სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,030 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ![]() ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Feb 4 2008, 03:40 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,030 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პატრიარქის მიერ მოხატული წმიდა თამარის ფრესკა დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
„დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არსებობს წმ. თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თვით პატრიარქმა მოხატა. ![]() ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი: „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა.“ (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა, ქართლის ცხოვრება II, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ გვ. 47). დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „... მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა“ (ქართლის ცხოვრება, IV, 1973, გვ. 129). ხოლო იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო, აუცილებლად კარის ეკლესიაც იქნებოდა. გადმოცემის მიხედვით, იგი თანამედროვე ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე უნდა მდგარიყო. დღევანდელი ეკლესია 1884 წელს არის აშენებული, სადაც მანამდე თაღჩამონგრეული ტაძარი იყო. თაისი ტორონჯაძე: ჩვენი ტაძარი ფრესკებით შეამკო მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ. 1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მოეწყო მხატვრის ესკიზების განხილვა, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდა მისი უწმინდესობაც. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში ხატავდა შურა ბანძელაძე. როდესაც შურა ბანძელაძემ ტაძრის ზედა ნაწილი ხარაჩოებზე მოხატა და ქვემოთ ჩამოვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი სურვილით ერთი ფრესკა დაეხატა. ამის უფლება მას მინიჭებული ჰქონდა. ერთ ფრესკაში მან საკუთარი თავი გადმოსცა ბერის სამოსში (უწმიდესმა ის ბერად აკურთხა), თითქოს ხელთუქმნელ ხატთან დგას და მაცხოვარი აკურთხებს. გუმბათის მოხატვის შემდეგ მან განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმიდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ უწმინდესისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი ხშირად დადიოდა პატრიარქთან და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, თანდათან ერკვეოდა კანონიკური მხატვრობის წესებში. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა. ამბობდნენ, ჯერ პატრიარქი ცოცხალია და რატომ უნდა დახატოო, მაგრამ შურა ბანძელაძე პასუხობდა, ადრე თუ გვიან მაინც ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან, ხოლო ფრესკა დარჩებაო. ამის შემდეგ ალექსანდრე ბანძელაძემ უწმიდესს სთხოვა, ერთი ფრესკა თქვენ მოხატეთო, სწორედ იმ ადგილის გვერდით, სადაც პატრიარქის პორტრეტია დახატული. პატრიარქი თავდაპირველად უარზე იდგა, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უწმიდესი, როგორც იქნა, დავითანხმეთ. პატრიარქი ფრესკაზე თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. მან ხატვა გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დაასრულა. როდესაც უწმინდესი თავისუფალ დროს ნახავდა, მოდიოდა და ხატავდა. შურას მისთვის საღებავები მიჰქონდა, პატრიარქი კი თავად აზავებდა ერთმანეთში. უწმინდესის მიერ მოხატული წმ. თამარ მეფის ფრესკა ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან დიდი რამაა. როდესაც პატრიარქმა კედლის მოხატვა დაიწყო, ჩვენ ყველანი სიხარულით ვუყურებდით. მოვიყვანე ფოტოგრაფიც. პატრიარქის მუშაობის პროცესი კინოფირზე „კინომემატიანემაც“ გადაიღო. პატრიარქი დიდი სიამოვნებითა და ღიმილით ხატავდა. ალექსანდრე ბანძელაძეს ეუბნებოდა: მე ისე ვერ მოვხატავ, როგორც შენ ხატავო. მხატვარი პატრიარქს სთხოვდა: მოხატეთ, როგორც შეგიძლიათ, ისე კარგად ხატავთ, თავადაც არ იცითო. - ტაძრის მოხატვისას წირვა-ლოცვა თუ მიმდინარეობდა? თაისი ტორონჯაძე: რა თქმა უნდა. უბრალოდ, ხარაჩოზე იდგა, მაგრამ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. უწმიდესმა დეკანოზს სთხოვა, ლოცვა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთო. - მრევლს რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქის ასეთ ამპლუაში დანახვაზე? ხალხი პატრიარქის მუშაობას თვალ-ყურს ადევნებდა და ძალიან უხაროდა. ზოგჯერ სპეციალურად ამის საყურებლად მოდიოდნენ. უწმინდესი წირვა-ლოცვის შემდეგ მოდიოდა ხოლმე. როგორც კი ადამიანები შეიტყობდნენ, პატრიარქი აქ არისო, მოდიოდნენ და უყურებდნენ. ამიტომ ტაძარი თითქმის სულ სავსე იყო, სანამ პატრიარქმა მოხატვა არ დაამთავრა. მამა სვიმონი: უწმინდესის მადლი და სიყვარული ჩვენს ტაძარში სუფევს, თავისი შრომა და ნიჭი მან რეალურად დაგვანახა. მას დიდ ლოცვასთან ერთად დიდი მხატვრობაც შეუძლია. საოცრად დიდსულოვანი ადამიანია, რომელიც უძღვება ერსაც და ბერსაც.” P.S. დღეს პატრიარქის მიერ დაწერილი წმიდა თამარის ფრესკა, რომელიც გამუქებული იყო სანთლის ალისა და ბოლისგან, გაწმინდეს და თავისი სიდიადე დაუბრუნდა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine თამარს ვაქებდეთ მეფესა... Dec 3 2007, 11:54 AM
თათარაშვილი „შენგან, ქალწულო, რ... Dec 3 2007, 12:06 PM
marine თამარის დროინდელ ს... Dec 3 2007, 12:37 PM
თათი87 ალბათ საინტერესო ი... Dec 4 2007, 01:44 AM
TuTashxia თამარი
http://img223.imageshack.us/img... Dec 4 2007, 02:02 AM
marine დედოფალთა დედოფალ... Dec 12 2007, 02:06 PM
marine ზოგიერთი ლეგენდის ... Feb 11 2008, 05:57 PM
ლილიანა მე თამარის მეფობა... Feb 11 2008, 07:26 PM
marine
მე თამარის მეფობა... Feb 12 2008, 12:57 PM
tamuna m ძალიან გთხოვთ, იქნ... Feb 13 2008, 12:57 PM
marine
ძალიან გთხოვთ, იქნ... Feb 13 2008, 01:04 PM
tamuna m
მე ვიცი, რომ თამარო... Feb 13 2008, 03:41 PM
marine
ხო..ეგ გასაგებია. 14... Feb 13 2008, 04:59 PM
tamuna m
მე პირად არ გამიგი... Feb 13 2008, 05:15 PM
შევრდომილი ჩვენი პატრიარქის მ... Feb 13 2008, 01:51 PM
marine
ჩვენი პატრიარქის ... Feb 13 2008, 02:00 PM
marine ვარძიის მონასტერი,... Feb 14 2008, 12:07 PM
tamuna m მარინე, აბა აქ ნახე.... Feb 14 2008, 09:11 PM
marine
მარინე, აბა აქ ნახე... Feb 15 2008, 06:06 PM
tamuna m ეს ინფორმაცია სხვა... Feb 17 2008, 06:15 PM
marine
ეს ინფორმაცია სხვ... Feb 18 2008, 11:06 AM
tamuna m უწმინდესის ქადაგე... Feb 20 2008, 05:05 PM
marine ხალხური
* * *
თამარ მ... Feb 27 2008, 02:34 PM
tamuna m თამარის იამბიკოებ... Feb 28 2008, 02:53 PM
marine
თამარის იამბიკოებ... Feb 28 2008, 04:40 PM
marine ჩახრუხაძის "თამა... Feb 28 2008, 04:13 PM
tamuna m "მ ზ ი ს შ ა რ ა ვ ა ... Feb 28 2008, 09:09 PM
tamuna m მიძღვნა დედისა და ... Mar 1 2008, 01:42 PM
tamuna m იამბიკო შამქორის გ... Mar 3 2008, 03:09 PM
tamuna m "თამარის გული"
... Mar 4 2008, 12:40 AM
marine
"თამარის გული"
... Mar 4 2008, 04:33 PM
tamuna m ერთხელ ლოცვით და ხ... Mar 5 2008, 07:46 PM
tamuna m წმიდა მეფე თამარის... Mar 13 2008, 07:17 PM
nino nino ძალიან დიდი მადლობ... Mar 13 2008, 11:44 PM
marine წმ. მეფე თამარი
(ან... Mar 17 2008, 01:24 PM
marine თამარმა არაერთი ტა... Mar 25 2008, 10:40 AM
მარიამი ერთ-ერთი საინტერეს... May 6 2008, 03:02 PM
tamuna m სწორედ ამაზე ვამბო... May 6 2008, 03:09 PM
_Matasi_ რატომ უნდა დაეკრძა... May 6 2008, 10:11 PM
marine მინდობილი ღმრთისა... May 20 2008, 11:44 AM
tamuna m კათოლიკოს-პატრიარ... Jun 2 2008, 05:41 PM
staywhite მატასი
ეს კითხვა მ... Apr 29 2009, 12:54 PM
abo ძნელია ამ თემაზე ს... Apr 29 2009, 09:48 PM
Belief syd
გმადლობთ.
პ.ს ბოდ... Apr 30 2009, 02:36 PM
sable გელათშია ხალხო დაკ... Jun 6 2009, 06:50 PM
ბადრი გაერთიანებული საქ... Jun 7 2009, 01:45 AM
KAIROS
თუ თამარის საფლავ... Jun 7 2009, 02:56 AM
sable
თუ თამარის საფლავ... Jun 8 2009, 01:16 PM
marine ლეგენდა თამარ მეფე... Jun 9 2009, 04:38 PM
KAIROS
ცოტა მეზედმეტა ის... Jun 9 2009, 09:13 PM
ქევანა KAIROS
ჰოჰ.... მეოთხე იპო... Jun 9 2009, 10:07 PM
KAIROS
ეგ სიმცდარეა და აი ... Jun 9 2009, 10:13 PM
ქევანა KAIROS
ახლა გავიგე :) რა ... Jun 9 2009, 10:20 PM
marine ლ ე გ ე ნ დ ა: (ლათ. legenda ... Jun 10 2009, 04:44 PM
KAIROS კი გენაცვალე მარინ... Jun 11 2009, 02:38 AM
Ligia
კი გენაცვალე მარი... Jun 11 2009, 10:47 AM
ქევანა
ეგ რაფრა არ იცი :D
ბ... Jun 11 2009, 01:47 PM
bekas
ეგ რაფრა არ იცი :D
ბ... Jun 11 2009, 03:14 PM
marine ეს თემა ჩემი გახსნ... Jun 11 2009, 04:50 PM
იმედა
ეს თემა ჩემი გახსნ... Jun 15 2009, 04:06 AM
marine
მშვიდობა შენდა მა... Jun 15 2009, 04:45 PM
KAIROS
და თუ ეს ლეგენდა სა... Jun 12 2009, 03:36 AM
KAIROS გადაწყვიტოს ადმინ... Jun 15 2009, 10:01 PM
marine
მე მოვრჩი, მეტს არ ... Jun 16 2009, 04:42 PM
marine "ქრისტე, ღმერთო ჩ... Apr 7 2011, 10:57 AM
marine გორიჯვარი
ლეგენდა... Jun 28 2011, 11:17 AM
marine "აფხაზთა და ქართვ... Jun 4 2012, 04:22 PM
marine “მაგალითად, ბელოქნ... Nov 12 2012, 04:40 PM
რუსიკო ___________________________
Vc3fu6NcBMc Nov 13 2012, 12:27 AM
რუსიკო marine
როგორი ნააზრევ... Nov 29 2012, 11:38 PM
marine მზითევი
ალიონზე ს... Dec 7 2012, 01:00 PM
marine „მინდა შეგახსენოთ ... May 15 2013, 04:31 PM
marine „არქიმანდრიტი მიქ... Nov 22 2013, 12:09 PM
marine პირიმზე
ბეთანიაში... Dec 6 2013, 10:16 AM
marine "მე-20 საუკუნის ცნო... Feb 28 2014, 03:24 PM
marine "თამარის დროს მოს... Mar 28 2014, 01:13 PM
marine წმიდა თამარს
წმიდ... Nov 4 2014, 02:06 PM
marine "- ნეტავი ვინ იქნე... Nov 26 2014, 08:09 PM
marine უცხოეთში მყოფი ქარ... Dec 1 2014, 10:01 PM
marine თამარ მეფის სურათი... Dec 26 2014, 06:42 PM
marine "ჩვენ ხელთ არსებუ... Jan 14 2015, 09:11 PM
marine არქიმანდრიტმა ადა... Jan 16 2015, 01:59 PM
marine ***
„იყო არაბეთს“... ა... Mar 7 2015, 03:39 PM
marine 16:28 / 17-10-2014
როგორი იყო ... Apr 1 2015, 03:51 PM
marine "...სოფლის [გორმაღა... Apr 1 2015, 09:40 PM
marine "თამარ მეფის გარდ... Apr 2 2015, 02:26 PM
marine თამარ მეფის სახე ბ... Apr 2 2015, 03:16 PM
marine დიდი თამარი
ქალო, ქ... Apr 2 2015, 03:56 PM
marine თამარის ვერცხლის მ... Apr 3 2015, 10:33 PM
marine "ზოგადქართულ სინ... Apr 22 2015, 09:42 PM
marine "რაკი საქართველო... May 7 2015, 12:39 PM
marine „მეფე ქალის გონიერ... May 7 2015, 02:06 PM
marine „მთელმა საქართველ... May 7 2015, 02:49 PM
marine "სასწაული ყოფილა ... May 12 2015, 04:15 PM
marine მეფევ–დედოფალო თა... May 14 2015, 12:29 PM
marine http://s020.radikal.ru/i701/1505/a1/422b9eb00415.j... May 14 2015, 12:39 PM
marine https://burusi.wordpress.com/2009/05/30/grigol-rob... May 14 2015, 02:09 PM
marine „მე ვარ მამა ობოლთ... May 16 2015, 11:53 AM
marine "დანამდვილებით შ... May 16 2015, 09:23 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი