ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
Satevari |
Jan 29 2008, 12:16 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ციტატა Satevari ისტორიული წყაროებს ამოკითხვისას ხშირად შემხვედრია, ე.წ. 300-კაციანი რაზმის შესახებ, რომლსაც ძირითადად არაგველები ხევსურები შეადგენდნენ და ისინი ყოვლეთვის მეფის გარემოცვაში იბრძოდნენ და მეფის დაცვა ყოფილა მათი მთავარი დანიშნულება. თანამედორვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო "სპეც.ნაზი", ოსობიე ვოისკა, რომლებიც ყვლაზე ძლიერად გაწვრთნილი მეორმები ჰყავდა. ისიც ცნობილია, რომ ერეკლეს არდაპატიმრება და გადარჩენა კრწანისში ამ 300 არაგველის დამსახურებაა. რა ხალხი იყო, რა იცი მათ შესახებ, რა სტრატეგია ჰქონდათ, რა დანიშნულება? როგორი იყო მათი სერთოდ ტენიკა და ტაქტიკა ომებისას? მართალია თუ არა, რომ ისინი იბრძონდნ ორ-ორი ხმლით და მოწინავე ხაზს შეადგენდნენ შეჩეხებისას?? ხევსურები ბრძოლობდნენ ძირითადად ხმლითა და პატარა ფარით რომლის დიამეტრი დაახლოებით იდაყვიდან ხელის მტევნის ბოლომდე მანძილის ტოლი იყო, ხმალი ქონდათ ვადა-ჯვრიანი. მთაში ფარიცა და ხმალიც ძალიან მსუბუქი იყო იქაური რელიეფის გამო. ხევსურული ფარ-ხმალი ციტატა მართალია თუ არა, რომ ისინი იბრძონდნ ორ-ორი ხმლით და მოწინავე ხაზს შეადგენდნენ შეჩეხებისას?? ბრძოლაში ორი ხმალიც ქონდატ და ზოგს 4 ფარის გარეშე 2 ხმლის ტექნიკა ქონდათ თუშებს, ხელტ ეპყრათ 2 ორლესულა ხმალი , [/url] ეკალბურთა ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზის თავი ლაშა კობახიძე -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Feb 4 2008, 03:08 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან მაინტერესებს ეკალბუთას დანიშნულება ბრძოლაში. მოხარული ვიქნები თუ მცირე ინფორმაციას მოგვაწვდით გამარჯობათ ხალხნო, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირიდან, მიხარია საპატრიარქოს ფორუმზე რომ მიდის ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ საუბარი....... გამარჯობა ქართული საბრძოლო ხელოვნებით ჩვენც დავინტერესდით და მადლიერნი ვიქნებით თუ უფრო მეტ მასალას დადებთ ამ თემაში. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი