IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიპტიხი
marine
პოსტი Nov 26 2007, 01:17 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიპტიხი

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი.

ის წარმოადგენს გამოხატვას სულიერი და კანონიკური ერთობისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიატა შორის. მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ ყოველი დამოუკდებელი, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის მეთაური და მისი დიაკონი ღვთისმსახურების დროს მოიხსენებს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, ამით ის გამოხატავს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნებისაგან დამოუკიდებლად, შეადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთმანეთის მიმართ თანაბარია და თანასწორი. არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, უპირატესი და უმცერისი ეკლესია. მრავალრიცხოვნება ან ტერიტორიის სიდიდე არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე ეკლესიას მეორე მცირე ეკლესიის წინაშე.

მამათა კანონების თანახმად, ყოველი ეკლესიის თავისუფლება მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს სისხლით. III მსოფლიო კრება მე-8 კანონში წერდა, რომ ყოველი ეკლესიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება „... თჳსითა სისხლითა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან ჩუენმან ისეუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან.“ ღვთის სიტყვის თანანახმად, ქრისტეს ეკლესიაში არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც ბარბაროსი, არც სკვითი. მოციქულთა 34-ე კანონი ყველა ეთნიკური ოლქის ეკლესიას თავისთავადობას ანიჭებს. ის არ აძლევს რომელიმე ეკლესიას უპირატესობას, ამიტომაც თანამედროვე დიპტიხში ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების დროს, ერთი ეკლესიის მეთაურის სხვა ეკლესიის მეთაურის წინ თუ უკან დაყენება, გარკვეული თვალსაზრისით ერთისათვის „უპირატესობის“ მინიჭება მეორესთან შედარებით, არ შეესაბამება ქრისტიანობის არსს, თუმცა თავისი ტრადიცია აქვს.

ისტორია ნათელყოფს და მოციქულთა 34-ე კანონი უჩვენებს, რომ იმ დიპტიხის წინასახე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ და არ არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (იმპერატორთა გაქრისტიანებამდე).

დიპტიხი არსებობდა მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიის შიგნით მყოფი ეკლესიების საჭიროებისათვის. დიპტიხი ბიზანტიურ ეკლესიაში იხმარებოდა. დასავლეთ რომის იმპერიის ეკლესიაში კი ღვთისმსახურების დროს არასოდეს არ იხმარებოდა დიპტიხი. ასევე, რადგანაც იბერიის სახელმწიფო არსებობდა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლად, ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ბიზანტიურ დიპტიხებში შეტანილი არ ყოფილა.

დიპტიხი სჭირდებოდათ იმპერიის შიგნით, იმპერიაში შემავალ ეკლესიებს თავიანთი საჭიროებისათვის. დიპტიხი იყო განსაზღვრული წესრიგი კათედრების მეთაურების რანგების მიხედვით განაწილებისას. დიპტიხი საზღვრავდა ეკლესიათა შორის დამოუკიდებლობას.

დიპტიხის შექმნა მოითხოვა იმპერიის ერთიანობისა და დაუშლელობის საჭიროებამ, რათა იმპერიის ფარგლებში მყოფ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ეკლესიათა შორის, ასევე ეპისკოპოსთა შორის არ დაწყებულიყო დაუსრულებელი კამათი, წინააღმდეგობა ეკლესიათა და კათედრათა ღირსებისა და პატივის ხარისხის განსაზღვრისას. დიპტიხის შექმნის შედეგაც კი ერთი ეკლესიის ან კათედრის მეთაურის მიერ მეორის დაწყევლის ან ანათემაზე გადაცემის დროს ერთი ეკლესია მეორე ეკლესიას ამოშლიდა ხოლმე თავისი დიპტიხიდან.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 5 2008, 01:55 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს საპატრიარქო კავკასიის მასშტაბით ძალზე დიდი ეკლესია იყო. ის მოიცავდა არა მარტო კავკასიის მართლმადიდებლობას, არამედ ძალზე სცილდებოდა კავკასიის საზღვრებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთით საქართველოს საპატრიარქოს ესაზღვრებოდა ვანის ტბა და ტერიტორიები, რომელიც დავით კურაპალატმა შეიყვანა ქართველთა სამეფოში.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა ქართული ეკლესიის მეთაურის ღირსების ბიზანტიელ იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ამიტომაც, ალბათ, ქართულ ეკლესიაში დიპტიხი არ გამოიყენებოდა, ვითარება შეიცვალა საპატრიარქოს შექმნის შემდეგ.

ახალმა მდგომარეობამ წარმოშვა საკითხი, თუ პატრიარქთა რიგში რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ, ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ უნდა ეხსენებინათ ახალი პატრიარქი - ქართული ეკლესიის მეთაური.

მართალია, იმ დროს ზოგიერთ არამართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ჰქონდა პატრიარქის ტიტული, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მხოლოდ ხუთი პატრიარქი არსებობდა, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებებიც ადასტურებდა.

იმ დროს გადახედეს არსებული პატრიარქების რიგს და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი - რომის პაპის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შედგა ქართული ეკლესიის დიპტიხი.

ქართული ეკლესიის დიპტიხი უკვე არსებობდა საეკლესიო განყოფამდე რომსა და კონსტანტინოპოლს შორის და ამიტომაც ამ განყოფამდე უკვე არსებული დიპტიხი საუკუნეების მანძილზე უცლელად გადადიოდა საბუთიდან საბუთში.


XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიხია დაცული: „... ჩუენცა გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ... სუეტიცხოველის მეექუსისა პატრიარქის და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოის კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წარვსწერ...“

აქედან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს დიპტიხის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არც ერთი პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 06:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი