ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
nuca_ge |
Feb 5 2008, 01:06 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ჩემი ვედრება
ღმერთო მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგურლების მცველადა, ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლდაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივგამომღებელსა, - სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი, შვილი - დედას და მამასა. გულო, არ გასტყდე! (სიმღერა) გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი - მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად; ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, - იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა, და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა. 1904 წ. მძულხარ- მიყვარხარ მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ ძლიერი მკლავით,მტირალი სახით და შენი ბედი, ბედი შავბედი, რად შემოსილა სულ მუდამ შავით? მოკეთის მგმობო და მტრის ვერ მცნობო, შენ დამღუპავთან მისულო ზავით, ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა, ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით. მაინც მიყვარხარ, ჩემს წყლულს ოცნებას ზედ აკერიხარ ალმასის ღილად; ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები, მღვიძარე ვარ,თუ მივიქცე ძილად. სამსალა პირს მწვავს, გუნებას მირევს, ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად. ესეც წესია ალბათ ბუნების: შენ დედა თუ ხარ, გეკუთვნი შვილად! 1898წ. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი