სამების მგალობელთა გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამების მგალობელთა გუნდი |
მნათე |
Dec 6 2006, 09:04 PM
პოსტი
#261
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მეტი გაგვეგო მის შესახებ პატარა ურთიერთობა მეც მქონია სამების ქორედასთან, ძალიან მიყვარს სვიმონი, უსაყვარლესი და ზომიერად მკაცრი ადამიანი, იდეალური წესრიგის მოყვარე-რეგენტი
ეს ფოტოები ძალიან მიყვარს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Dec 6 2006, 09:54 PM
პოსტი
#262
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი შეიქმნა 1998 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. გუნდს თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ტრადიციული ქართული, კანონიკური გალობის აღდგენის საქმეში. საკათედრო ტაძრის გარდა გუნდი საქართველოს საპატრიარქოშიც მსახურობს. გუნდმა მოღვაწეობა დაიწყო ათი-თორმეტი კაცის შემადგენლობით. ამჟამად მასში სამოცი-სამოცდაათი მგალობელი ირიცხება, რომელთა უმრავლესობა მუსიკალური განათლების მქონეა და ადრე მღეროდნენ ბავშვთა ანსამბლებში „მართვე“ და ,„ბიჭები“. კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გუნდის წევრთა რაოდენობამ 120-150 კაცს უნდა მიაღწიოს. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გუნდის ბაზაზე 2000 წელს გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ტრადიციული სიმღერისა და საგალობლის ანსამბლი „ბასიანი“. საკათედრო ტაძრის გუნდის წევრთა მიერ ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ანსამბლი - „შავნაბადა“, რომლის ხელმძღვანელიც დავით ცინცაძეა. ცალკეულ შემთხვევებში გუნდის წევრები სხვა ანსამბლებშიც მღერიან. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და, შესაბამისად, ანსამბლი „ბასიანი“ მონაწილეობას იღებენ კათალიკოს-პატრიარქის მიერ აღვლენილ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში. როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. გუნდი პატრიარქს თან ახლდა იერუსალიმში, ქრისტეშობის 2000 წლისთავის დღესასწაულზე - ბეთლემის შობის, იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის, ლუდის წმიდა გიორგის საფლავის, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის, რამალის წმიდა გიორგის ტაძრებში. 2000 წელს გუნდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოსკოვში ახლდა და წმიდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის დაარსებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღმრთისმსახურებაში მონაწილეობდა. 2001 წელს გუნდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად იმოგზაურა კვიპროსში, სადაც მონაწილეობდა საქართველოსა და კვიპროსის პატრიარქების მიერ აღსრულებულ წირვა-ლოცვებში. 2002 წელს გუნდმა და ანსამბლმა „ბასიანმა“ გამართა პირველი სოლო-კონცერტი თბილისის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ამავე წელს კოლექტივი საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სანკტ-პეტერბურგში ქართული ტაძრის დაარსებისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვასა და სადღესასწაულო ღონისძიებებში. 2003 წლის მარტში გუნდი კვლავ კვიპროსზე იმყოფებოდა. ამავე წლის მაისში გუნდი კათოლიკოს-პატრიარქს ახლდა კაბადოკიასა და ტაო-კლარჯეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო, ალექსანდრიისა და საქართველოს პატრიარქების მიერ აღსრულებულ ლიტურგიაში, ასევე - ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს თეოდორეს მიერ ტაო-კლარჯეთის უძველეს მონასტრებში აღვლენილ ჟამისწირვაში. აღსანიშნავია, რომ კაბადოკიაშიც და ტაო-კლარჯეთშიც მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად აღევლინა მსახურება. ასევე 2003 წელში გუნდი მონაწილეობას იღებს ლიტვაში იუნესკოს მიერ გამართულ კონფერენციასა და კონცერტში - „კულტურათა შორის დიალოგი“. 2003-2006 წლებში ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და „ბასიანი“ მართავენ სოლო კონცერტებს თბილისის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში და ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2004 წელს გუნდი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს საბერძნეთში და ათონის მთაზე მოგზაურობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს და საბერძნეთის ეკლესიათა მეთაურების ერთობლივ ღვთისმსახურებაში. მათ შორის - ათონის მთაზე ათანასეს დიდ ლავრაში ქართულ ენაზე და ქართული გალობით შესრულებულ ლიტურგიაში და ივერთა მონასტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ პირველად აღვლენილ ღვთისმსახურებაში. 2005 წლის მაისში გუნდი ახლდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე ვიზიტისას. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრია; ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. მან კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ვ. კარბელაშვილის პირად არქივში მიაკვლია უნიკალურ მასალას - 2000 ფურცლამდე სანოტო ხელნაწერს, საგალობლებს, რომელთა შესახებ ბევრი სპეციალისტისსთვისაც არ იყო ცნობილი. სვიმონ ჯანგულაშვილმა ამ უნიკალური მასალიდან რედაქტირება გაუწია და გამოსაცემად მოამზადა 500-ზე მეტი გვერდი, 300-მდე წირვის საგალობელი. ამჟამად მის სამომავლო გეგმას წარმოადგენს ვ. კარბელაშვილის პირადი არქივიდან მწუხრისა და ცისკრის განგებებისა და სადღესასწაულო საგალობელთა კრებულების გამოსაცემად მომზადება. ამ საქმიანობაში მისივე გუნდის წევრებიც ეხმარებიან. გაზეთი „ქართული გალობა“, №2, 2006 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი