სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
სოფი |
Feb 5 2008, 05:53 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? კი,უმეტესად ღარიბები უფრო არიან უფალს მიჯაჭვულნი.უბრალოდ ბევრს მაშინ ახსენდება უფალი,როცა რამე უჭირს,თუნდაც ფიზიკურად,ან ვინმე გარდაეცვლება და მერე იწყებს ეკლესიაში სიარულს.. ხვდება რომ მის სულს რაღაც აკლია,ხოლო მდიდარი,როცა თავს უზრუნველად გრძნობს,ძნელად ახსენდება უფალი.. თუმცა ბევრი მდიდარიც ძლიერ მორწმუნეა.. ზოგჯერ ბევრ მდიდარსაც უფრო მეტი სატანჯველი და განსაცდელი აქვს.აქვს იმიტომ, რომ უფალი უგზავნის მათ მისკენ მისახედად,ზოგჯერ მიცემულ ქონებასაც კი ართმევს. თუმცა ნათიამ კარგად თქვა: ციტატა ქონება არ განაპირობებს რწმენას.. შეიძლება მდიდარი ცხონდეს და ღარიბი ვერა ან პირიქით... მთავარია, ადამიანი იყოს სულიერად მდიდარი აბრაამიც ძალიან მდიდარი იყო,მაგრამ ქონებას არ შეუშლია მისთვის ხელი,რომ ედიდებინა უფალი.როცა უფალმა უთხრა აბრაამს: "დატოვე შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი,და წადი იმ ქვეყანაში,რომელსაც მე გიჩვენებ..." იგი უყოყმანოდ დათანხმდა. ასევე გამახსენდა იობი,მდიდარი,თუმცა მეტად პატიოსანი,წრფელი,ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი. არ დაგვავიწყდეს ის,რომ სწორედ უფალმა აკურთხა მისი ნახელავი და განამრავლა მისი საქონელი.როცა მდიდარი ივიწყებს უფალს,როგორც ზევით ავრნიშნე,ღმერთი არაერთხელ მოიმოქმედებს იმას,რომ მოაქციოს იგი,დაანახოს სწორი გზა. შემდეგ,სატანას ხელში მყოფმა,გაუბედურებულმა იობმა,როგორ არ დაგმო ღმერთი:"უფალმა მომცა და უფალმა წამართვა,კურთხეულ იყოს მისი სახელი!" -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი