ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
შოთაძე |
Jan 31 2008, 03:17 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ეს თემა დიდიხანია მინდოდა გამეხსნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი მოვისმინე პროფესიონალების შეფასება ქართველი მსმენელის მიმართ და ძაან ცუდი შეფასება მისცეს, ყველა დამეთანხმებით რომ ფოლკლორის და სხვადასხვა კარგი სიმღერის განვითარება ისე არ მოხდება თუ კარგი მსმენელი არ ყავს.
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ბოლოდროს ისე ხდება რომ ქართველ შემომქმედებს უცხოელები უფრო აფასებენ ვიდრე ქართველები, თუნდაც გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული ერისიონის კონცერტი გერმანიაში, როდესაც გერმანელმა მაყურებლებმა ტირილიც კი დაიწყეს, და მიზიდულობის კანონი დაარღვიეთო, და ეგეთი საკმაოდ კარგი შეფასებები დაუმსახურებიათ უცხოელებისგან, აბა გისმენთ მცოდნეებს რა შეფასებას მიცემთ ქართველ მსმენელებს პ.ს ხომ არ ვარ ამ განყოფილების მტერი? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
N. R. |
Feb 5 2008, 01:34 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
რამდენადაც გამიგია ხშირად ქართული ფოლკლორის განსხვავებული, არატრადიციული მიმარეთულების მქონე სიმღერათა შესრულება მას შემდეგ დაიწყო, რაც მსმენელს მოარგო ამა თუ იმ ლოტბარმა. ეს ჩემი აზრით დიდი დანაშაულია, მაგრამ მეორეს მხრივ ვერც გაკიცხავ, არავინ ვიცით კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევით
თუმცა როგორც გალობის გამოცდილებიდან ვიცით რასაც მიაწვდი მრევლმა კეთილი უნდა ინებოს და ის მიიღოს ისე, როგორც მიაწვდი, და რომ მის გემოვნებას კი არ უნდა მოარგოს სასულიერო პირმადა მგალობელმა გალობა, არამედ თავად უნდა აღიზარდნონ სწორი მიმართულებით. შედეგად ვხედავთ, რომ სადაც სასულიერო პირი კატეგორიული და მკაცრია იქ ბევრად მოწესრიგებულია გალობა, ვიდრე იქ, სადაც თავგასული (სხვა შეფასება ვერ მოვძებნე) მრევლი და მგალობლებია. რას ნიშნავს მე ასეთი არ მომწონს და მე ისეთი მომწონს? კეთილი უნდა ინებო და ისეთი მოისმინო როგორიც უფრო თვითმყოფადია, და არა შენს გემოვნებას მორგებული, ვინ ხარ შენ? ამ შემთხვევაში გამოდიხარ ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის დამახინჯებაში (ნუ ზოგიერთი შემთხვევა არც შეიძლება დამახინჯებად მივიჩნიოთ, ალბათ) დიდი წვლილის შემტანი. ვაი უბედურო ერო, საკუთარი თავმაღლური სურვილებით და მდარე გემოვნებით საკუთარ ტრადიციულ კულტურას რომ ამახინჯებ !!! და ვაი სიმღერა-გალობის წარმმართველო, ასეთი მდარე კულტურის ადამიანებს ნება-სურვილზე რომ მოურგებ შენს მარგალიტს -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი