35 PM
nikalo წმინდა დავითის ხსე... Feb 8 2007, 04:22 PM
nikalo დძველი ტაძრები ეს ... Feb 8 2007, 04:49 PM
თიო nikalo
გაიხარე! :)
გფარ... Feb 8 2007, 10:54 PM
ნიკოლოზ_V აბა როის მივალთ ???? Feb 9 2007, 12:33 AM
Zeskvi_ucha თიო
აუ ნეტა მართლა ... Feb 9 2007, 02:44 AM
Zeskvi_ucha უი გაზაფხულამდე სუ... Feb 21 2007, 01:32 AM
თიო გაზაფხულდა! :)
...
რო... Mar 4 2007, 05:02 AM
Zeskvi_ucha თიო
კი გეთანხმები.
... Mar 5 2007, 03:08 AM
piligrimi მოვიდა როგორც იქნა... Mar 18 2007, 03:09 AM
თიო Zeskvi_ucha
:)
გაიხარე უჩა... Mar 6 2007, 05:21 AM
mogzaura იქნებ კვირა დავამთ... Mar 19 2007, 01:18 AM
ქავთარაძე mogzaura
25 მარტი კაიაააა Mar 19 2007, 01:23 AM
piligrimi
mogzaura
25 მარტი კაიაააა... Mar 19 2007, 01:35 AM
makuna7474 მართლა კარგი იდეაა... Mar 19 2007, 01:40 AM
kato_Bato ძილისწინა შეკითხვ... Mar 19 2007, 02:21 AM
ალექსანდრე
ძილისწინა შეკითხვ... Mar 19 2007, 02:26 AM
sopio_23 მე ახალი ვარ და ერთ... Mar 19 2007, 03:13 AM
zepp ბიჭვინთა და მისი ტ... Mar 19 2007, 03:20 AM
თიო zepp
ოჰ. საკუთარი უუნა... Mar 27 2007, 02:41 PM
ნიკოლოზ_V მემგონი საცაა შემო... Mar 28 2007, 07:41 PM
ninore
მემგონი საცაა შემ... Apr 3 2007, 04:13 AM
sopio_23
ძველ სიაში მეც ვიყ... Apr 4 2007, 01:01 AM
ქავთარაძე თიო
გუშინ ვიყავი, თ... Mar 28 2007, 08:07 PM
.nino მე არ გადამიფიქრებ... Mar 29 2007, 12:48 PM
ქავთარაძე .nino
კიკი მარა ამინდე... Mar 29 2007, 01:00 PM
.nino ქავთარაძე
ნუ ნაღვ... Mar 30 2007, 12:07 PM
Zeskvi_ucha .nino
გეთანხმებიიი.
თ... Apr 2 2007, 03:58 AM
Zeskvi_ucha ძალიან კარგიიი
ninore
... Apr 4 2007, 01:56 AM
.nino გადავწყვიტეთ როდი... Apr 4 2007, 03:18 PM
ადამიანი როდის აპირებთ წასვ... Apr 5 2007, 04:30 PM
ეგრი გთავაზობთ ამონარი... May 1 2007, 09:58 PM
piligrimi
გასაგებია რომ სომ... May 2 2007, 02:27 AM
ზესქვი_უჩა piligrimi
კი გეთანხმები... May 2 2007, 04:09 AM
makuna7474
piligrimi
კი გეთანხმები.... May 2 2007, 11:34 AM
ეგრი piligrimi
აღდგენაში არა, ... May 2 2007, 11:20 AM
ალექსანდრე ეგრი
ჩვენ აქ ვსაუბ... May 2 2007, 11:46 AM
ეგრი ალექსანდრე
"ჩვენ... May 2 2007, 12:01 PM
ალექსანდრე
ალექსანდრე
"ჩვე... May 2 2007, 12:08 PM
piligrimi
საქართველოს ძალი... May 2 2007, 12:22 PM
ეგრი ალექსანდრე
წარმატ... May 2 2007, 12:27 PM
ალექსანდრე
ალექსანდრე
წარმა... May 2 2007, 12:28 PM
ეგრი piligrimi
აქ მიზეზშედეგ... May 2 2007, 02:25 PM
piligrimi
მგონი შევთანხმდით... May 2 2007, 08:16 PM
_Matasi_ ბავშვებო ბუჩაანში ... May 4 2007, 03:22 PM
ზესქვი_უჩა _Matasi_
ხო რაღაც მართლ... May 8 2007, 09:15 AM
ქავთარაძე აი ეს თემაა, მივდივ... May 10 2007, 10:12 PM
ზესქვი_უჩა გაგრძელება --- http://church.... May 11 2007, 09:34 PM
stch აუ ჩემ სოფელზე რო ა... Jul 3 2007, 10:59 PM
PHANTOM დილა მსშვიდობისა ყ... Jan 29 2008, 12:55 PM
_Matasi_ stch
სად არის ეს სოფე... Jan 29 2008, 01:33 PM
ninela 12 საუკუნის ტაძარი ს... Apr 11 2008, 03:14 PM
GEORGIO ამ თემის ჩაგდება ი... Jan 15 2009, 05:37 PM
kent5 მოგესალმებით ყველ... Jan 28 2009, 04:00 PM
marine "უბედო ბედმა სრულ... Feb 9 2018, 11:41 AM
marine "სამწუხაროდ, ბევრ... Feb 11 2018, 06:51 PM
marine "ქარი თუ შეარხევს... Jun 22 2018, 09:06 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 11:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი