IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამების მგალობელთა გუნდი
მნათე
პოსტი Dec 6 2006, 09:04 PM
პოსტი #261


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მეტი გაგვეგო მის შესახებ პატარა ურთიერთობა მეც მქონია სამების ქორედასთან, ძალიან მიყვარს სვიმონი, უსაყვარლესი და ზომიერად მკაცრი ადამიანი, იდეალური წესრიგის მოყვარე-რეგენტი smile.gif

ეს ფოტოები ძალიან მიყვარს smile.gif


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Dec 6 2006, 10:17 PM
პოსტი #262


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვესაუბრებით სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელს სვიმონ ჯანგულაშვილს:
- რას აქცევთ უპირველესად ყურადღებას თქვენი გუნდის გალობისას? რა რეპერტუარს ასრულებთ?
- სამების ტაძრის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა ძალზე დიდია, ეს თავისთავად, შესრულების მანერაზეც მოქმედებს. ამ რამოდენიმეწლიანმა პრაქტიკამ ჩვენ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვცდილობთ, გაწონასწორებული მანერითა და ოდნავ რბილი ჟღერადობით ვიგალობოთ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაშიც უნდა იყვნენ ჩართული გალობისა თუ ფოლკლორის სპეციალისტები, ასევე ვოკალისტებიც, ვგულისხმობ პროფესიული საგუნდო ვოკალის, საგუნდო სპეციფიკის მცოდნეებს. ეს აუცილებელია, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ დიდი გუნდისათვის მისაღები საგალობო მანერა და ალბათ აქამდეც მივალთ ოდესმე.
რაც შეეხება ჩვენს რეპერტუარს, კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენმა გუნდმა უნდა შეასრულოს საქართველოს ყველა სამგალობლო ტრადიციის ნიმუშები. შესაბამისად, ჩვენს რეპერტუარში შედის გელათ-მარტვილის, შემოქმედის, კარბელაანთ კილოს როგორც სადა, ისე გამშვენებული ვარიანტები. ასევე ვასრულებთ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ საგალობლებს და სხვადასხვა სახის მრავალჟამიერს, როგორც ხალხურს, ისე - კომპოზიტორების მიერ შექმნილს.
- არსებობს თუ არა ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივების არსებობის შესახებ რაიმე ცნობები?
- რამდენადაც მახსოვს, ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივის არსებობის ორი მაგალითი გვაქვს; ესაა გიორგი მთაწმინდელის ბავშვთა გუნდი, რომელიც მან საქართველოდან ათონის მთაზე წაიყვანა და მეორე - დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს ასკაციანი გუნდი.
თავისთავად, დღეს დიდი გუნდების საჭიროება იშვიათად ჩნდება. ჩვენი გუნდის არსებობაც საშემსრულებლო კომპრომისად მიმაჩნია. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, სულიერი მხარე, რომ გუნდში ბევრი ადამიანი გალობს. შესაბამისად, ბევრი ადამიანი იღებს მადლს და ეს მადლი ვრცელდება მათ ოჯახებსა და ახლობლებში.
- როგორ შეაფასებდით გუნდის შემოქმედებით ზრდას?
- უნდა ვთქვა, რომ გუნდის წევრები ნიჭიერი და თავდადებული ადამიანები არიან. საკუთარი გუნდის წევრებზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ... ჩემგან ქებას არ არიან დაჩვეულნი. თავიდან მხოლოდ სადა კილოს საგალობლებს ვგალობდით, ახლა უკვე ძალიან რთული და მრამალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. გუნდის წევრთა უმრავლესობა ბავშვთა ანსამბლებში არიან აღზრდილნი, ზოგიერთმა არ იცის ნოტის კითხვა. ამის მიუხედავად, საგალობლების შესწავლის მხრივ დიდი წარმატებები გვაქვს. ფაქტიურად, იმასთან შედარებით, რაც ვიყავით, წინ წავედით, მაგრამ ცხადია, ის არა ვართ, რაც უნდა ვიყოთ. ამის შესახებ სჯობს სხვა მუსიკოსებს, სხვა სპეციალისტებს ჰკითხოთ.
- რა ადგილი უჭირავს გალობას თქვენს ცხოვრებაში?
- გალობას და სიმღერას ჩვენს - მგალობელთა ცხოვრებაში მთავარი და წარმმართველი ადგილი უჭირავს. ქართული გალობის აღდგენა და გადარჩენა ქართული სულიერებისა და კულტურის გაბრწყინება და გადარჩენაა, ამიტომ ჩვენ ამ დიდი საქმისთვის მებრძოლთა რიგებში ვდგავართ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვხედავთ, რომ მხოლოდ იარაღი ვართ საღვთო განგებულების ხელში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ამ საქმესთან გვაქვს შეხება, და - იმისათვის, რომ დაგვასაჩუქრა დიდი მადლით - ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობით და მისი სიყვარულით. ეს ჩემთვის უდიდესი საგანძურია, რაც კი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს - ყოველდღიური ურთიერთობა მის უწმიდესობასთან, რომელიც თვითონ არის ხატი და მაგალითი საღვთო სიყვარულისა და უფლის წინაშე გალობად და მსხვერპლად შეწირული სიცოცხლისა.
ნინო რაზმაძე
გაზეთი „ქართული გალობა“, №2, 2006 წ.


პ.ს. მნათე, მადლი.ორგ-ზე შენ გადააკოპირებ, თუ მე შევწუხდე? biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   სამების მგალობელთა გუნდი   Dec 6 2006, 09:04 PM
ალექსანდრე   ვაა რამდენნი ყოფილ...   Dec 6 2006, 09:43 PM
მნათე   რამდენადაც ვიცი, ა...   Dec 6 2006, 09:51 PM
მარიამი   თბილისის ყოვლადწმ...   Dec 6 2006, 09:54 PM
მარიამი   ვესაუბრებით სამებ...   Dec 6 2006, 10:17 PM
მნათე   შენ :D :wub: საოცარი ა...   Dec 6 2006, 10:32 PM
დავით ივერიელი   მართლა ძალიან მიყვ...   Dec 6 2006, 11:18 PM
mond   სვიმონ, ძალიან კარ...   Dec 7 2006, 07:26 PM
koki   საოცარი გუნდია! მ...   Dec 13 2006, 09:16 PM
Sotiris   ახლა ერთ რამეს დავ...   Dec 13 2006, 09:31 PM
გუჯა   ახლა ერთ რამეს დავ...   Dec 13 2006, 10:07 PM
Sotiris   შოთა, მე როგორც ვიც...   Dec 13 2006, 10:25 PM
მნათე   სადაგ დღეს არ მსახ...   Dec 13 2006, 10:39 PM
koki   სამების ტაძრისთვი...   Dec 13 2006, 11:56 PM
Sotiris   სამების ტაძრისთვი...   Dec 14 2006, 12:16 AM
მნათე   გალობის ახალი, უმა...   Dec 13 2006, 11:59 PM
მნათე   200 დიაკონი ყავდათ კ...   Dec 14 2006, 12:35 AM
გუჯა   ხალხნო, სამების მგ...   Dec 14 2006, 12:39 AM
ვეშაპო   ისე, რომ იცოდეთ სამ...   Dec 14 2006, 01:16 AM
მნათე   ეს არ ვიცოდი, რატო...   Dec 14 2006, 01:21 AM
ვეშაპო   მნათე რავი აბა ეგრ...   Dec 14 2006, 01:25 AM
ჯამბაკური   მნათე რავი აბა ეგრ...   Dec 16 2006, 01:57 AM
მნათე   რავიცი, სიმონის პო...   Dec 14 2006, 01:40 AM
ვეშაპო   რავიცი, სიმონის პო...   Dec 14 2006, 01:52 AM
ვეშაპო   თამარი ოოოო! ეგენ...   Dec 15 2006, 03:28 AM
მნათე   ვეშაპო სიმოი მესა...   Dec 15 2006, 04:07 AM
ვეშაპო   მნათე ხო რა, ცალკე ...   Dec 15 2006, 10:34 AM
maeasi   ბასიანი მართლა ძალ...   Dec 16 2006, 11:22 PM
თიო   :) აი, ეს ხალხი მიყვა...   Dec 18 2006, 12:19 AM
mona nino   მე ძალიან მომწონს ...   Dec 20 2006, 02:09 PM
_MATASI_   http://img110.imageshack.us/img110/9092/dsc00038da...   Jan 5 2007, 02:20 AM
ალექსანდრე   [url=http://imageshack.us][img]http://img110.imag...   Jan 5 2007, 05:40 AM
მაეასი   ძალიან მიყვარს ეს ...   Jan 10 2007, 10:02 PM
ხათუნა   მითხარით რა ვინმე...   Jan 5 2007, 05:49 AM
დათიკო   ხათუნა ბავში გალო...   Jan 5 2007, 01:38 PM
nina   ,,BASIANI'' CHEMI AZRIT ERT-ERTI SAUKETESO...   Jan 5 2007, 04:07 PM
ხათუნა   დათიკო გაიხარეეეე ...   Jan 6 2007, 01:19 AM
დათიკო   ხათუნა არა, ამ ჩანა...   Jan 7 2007, 01:07 AM
მხევალი ნინო   samebis mgalobelTa gundis SesrulebiT ara gaqvT rai...   Jan 9 2007, 10:45 AM
დავით ივერიელი   kyrie eleison საც და მიცვალ...   Jan 10 2007, 12:13 PM
მხევალი ნინო   დავით ივერიელი ვი...   Jan 14 2007, 06:55 PM
ვეშაპო   მხევალი ნინო სამწ...   Jan 14 2007, 07:23 PM
გუჯა   ეს არის პატრიარქის...   Jan 15 2007, 03:56 AM
sofi89   გილოცავთ ნათლისღე...   Jan 19 2007, 07:20 PM
დავით ივერიელი   sofi89 უიმეე მე უკვე შე...   Jan 20 2007, 12:11 AM
tamar the iverian   კი,ნამდვილად,KYRIE ELEISONI ...   Jan 20 2007, 02:06 AM
gvanci   სამცუხაროდ კი ''...   Mar 6 2007, 09:35 PM
ჯამბაკური   სამცუხაროდ კი ''...   Mar 6 2007, 09:53 PM
BERO   უწმინდესისა და უნე...   Mar 6 2007, 09:44 PM
misdevs mela loms   სამწუხაროა რომ ისე...   Mar 7 2007, 02:21 PM
gvanci   ბასიანში მცეროდა დ...   Mar 7 2007, 03:26 PM
risxva+intriga   თუ ვინმეს გაინტერე...   Mar 19 2007, 04:35 PM
marita26   განსაკუთრებით მიყ...   Mar 20 2007, 12:17 AM
მარიამი   marita26 რომელი? სიტყვებ...   Mar 20 2007, 01:05 AM
marita26   მარიამი სიტყვებს ვ...   Mar 20 2007, 01:33 AM
მარიამი   მარიამი სიტყვებს ...   Mar 20 2007, 11:44 AM
marita26   მარიამი ხო მგონი ე...   Mar 20 2007, 09:26 PM
tetete   marita26 ხო მარიტა ძალია...   Mar 27 2007, 02:50 AM
მათველა   სასწაული გუნდია, ა...   Apr 2 2007, 09:22 PM
ბექა.შუხოშვილი†   თუ ვინმეს ფაქვთ ატ...   Apr 6 2007, 12:41 PM
mirooo   თუ ვინმეს ფაქვთ ატ...   Apr 6 2007, 09:48 PM
ხათუნა   ძალიან გთხოვთ დღე...   Apr 7 2007, 02:38 AM
მხევალი ნინო   მნათე აქ რატომ ვე...   Apr 9 2007, 01:16 PM
ვეშაპო   დავით ივერიელი [size=3...   Apr 15 2007, 01:24 AM
mariami-k   დავით ივერიელი სუ...   Apr 15 2007, 07:24 PM
misdevs mela loms   ისე ერთ რჩევას მივ...   Apr 15 2007, 09:25 PM
misdevs mela loms   მნათე ნუ რა თქმა უნ...   Apr 15 2007, 09:49 PM
misdevs mela loms   მნათე გემოვნებაზე ...   Apr 15 2007, 10:06 PM
მნათე   და მერე, არაქართულ...   Apr 15 2007, 10:09 PM
misdevs mela loms   მნათე მაშინ ვიგალ...   Apr 15 2007, 10:25 PM
დავით ივერიელი   სამწუხაროდ... ერთი თ...   Apr 15 2007, 10:52 PM
ლეონტი   მხოლოდ ის არაა საგ...   Apr 15 2007, 10:55 PM
ვეშაპო   დავით ივერიელი სა...   Apr 16 2007, 12:14 AM
დავით ივერიელი   ლეონტი აჰ, ე.ი. პატრ...   Apr 15 2007, 10:58 PM
misdevs mela loms   ეჰ დავებით ხალხი გ...   Apr 15 2007, 11:31 PM
დავით ივერიელი   ვეშაპო ეგ რჩევები ...   Apr 16 2007, 12:24 AM
ვეშაპო   დავით ივერიელი რა...   Apr 16 2007, 12:28 AM
nino ny   მოკლედ, ვიფიქრე კა...   Apr 18 2007, 09:13 AM
მხევალი ნინო   სამების მგალობელთ...   Apr 18 2007, 03:43 PM
misdevs mela loms   მხევალი ნინო არამ...   Apr 18 2007, 04:18 PM
misdevs mela loms   nino ny ბასიანში მღერი...   Apr 18 2007, 07:38 PM
Jnosy   შაბათობით, ჩვენს ტ...   Apr 27 2007, 04:15 PM
დათიკო   ახალ დისკს ვინ უსმ...   Apr 28 2007, 12:10 AM
ალექსანდრე   ახალ დისკს ვინ უსმ...   Apr 28 2007, 02:49 AM
იოანა   ახალ დისკს ვინ უსმ...   Apr 30 2007, 04:10 PM
misdevs mela loms   დათიკო მაგარი ლამ...   Apr 29 2007, 12:19 PM
ალექსანდრე   დათიკო თუ პატრიარ...   Apr 30 2007, 02:46 AM
იოანა   მე მაპატიეთ, მაგრა...   Apr 30 2007, 04:19 PM
მხევალი ნინო   დათიკო რა დისკია?   Apr 30 2007, 04:15 PM
ninare   ძალიან მაგარი ანსა...   May 1 2007, 02:34 PM
Cecxladze I   ninare გეთანხმები მეც ...   May 2 2007, 05:24 PM
misdevs mela loms   ბასიანი ვისაც არ უ...   May 3 2007, 02:52 PM
imeda   აუ მაგრები არიან ე...   May 4 2007, 12:37 AM
ilia_7   გალობები არავის გა...   May 4 2007, 05:23 PM
misdevs mela loms   http://www.link.ge/file/121948/Basiani---A...hadeb...   May 4 2007, 06:03 PM
marita26   ჩემი საყვარელი გალ...   May 5 2007, 10:53 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 11:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი