სამების მგალობელთა გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამების მგალობელთა გუნდი |
მნათე |
Dec 6 2006, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მეტი გაგვეგო მის შესახებ პატარა ურთიერთობა მეც მქონია სამების ქორედასთან, ძალიან მიყვარს სვიმონი, უსაყვარლესი და ზომიერად მკაცრი ადამიანი, იდეალური წესრიგის მოყვარე-რეგენტი
ეს ფოტოები ძალიან მიყვარს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Dec 6 2006, 10:17 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვესაუბრებით სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელს სვიმონ ჯანგულაშვილს:
- რას აქცევთ უპირველესად ყურადღებას თქვენი გუნდის გალობისას? რა რეპერტუარს ასრულებთ? - სამების ტაძრის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა ძალზე დიდია, ეს თავისთავად, შესრულების მანერაზეც მოქმედებს. ამ რამოდენიმეწლიანმა პრაქტიკამ ჩვენ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვცდილობთ, გაწონასწორებული მანერითა და ოდნავ რბილი ჟღერადობით ვიგალობოთ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაშიც უნდა იყვნენ ჩართული გალობისა თუ ფოლკლორის სპეციალისტები, ასევე ვოკალისტებიც, ვგულისხმობ პროფესიული საგუნდო ვოკალის, საგუნდო სპეციფიკის მცოდნეებს. ეს აუცილებელია, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ დიდი გუნდისათვის მისაღები საგალობო მანერა და ალბათ აქამდეც მივალთ ოდესმე. რაც შეეხება ჩვენს რეპერტუარს, კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენმა გუნდმა უნდა შეასრულოს საქართველოს ყველა სამგალობლო ტრადიციის ნიმუშები. შესაბამისად, ჩვენს რეპერტუარში შედის გელათ-მარტვილის, შემოქმედის, კარბელაანთ კილოს როგორც სადა, ისე გამშვენებული ვარიანტები. ასევე ვასრულებთ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ საგალობლებს და სხვადასხვა სახის მრავალჟამიერს, როგორც ხალხურს, ისე - კომპოზიტორების მიერ შექმნილს. - არსებობს თუ არა ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივების არსებობის შესახებ რაიმე ცნობები? - რამდენადაც მახსოვს, ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივის არსებობის ორი მაგალითი გვაქვს; ესაა გიორგი მთაწმინდელის ბავშვთა გუნდი, რომელიც მან საქართველოდან ათონის მთაზე წაიყვანა და მეორე - დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს ასკაციანი გუნდი. თავისთავად, დღეს დიდი გუნდების საჭიროება იშვიათად ჩნდება. ჩვენი გუნდის არსებობაც საშემსრულებლო კომპრომისად მიმაჩნია. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, სულიერი მხარე, რომ გუნდში ბევრი ადამიანი გალობს. შესაბამისად, ბევრი ადამიანი იღებს მადლს და ეს მადლი ვრცელდება მათ ოჯახებსა და ახლობლებში. - როგორ შეაფასებდით გუნდის შემოქმედებით ზრდას? - უნდა ვთქვა, რომ გუნდის წევრები ნიჭიერი და თავდადებული ადამიანები არიან. საკუთარი გუნდის წევრებზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ... ჩემგან ქებას არ არიან დაჩვეულნი. თავიდან მხოლოდ სადა კილოს საგალობლებს ვგალობდით, ახლა უკვე ძალიან რთული და მრამალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. გუნდის წევრთა უმრავლესობა ბავშვთა ანსამბლებში არიან აღზრდილნი, ზოგიერთმა არ იცის ნოტის კითხვა. ამის მიუხედავად, საგალობლების შესწავლის მხრივ დიდი წარმატებები გვაქვს. ფაქტიურად, იმასთან შედარებით, რაც ვიყავით, წინ წავედით, მაგრამ ცხადია, ის არა ვართ, რაც უნდა ვიყოთ. ამის შესახებ სჯობს სხვა მუსიკოსებს, სხვა სპეციალისტებს ჰკითხოთ. - რა ადგილი უჭირავს გალობას თქვენს ცხოვრებაში? - გალობას და სიმღერას ჩვენს - მგალობელთა ცხოვრებაში მთავარი და წარმმართველი ადგილი უჭირავს. ქართული გალობის აღდგენა და გადარჩენა ქართული სულიერებისა და კულტურის გაბრწყინება და გადარჩენაა, ამიტომ ჩვენ ამ დიდი საქმისთვის მებრძოლთა რიგებში ვდგავართ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვხედავთ, რომ მხოლოდ იარაღი ვართ საღვთო განგებულების ხელში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ამ საქმესთან გვაქვს შეხება, და - იმისათვის, რომ დაგვასაჩუქრა დიდი მადლით - ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობით და მისი სიყვარულით. ეს ჩემთვის უდიდესი საგანძურია, რაც კი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს - ყოველდღიური ურთიერთობა მის უწმიდესობასთან, რომელიც თვითონ არის ხატი და მაგალითი საღვთო სიყვარულისა და უფლის წინაშე გალობად და მსხვერპლად შეწირული სიცოცხლისა. ნინო რაზმაძე გაზეთი „ქართული გალობა“, №2, 2006 წ. პ.ს. მნათე, მადლი.ორგ-ზე შენ გადააკოპირებ, თუ მე შევწუხდე? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი