IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული
sergi_glaxa
პოსტი Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი #201


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400




მათეს სახარება მე-19 თავი

16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?

17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.

18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,

19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია?

21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.

22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი.

23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში;

24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.




100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა.

აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Feb 6 2008, 04:49 AM
პოსტი #202


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვიფიქრე რა დავწეროთქო და აი ამათზე უკეთესი რა უნდა მეთქვა? biggrin.gif

ეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე, ანუ შევედი ქადაგებებზე, სადაც იყო სადღაც 15-მდე ქადაგება კვირეების მიხედვით დანომრილი, სათაურების გარეშე, შემთხვევითობას მივენდე და არც კი შევხედე ისე დავაწკნაპუნე თუ არა და... საოცრება ეს არ შემხვდა ზუსტად? ohmy.gif smile.gif მოკლედ კეთილ და ნაყოფიერ კითხვას გისურვებთ!

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიტყვა სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირიაკეს
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. (ლუკა 16, 19-31)

სახარების დღევანდელ საკითხავში ადამიანთა ორი, ურთიერთგანსხვავებული ხვედრია გადმოცემული – ბედნიერება და უბედურება, სიხარული და მწუხარება.

იყო, – გვასწავლის ქრისტეს იგავი, – ორი ადამიანი. ისინი ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ. აწინდელ ცხოვრებაში ერთი მდიდარი იყო, მეორე კი – უპოვარი, საშინლად ღატაკი. მდიდარ კაცს ბრწყინვალედ, ფუფუნებით უყვარდა ჩაცმა, მეორე კი არაფრისმქონე, ძონძებსაც ვერ შოულობდა, გათანგული სხეულის ჩირქმდინარე წყლულები რომ დაეფარა. ერთისათვის ცხოვრების დღენი ვიდოდა, ვითარცა დაუსრულებელი ნადიმი, ლაზარეს კი (ასე ეძახდნენ ღატაკს) არ ტოვებდა შიმშილი, გაჭირვება და მწუხარება...

ცხოვრება მიდიოდა, კვირა კვირას ცვლიდა, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს აბარებდა ანგარიშს და მარადისობას უერთდებოდა, სიკვდილი კი თავის სამკალს იღებდა მდიდრისგანაც და ღარიბისგანაც, მოცინარისგანაც და მტირალისგანაც. იგი ქრისტეს იგავში ხსენებულ ორ კაცსაც მიადგა. ისინი დაიხოცნენ. მარადისობამ მათთვის დაუსრულებელი საზღვრები გახსნა. იმსოფლად მათდაუნებურად მათი ყოფა შეიცვალა. ამ ცხოვრებაში მოძულებული, ყველასაგან მივიწყებული, მშიერი, ტიტველი, ფეხშიშველი ლაზარე სამოთხეშია. იქ იგი ანგელოსთა დასებს და წმინდანთა კრებულს გარემოუცავს; სავანე მისი აბრაამის დაუჭნობელი წიაღია. ბრწყინავს ლაზარე მშვენიერებით, კმაყოფით, უბერებელი ცხოვრებით. ადამიანური ენა ვერ გადმოსცემს, მოციქულებრივ კალამს არ ძალუძს დახატოს, თუ რაოდენ ბედნიერი და ნეტარია იგი ზეციური მამის სასუფეველში. მისი თანამედროვე მდიდარი კი... ვაგლახ! ჯოჯოხეთშია. მის უბედურებაზე, მის გმინვაზე, მის ტანჯვაზე არ ვილაპარაკებ. ყველაფერი ეს თქვენ უწყით სახარებიდან, მოციქულთა წერილებიდან, ჯოჯოხეთის სურათს რომ გვიხატავენ – საუკუნო სიკვდილისა.

ამ ორი ადამიანის ისტორიით მაცხოვარმა ჩვენი ხვედრი დაგვიხატა. ამა სოფლის ნებიერის ხვედრი იმ სოფლად ცოდვილი ადამიანის მძიმე ყოფაა, ლაზარეს ხვედრი კი – ყოველთა მართალთა. ვინ ჰგავს ჩვენგან ამ ადამიანებს? ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველა ღარიბ-ღატაკი ცათა სასუფეველს მხოლოდ იმიტომ დაიმკვიდრებს, რომ ღმერთმა ღატაკი ლაზარე დააჯილდოვა? უსამართლოა თქვენი ამგვარი მსჯელობა. ვცდებით და ვცოდავთ, თუკი ვფიქრობთ, რომ ქრისტე ამ იგავით კიცხავს სიმდიდრეს და ხოტბას ასხამს სიღატაკეს. სიღატაკემ როდი შეიყვანა ლაზარე სამოთხეში, არამედ სიღატაკესთან შეერთებული ყველა წუხილისა და ჭმუნვის სულგრძელად გადატანამ.

სიღატაკეს იმქვეყნად ცათა სასუფეველი აქვს აღთქმული, თუ პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მადლიერებით, მოთმინებით იტანს მას. ღატაკი ადამიანი – პატიოსანი მშრომელი, ახალგაზრდობაში თავისი საქციელით მშობლებს ანუგეშებს და თანდაყოლილი ნიჭის გამომჟღავნებას ცდილობს. მოწიფულობის წლებში, მართალია, ღარიბია, მაგრამ – საქმიანი. იგი უფლისაგან უდრტვინველად იღებს არსობის პურს. ღვთისაგან ბოძებულ ნაღვაწ-ნაშრომს ოჯახს უზიარებს. ცოლს არ გაურბის, არამედ მასთან ერთად რწმენით, სასოებით, სიყვარულით ინაწილებს უბადრუკ წილს. უბადრუკ ქოხში ცოლ-ქმარი დღეებს ნახევრადმშივრები ატარებენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულენი არიან. მათ სინდისს არ ღრღნის ღალატის ლაქა, ბაგეს არ შესძრავს ლანძღვა, დანანება, იჭვნეულობა. იმედი არ ტოვებთ, არამედ მით ცხოვრობენ, არავისთან წუწუნებენ. ღატაკთ აუტანელი შრომა უწევთ – და ისინი ასრულებენ, როგორც კანონს. ასეთი ღარიბნი არ გეცრუებიან, არ მოგპარავენ, სხვისას არ აიღებენ, არ დახარბდებიან არც წოდებას, არც ტიტულს, არც რაიმე სხვას, რაც ღმერთს არ მოუცია. შეავლეთ მათ თვალი: დაღლილი, მაგრამ ფხიზელი სახეები, ხელები დაკოჟრებიათ, წელში მოხრილან, რამეთუ გაჭირვებას სიმკვირცხლე დაუკარგვინებია სიარულში და ხელოვნება ურთიერთობაში. ასე ცხოვრობენ და ცხოვრობენ, ცხოვრობენ და შრომობენ, ხმელ, მაგრამ ალალსა და უსაყვედურო პურს ჭამენ, არსობის პურს. მოდის სიკვდილიც. ამდენი ჭირ-ვარამის გადამტანთ, იგი ვერ აშინებს. გვინახავს პატიოსან გლახაკთა გამგზავრება იმ მხარეში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ისინი ქრისტიანებად მიდიან იმქვეყნად. მიდიან ყოვლადმიმტევებლობითა და სასოებით. არაფერი მიწიერი აღარ ადარდებთ. კაპიტალს – უძრავსა თუ მოძრავ ქონებას – არ ტოვებენ. უფერული, შეუღებავი კუბოს ფიცარი მათი განსასვენებელია, სასაფლაოზე შაურის საფასური მიწის ნაგლეჯი სამი არშინი სიღრმისა და ორი არშინი სიგანისა... აი, მათი ბოლო: კუბოს გარშემო არავინ, საფლავის ახლო-მახლო – მესაფლავენი. არცერთი ადამიანის ცრემლი არ დავარდება არც სუდარაზე და არც საფლავზე. ასეთია ხვედრი პატიოსანი ღატაკისა. ჩვენი დედაქალაქის ნებისმიერ სასაფლაოზე ყოველდღიურად, წლის განმავლობში, შეიძლება ნახოთ ამგვარი შემთხვევა. ეგებ, თქვათ: შემაძრწუნებელი რეალობაა. შემაძრწუნებელი მათთვის, ვინც არად აგდებს ღატაკებს, მე კი ვიტყოდი, რომ დაფარული კაცთათვის, განცხადებულია უფლისთვის. ეს შესვენებული, რომელსაც მშვიდად გაუვლია თავისი ცხოვრება და ხვედრი, სწორედ ის ლაზარეა, რომელზეც დღევანდელი სახარებისეული იგავი გვეზრახება. იგი ღატაკი იყო, მაგრამ თავის უკიდურეს გაჭირვებაზე არ დრტვინავდა. ტანშიშველიც იყო და ფეხშიშველიც, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაითმინა ყველაფერი. სიცოცხლეში არავინ არაფრად აგდებდა, მაგრამ ანგელოზებმა აბრაამის წიაღში შეიყვანეს. ასეთი ღატაკისათვის, (მართალი არ არის) შესაძლოა ბევრს ხვედრი გაეცვალა, მაგრამ მომავალ ცხოვრებაში – იმსოფლად – ეს შეუძლებელია. ბევრს იქ აბრაამი ისევე ეტყვის, როგორც იგავში: „შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი“... (ლუკა 16.25).

მაგრამ, აი, რა! ჩვენს შორის რამდენს მოვძებნით მსგავს ღატაკს? ვფიქრობ, არცთუ ბევრს. მრავალთათვის სიღარიბე და სიღატაკე ცათა სასუფევლის მოპოვების საშუალება არ არის. მრავალი სიღარიბეს ბოროტად იყენებს. მრავალთათვის სიღარიბე – ვაგლახ! – დიდი გზაა სივერაგისკენ, ქურდობისკენ, გარყვნილებისკენ და ყველა სისაძაგლისა და უზნეობისკენ. ასეთი ღარიბ-ღატაკნი წარწყმედის გზას ადგანან. ვაგლახ! – ისინი მიიჩქარიან უსახელობისკენ და მერმე ჯოჯოხეთისკენ. გაჭირვებით გატანჯულნო, სიღატაკის გამო მოყვასთაგან უგულვებელყოფილნო ღარიბ-ღატაკნო, ეკრძალენით, ჰოჲ, თავთა თქვენთა და გაფრთხილდით! ყველა ჩვენთაგანისათვის ერთი იმედია ყოვლადბრძენი განგებულების ერთიანი ნებით გამოხატული: იცხოვრე და იშრომე; ცხოვრება არაა ნადიმი, არაა სეირნობა ერთი ადგილიდან მეორისკენ. იცოდეთ, ცხოვრება მშვენიერია ჩვენთა ვალდებულებათა კეთილსინდისიერი აღსრულებით მიუხედავად წოდებისა, მდგომარეობისა და ასაკისა... ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა




ნილოს სინელი

რვა მზაკვარ სულზე

ვერცხლისმოყვარებაზე

თავი 7. ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშუალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავებში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისათვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით-ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განეშორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს, საზრუნავებით დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს; მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭვულობით არ შეუკრავს სული.

მრავლისმომხვეჭელი კი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე; სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია; ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა; სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება; წამყვანებლებზე მეტად მას ვნება აკავებს.

თავი 8. ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება, და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი; გააორმაგა მან ეს თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქისათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალთ არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი, ადრევე რომ აღწევს „გვირგვინსა მას ზეცისა“ (ფილიპელთა 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრ შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებშია გართული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანძურთსაცავს ოქროთი ავსებს, უპოვარი კი „იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა“ (მათე 6, 20). წყეულ-არს, ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავში ათავსებს მას (მეორე სჯულთაჲ 27, 15), და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარების ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს.



წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი

საუნჯე – სადაც არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი, - გვეუბნება მაცხოვარი, თითქმის ყოველ კაცს რაღაც თავისი საუნჯე აქვს. საერთოდ კი, კაცისათვის საუნჯე ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ემონება და ემსახურება, რისი სასოებაც აქვს. ცოდვილის საუნჯე ცოდვაა, რომელსაც იგი ემონება; ამასთან ყოველ ცოდვილს თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალი ადამიანებისათვის კი საუნჯე ერთია და საერთო – ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი. ანგარების მოყვარე ცოდვილისთვის საუნჯე ვერცხლი ანუ სიმდიდრეა, რომლის შეძენისთვისაც იგი ყოველ ღონეს ხმარობს. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თავისი მახლობელი და ნათესავი, მოყვასის სიყვარულის მცნებას თვით ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ზომას კაცი არც ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს. მართალია, ნათესავები და მახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არა ღმერთზე უმეტესად. მაცხოვარი გვეუბნება: რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი საუნჯე მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს. თუ ისეთი გარემოება შეგემთხვევა, რომ დედ-მამის, ცოლ-შვილის ან სხვისი ვისიმე სიყვარული გაშორებს ღმრთისგან, მაშინ გირჩევნია ისინი დაივიწყო და მხოლოდ ღმრთის სიყვარულს შეუდგე. საუნჯედ ის უნდა ამოირჩიო, რაც შენზე უდიდესი და უმჯობესია და არა შენი სწორი, ან შენზე უარესი. როგორ უნდა დაუმორჩილო შენი გული ვერცხლს, პატივს ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც ამქვეყნად გჭირდება, იმისთვის არ იზრუნო. ღმერთმა ეს ქვეყანა შენთვის შექმნა, ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, შენ კი ქრისტესი ხარ. ყოველი ამსოფლიური საუნჯე მოღალატე და წარმავალია. ისინი მხოლოდ დაფლავამდე მიგყვებიან, მერე კი გიღალატებენ და შიშველს დაგტოვებენ. მართალია, აქაური შენნი ნუგეშნი ღმრთის წინაშე წარდგომის დროსაც მოგაგონდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უმეტესად დაგტანჯონ და ამგვარად, რაც აქ ნუგეშს გცემდა, იქ სასჯელად გადაგვექცევა. სიცოცხლე ამ სოფელში ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ მომავალი ნეტარებისთვის მოვემზადოთ. ამსოფლიური ყოველივე წარმავალია, ამიტომ ვინც საუნჯეს ამ სოფელში გაიჩენს, იგი ზეციურ ჭეშმარიტ საუნჯეს დაკარგავს.


მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)

ვეცხლის მოყვარებისათვის

მაცხოვარი ჩეუნი და უფალი გვასწავებს მეტყველი: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. ცხადი რამ არის რომ ბოროტს მოგებას აყენებს, თორემ კეთილად მოგებას არ დააყენებს. კეთილად მოგებას რომ აყენებდეს, ოქრო და ვეცხლი უხმარი იქნება: თუ კეთილი მოგება დააყენა, ბოროტი ყოვლითურთ უკუთქმული და დაყენებული არის, და ვითარ უნდა იქმნეს სახმარი? დაბადებული სახმარი არ იყოს ერთს რასმე საქმეში არ იქმნება, ვითარცა იტყვის დამასკელი იოანე: „არა რაჲ არს დაბადებულთაგანი რაჲმე, რომელსა შინა არა დასდვა დამბადებელმან სახმარება რაჲმე“; და რადგან სახმარი არის თითოეული - ვეცხლისა და ოქროსას ბოროტად მოგებას აყენებს, თორემ კეთილის მოგებას არ აყენებს.

საღმრთოს წერილიდამ მოვიღოთ ამისი დამამტკიცებელი სახე და სიტყვა. ისრალეთ ეგვიპტიდამ გამოსლუა რომ ეგულვებოდათ, მაშინ ღმერმან უბრძანა: თითოეულმან ისრაელმან ეგვიპტელთაგან ითხოონ ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და გამოსლუაზედ თან წამოიღონ ყოველი ეგვიპტელთ ჭურჭელი, ოქროსი და ვეცხლისა. ისრაელთ ჰყუჱს ეს ბრძანება და ეგვიპტის დიდება თან წაიღეს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა“. ხედავთ, კეთილი მოგება არ დააყენა ღმერთმან. კეთილი მოგება ვითარ იყო, თუ ამის ცნობა გნებავს, ესრეთ ჰსცან. ფარაოს მეფე ისრალეთ ამუშაკებდა და სასყიდელს არ აძლევდა; ამისთვის სასყიდლად ეგვიპტელთ ოქრო და ვეცხლი მისცა ღმერთმან ისრაელთ. მიხედეთ აქ, თუ დააყენა ღმერთმან კეთილი მოგება. კიდევ ლევიტელნი ათისთავს მოიგებდნენ, ღმერთი არ აყენებდა, უფროსად ამცნებდა ათეულის მიღებას, ვითარ იგი ხმობს მოციქული: „და რომელი ლევის ძეთაგანი მღუდელობასა მიიღებენ, მცნება აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან“; კვლად იგი მოციქული პავლე არ აყენებს ჯეროვნად მოგებას და იტყვის: „უკეთუ ჩუჱნ სულიერი დავთესეთ, დიდ-რამე არსაა, რათა ჩუჱნ ხორციელი მოვიმკოთ“.

აწ ერთი სახე მისთვის მოვიღოთ, თუ ვითარს მოგებას აყენებს ღმერთი. ელისეს მსახურმან, გეზიმ, მისის უფლისა ნება არ იყო, ისე მოიგო ვეცხლი და დაისაჯა სულით და ხორცით; ეგრეთუჱ რომელიც ქრიტეს მსახური, ამისს მსგავს ვეცხლს აღიღებ, რომელიც ქრისტეს ნება და ბრძანება არ არის, გეზის მსგავსად სულით და ხორცით დაისჯები. კვლად ღმერთი ამის მსგავსს მოგებას აყენებს: მოღება გნებავს და მიცემა არა. ეს ქრისტეს ღვთისა ნება არ არის; ქრისტე უფალი ასე გიბრძანებს: „ყოველი რაოდენი გინდეს, რათა გიყონ თქუჱნ კაცთა, ეგრეთუჱ თქუჱნ ჰყავით მათდა მიმართ“. მე უღირსი ამა სიტყუასა ესრეთ განგიმარტებ: ყოველი რაოდენიც კაცისა ქრისტეს ღვთისაგან შენ გნებავს, ეგეოდენი ქრისტეს შენ უნდა მისცე, ესე იგი, გლახაკს, ვითარ იგი გამცნებს ქრისტე: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“; და თუ ასე მოიგებ, რომ მიცემა აღარ გნებავს, ამის მსგავსის მოღებისაგან გაყენებს უფალი, ამისთვის რომ საქმესა შინა მოციქულთასა ლუკა სწერს ქრისტეს მიერ ბრძანებულს და იტყვის: „თავადმან სთქუა, უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“. კვალად ვსთქუათ განცხადებით, რომელს მოგებას აყენებს ღმერთი. აყენებს ღმერთი მპარაობით მოგებას, ვითარცა ამცნო მოსეს: „ნუ იპარავ“. კიდევ სხუა მაგალითი მოვიღოთ. ისრაელთა შორის აქარქარიმის ძემან იპარა ოქრო და ვეცხლი და სიკუდიდ დაისაჯა; ეგრეთუჱ, რომელიც მპარაობით ოქროსა და ვეცხლს მოიგებს, სულით სიკუდილს, ესე იგი საუკუნო წარწყმედას, მიეცემა. კიდევ აყენებს ღმერთი ამის მსგავსს მოღებას: შენ ვეცხლი და ოქრო მოიგო და ერთი ვინმე უბრალო და გლახაკი შეაწუხო, საუკუნოდ დაისჯები, ვითარცა იუდამან ვეცხლი მოიგო და უბრალო ქრისტე ვნებად მისცა; ეგრეთუჱ ერთს ვისმე, ანუ დიდს, ანუ მცირეს, ვნებას და მწუხარებას მისცემ, იუდას მსგავსად დაისჯები, თუ ოქროსა და ვეცხლის მიღების მიზეზისათვის, ერთი ვინმე მწუხარებასა და ვნებას მიეცი. კიდევ აყენებს ღმერთი ესევითარსა მოგებას: რომელთამე ჰურითა მიიღეს ვეცხლი და დაფარეს ქრისტეს აღდგომა: ეგრეთუჱ შენ ვეცხლისა და ოქროსათვის ქრისტეს საიდუმლოს დაფარავ და კეთილად ერსა არ განუცხადებ, - ვინც ვეცხლისათვის ქრისტეს აღდგომა დაჰფარა, შენც მასთან აღირაცხები! იმანაც ქრისტეს საკვირველება დაჰფარა ვეცხლისათვის, და შენს საკვირველს საქმეებს ჰფარავ ვეცხლის მოყვარებისათვის და ერს კეთილად არ ასწავებ და არ განუცხადებ. გაყენებს უფალი ესევითარის მოგებისაგან, როგორც ანანიამ მოიგო ვეცხლი და მცირედი მისცა ქრსიტეს მოწაფეთა და მოციქულთა, სხუა დაუფარა; ამისთვის „ანანია დაეცა და სულნი წარხდეს“. ეგრეთუჱ შენ ოქროსა და ვეცხლს მოიგებ, მცირედს რასმეს მისცემ ქრისტეს მოწაფეთა და უმრავლესს დაუფარავ, ანანიას მსგავსად, სულიერებრივად დაეცემი, და როგორც ანანიას სული სიცოცხისა განეშორა, ისე შენგან სული საუკნოსა სიცოცხლისა (რომელ არს სული წმიდა) განგეშორება. იკითხავ: ყოველივე მას უნდა მივსცე, თუ რა ვჰყო? თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ესრეთ უნდა ჰყო: შენთვის და სხუათა ქრისტეს მოწაფეთათვის საერთოდ უნდა იყოს შენი მოგებული; მოწაფენი ქრისტესნი ასე იქცეოდნენ, ვითარცა სწერს ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა: „არცა ერთმან ვინმე ჰთქვის მონაგები თვისად“. ეგების ეს საქმე ძნელად ვისმე აღუჩნდეს; აქ უფლის იესუს სიტყვა უნდა მოვიხსენოთ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლუად სასუფეველსა ცათასა“. ვინც სიძნელე დასდუა მონაგების ერთად საზოგადოდ ხმარებისა, ნაცვალი სიძნელე ქრისტემან მიუგო შესამსგავსი, პირისპირ მდგომი.

გაყენებს უფალი ესე ვითარის მოგებისაგან: ვითარცა ლაზარე გლახაკის ჟამში მდიდარე ვინმე რომ იყო, მან მრავალი სიმდიდრე მოიგო, და მისს სახლში მყოფი ლაზარე გლახაკი შიმშილისაგან იტანჯებოდა, - ამისთვის მდიდარი დაისაჯა ჯოჯხეთსა შინა, და აბრაჰამისაგან წვეთი წყლისა ითხოვა და ვერ მიემთხვა. ეგრეთუჱ შენ მრავალი სიმდიდრე გაქუს და გლახაკს მწუხარედ ჰხედავ და მის შორის სიმდიდრისაგან სუფევას არ მისცემ, მდიდრის მსგავსად ჯოჯხეთსა შინა დაისჯები და ვერცა თუ წვეთის შესამსგავსს მცირეს რასმე ღვთის მოწყალებას მიემთხუჱვი. - გაყენებს ღმერთი მტაცებლობით მოგებისაგან, ვითარცა გასწავებს უფალი იესუ: „ეკრძალენით და დაიცუჱნით თავნი თქუჱნნი ყოვლისაგან ჰანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თჳსი“. ეს უფლის სიტყვა მოწყალებითი სწავლა და განკრძალვა არის; და თუ სიტყვისაგან უფლისა არ შეისმენ, ჰანგარებისა და ტაცებისაგან არ განეყენები, შესაძრწუნებელის რისხვის სიტყვა გესმას უფლისაგან პირითა მოციქულისათა: „არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“. რაოდენის უჯეროს ვეცხლის მოგებისაგან უფალი გაყენებს, ეს შემოკლებით მცირედ ითქუა. თუ არ შეიგონე და არ დააყენე უჯერო ვეცხლის მოგება, დიდი რამ ბრალი შეგემთხუევა; როგორც უჯეროდ უჯერდო ვეცხლიე მოგებად ითქუა გლახაკთ უწყალოება. მარტო ამას მიხედე, თუ რა დიდი ვნება სდევს, და ერთისა ამისგან სხუთა ძნელი ვნება შეისწავე და განეკრძალე. თუ შენ სიმდიდრით ჰსუფევ და რომელიც გლახაკ შენდა მახლობელად არის და ის უპოვარებისათვის სწუხს და მას გლახაკსა ხორციელის საქმისა და სახმრის მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, ქრისტეს შემაწუხებელთა ჰურიათა თანა შეირაცხები. - ვითარ? ჰურიანი სიმდიდრითა და შვებით აღსავსენი იშვებდნენ და ჰხმოვანედნენ და იზახდნენ ხელმწიფებით. ქრისტე მწუხარებით მყოფი წყალს ითხოვდა და არივინ მიუპყრა. ეგრეთუჱ შენ სიმდიდრით იშუებდ და ხელმწიფებრ იზახებ და გლახაკს სიღარიბისაგან მწუხარედ ჰხედავ და მას მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, - შენც ქრისტეს შემაწუხელებლთა ჰურიათა თანა აღირაცხები; გლახაკიც ქრისტედ შერაცხილი არის თვით ქრისტეს მიერ, ვითარცა ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ჰხედავ, საყუარელო, უჯეროდ ვეცხლის მოგებას და ქონებას რა ვნება შეუდგება! ანუ სრულიად უნდა მოიძაგო ოქრო და ვეცხლი, ანუ რომელიც თესლი და ვნება თან ჰყვება ოქროს და ვეცხლს, მისის ვნებისაგან განწმენდილი უნდა მიიღო. თუ ვითარ - მაგალითი უნდა მოვიღოთ. გველი შენ რომ შეიპყარ და სჭამო, გესლიანი არს და სიკუდილს მიგცემს. მკურნალისაგან თუ მიიღე, თრიაქ-ფარუქი, რომელიც არის გველი შემზადებული, არას გავნებს. ეგრეთუჱ ვეცხლი და ოქრო, შენის ძიებით და გონების წადილით თუ მიიღე, ვითარცა გუელი, ამის მსგავსად მკვლელ გექმნება; თუ ქრისტესაგან მიიღე, რომელიც მკურნალი არის სულთა და ხორცთა, მისგან მიღებული არას გავნებს. ეს საქმე აწ საღმრთო წერილიდამ დავამტკიცოთ. ისრაელთ რომ უფლის მცნებით მიიღეს ეგვიპტელთაგან ვეცხლი, გამოსვლის ჟამში, მათ არა ვნებია რა; ელისეს მსახურმა, გეზი, უფლის წინააღმდგომობით მიიღო ვერცხლი - სულით და ხორცით დაისაჯა; ეგრეთუჱ შენ, თუ უფლის მცნების მსგავსად მიიღებ ოქროსა და ვეცხლსა - არას გავნებს; თუ უფლის მცნების მსგავსად არ მიიღე და ურჩებით შეიკრიბე - სულით და ხორცით გეზისაებრ დაისჯები. თუ შესცთე, სიმდიდრის სურვილისაგან და უჯეროდ ვეცხლი და ოქრო შეიკრიბო, აქაც რომელსაც მაგალითს მოგახსენებ, მისდა მსგავსად უნდა ჰყო: თუ გესლიანი რამ საზრდელი მიიღო, მკურნალთან უნდა მიხვიდე და სამკურნალო წამალი მისგან უნდა ისწავო; ეგრეთუჱ გესლიანი უჯერო ვეცხლის შეკრება თუ ჰყო, მკურნალს ქრისტესთან უნდა მიხვიდე და წამალი საკურნებელი მისგან უნდა ისწავო და მიიღო, რომელსა გასწავებს და გეტყვის: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რათა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ საყოფელთაგან თქუენთა, შეგიწყნარენ თქუენ საუკუნეთა შინა საყოფელთა“. მდაბიურად ასე ითქმის: სიცრუვის მამონას ვეცხლს ეძახის; ვეცხლის უხვად მიცემისაგან გალახაკნი მეგობრად უნდა მოვიგოთ, რომ როდესაც აქედამ სიკვდილისაგან მოვაკლდეთ, ქრისტემან შეგვიწყნაროს სასუფეველსა შინა ცათასა. ზემო თქმულთაგან ორი რამ წარმოჩნდა ვეცხლის გესლიანობის სამკურნალოდ: ერთი ესე რომ ქრისტეს ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, და მისგან მოვიღოთ კურნება; მეორე - გლახაკთა უნდა განვუყოთ. ახლა ეს ვიძიოთ, თუ ამათი უქნელობის მიზეზი ვისმე აქუს. რა მიზეზი უნდა აქუნდეს? თუ ვინმე იტყვის: „ქრისტეს რომ ვსთხოვოთ, არ მოგვცემს“ - ეს ყოვლითურთ უჭეშმარიტო არის, ამისთვის რომ ქრისტეს სიტყუა ტყუილი არ იქნება, ვითარცა თვით ბრძანებს: „ცანი და ქუეყანა წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა-სადა წარხდეს“, და ეს უტყუველი პირი ქრისტესი ბრძანებს: „ ითხოვდით და მოგეცესთ“. და თუ იტყვი: „ვსთხოვე და არ მომცა“ - კიდეც შენი მიზეზი არის, რომ არა მოგცა, ამისთვის რომ ბოროტად ითხოვ და არ მოგცა, ვითარცა იტყვის მოციქული იაკობ: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“; თუ კეთილად ითხოვ, შენის იესოს მსგავსად ვინ უნდა მოგცეს? ვერა რომელიმე მსგავსად მისსა ვერ მოგცემს. სხუამ რომ მოგცეს, გაყუედრებს, და შენი იესო შენდა მომართ ყვედრებას არ ჰყოფს და სხუათაგან უფრო სავსებით მოგცემს, ვითარცა თვით გიბრძანებს: „მოგეცეს თქუენ სასწაული კეთილი, შეხრილი და დატენილი და ზედა-გარდათხეული“. მეორედ გლახაკთ მიცემა ითქუა ვეცხლის მოყვარების სამკურნალოდ. და თუ ამის მიზეზად ამას ვინმე იტყვის, რომ სიმდიდრეს ვერ განვაბნევთ, ამას სოფელსა ამითი უნდა ვიცხოვროთო, - აწ ამისი ნაცვალი სიტყუა ვიძიოთ და სვთქუათ: საყუარელო, შენ რომ შეკრებას ეძახი, ვერ ჰხედავ, თორემ ეგ უფრო განბნევა არის; მაგრამ ვეცხლის მოყვარებას დაუბრმია შენი გონების თვალი და ვერ ჰხედავ, თუ შეკრებისაგან უფრო როგორ განაბნევ. იუდა ვეცხლის მოყვარებამან დააბრმო, ის შეჰკრებად ჰგონებდა - უფროსად განბნევა შეხუდა. თქუმულ არს მისთვის: „დააბნია ოცდაათი იგი ვეცხლი“. ეგრეთუჱ შენ შეჰკრებას ჰგონებ, უწყოდე, უფროსადა განაბნევ, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“. რადგან გლახაკს არ განუყოფ შენს სიმდიდრეს, არც ქრისტესთან შეჰკრებ, მაშასადამე განაბნევ; შენ შენს საუნჯეს კეთილად ჰრაცხ, მაგრამ კეთილი არ არის: მღილი, მპარავი და ავაზაკი - ყოველივე შეეხება შენს საუნჯეს, და როგორ კეთილი საუნჯე იქნება? საკვირველი ეს არის: თუ გძულს ოქრო და ვეცხლი, გლახაკს რასათვის უშურველად არ მისცემ? თუ გიყუარს - რასათვის ასეთ საუნჯესა შინა არ დაჰმარხავ, რომ ვერც მღილი, ვერცა მპარავი მიეხოს, ვითარცა გიბრძანებს მაცხოვარი: „საუნჯე თქუენი იყავნ სადა მღილმან და მჭამელმან არა განრყუნის და სადა მპარავთა არა დათხარიან და განიპარიან“. თუ საუნჯისა ამის ცნობა გნებავსთ, გლახაკთა შორის იპოვება ამისი მსგავსი საუნჯე; მათ შორის დაუნჯებულს ვნება არა შეეხება რა, ამისთვის, რომ თვით ქრისტე მცველი ექმნება, სიტყვისა ამისგან სჩანს: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. თუ ასე არა ჰყოთ და სხუა გვარად ვეცხლის მოყვარებით შეიკრებ, აქაც ცთომილი ხარ. თუ ვითარ - ვსთქუათ. მოციქული პავლე იტყვის: „რომელსა ეგონოს თავის თვისი ვითარმედ არს რაჲმე და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს“. სიტყვისა ამის მსგავსად, თავის-თავს აცდუნებს; მას თავისი თავი მდიდარი ჰგონია, მას არა აქუს რა მხოლოდ ერთის ტილოს მეტი. ამას მტკიცე აღმოჩინება მივსცეთ. მოციქული იტყვის: „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად“. ჰსჩანს, რომ არცა რაჲ განღებად ძალ-გვიძს. როდესაც იშვა მდიდარი, სოფლად არა რაჲ-მე შემოუღია, - ვეერცა რას განიღებს, მხოლოდ ერთი ტილოს მეტს; და ერთი ტილო რა სიმდიდრე არის? მიჰხედეთ, რა ცთომაში არის ვეცხლის მოყვარე! ეგების სთქუას ვეცხ


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sergi_glaxa   სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული   Feb 5 2008, 01:08 PM
კანუდოსელი   24. და კვლავ გეუბნებ...   Feb 5 2008, 02:33 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი გეთანხ...   Feb 5 2008, 02:38 PM
კანუდოსელი   გეთანხმები, თუმც ...   Feb 5 2008, 04:42 PM
კანუდოსელი   17. ხოლო მან უთხრა მა...   Feb 5 2008, 03:02 PM
ლილიანა   შეიძლება ადამიანი ...   Feb 5 2008, 04:00 PM
შევრდომილი   შეიძლება ადამიანი...   Feb 5 2008, 04:05 PM
ნათია   sergi_glaxa ქონება არ გან...   Feb 5 2008, 04:12 PM
sergi_glaxa   ნათია მე არ მითქვა...   Feb 5 2008, 04:43 PM
კანუდოსელი   და კვლავ გეუბნები...   Feb 5 2008, 04:44 PM
თათარაშვილი   ეს იმიტომ რომ მდიდ...   Feb 5 2008, 04:47 PM
ნათია   sergi_glaxa არამგონია, აქ ...   Feb 5 2008, 04:48 PM
sergi_glaxa   სიმდიდრე შუაში კი ...   Feb 5 2008, 05:16 PM
კანუდოსელი   ჰოდა მეც მაგაზე ვს...   Feb 5 2008, 05:20 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი კი ზაზა...   Feb 5 2008, 05:25 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კი ზაზ...   Feb 5 2008, 05:39 PM
lingvo   სიმდიდრე ადამიანმ...   Feb 5 2008, 05:50 PM
სოფი   კი,უმეტესად ღარიბ...   Feb 5 2008, 05:53 PM
sergi_glaxa   მახსენდება ერთი სა...   Feb 5 2008, 06:01 PM
kato_Bato   მეც ყოველთვის მეგო...   Feb 5 2008, 06:39 PM
sergi_glaxa   ერთ ერთ კომენტარში...   Feb 5 2008, 06:50 PM
ალექსანდრე   აბრაამ მამამთავრი...   Feb 6 2008, 02:44 AM
KAIROS   ვიფიქრე რა დავწერო...   Feb 6 2008, 04:49 AM
KAIROS   მოაკლო ეს ნაწყვეტი...   Feb 6 2008, 05:23 AM
Lenus   ...........   Feb 6 2008, 10:22 AM
კანუდოსელი   ამასთან მდიდარი ა...   Feb 6 2008, 01:42 PM
Lenus   ...........   Feb 6 2008, 02:58 PM
ელესარი   ახლა მოკლედ გადავხ...   Feb 6 2008, 05:46 PM
sergi_glaxa   ელესარი რათქმა უნ...   Feb 8 2008, 01:51 PM
ელესარი   ჯერ ერთი, ყველაფერ...   Feb 8 2008, 02:18 PM
sergi_glaxa   ელესარი ყველაფრი...   Feb 8 2008, 02:31 PM
ელესარი   აი ამაზე კი ორი აზ...   Feb 8 2008, 02:35 PM
ალექსანდრე   sergi_glaxa მაცხოვარმა ეგ...   Feb 8 2008, 02:41 PM
Lenus   ................   Feb 8 2008, 02:57 PM
ალექსანდრე   ალექს, მადნ ერთი რ...   Feb 8 2008, 03:01 PM
sergi_glaxa   ნუ გავამართლებთ სი...   Feb 8 2008, 03:04 PM
ალექსანდრე   ნუ გავამართლებთ ს...   Feb 8 2008, 03:09 PM
მხევალი ნინო   სიმდიდრე ერთდროულ...   Feb 8 2008, 03:08 PM
sergi_glaxa   ალექსანდრე შენ რა ...   Feb 8 2008, 03:12 PM
ალექსანდრე   sergi_glaxa რატო არ ყიდი ყ...   Feb 8 2008, 03:15 PM
sergi_glaxa   ალექსანდრე ახალგ...   Feb 8 2008, 03:26 PM
ალექსანდრე   ალექსანდრე ახალგა...   Feb 8 2008, 03:27 PM
sergi_glaxa   ალექსანდრე დიახ უ...   Feb 8 2008, 03:35 PM
ალექსანდრე   [b]ალექსანდრე დიახ ...   Feb 8 2008, 03:44 PM
sergi_glaxa   ალექსანდრე თავს მ...   Feb 8 2008, 03:50 PM
ალექსანდრე   ალექსანდრე თავს მ...   Feb 8 2008, 03:55 PM
sergi_glaxa   ალექსანდრე ალოოო...   Feb 8 2008, 04:01 PM
ალექსანდრე   sergi_glaxa მე არ ვიცი სხვ...   Feb 8 2008, 04:17 PM
მხევალი ნინო   ყყევალმ, რომ ყველა...   Feb 8 2008, 04:21 PM
ალექსანდრე   ყყევალმ, რომ ყველა...   Feb 8 2008, 04:38 PM
sergi_glaxa   სიცრუე და ტყუილი მ...   Feb 8 2008, 04:34 PM
მხევალი ნინო   [color=#CC0000][size=5]სიცრუე და ...   Feb 8 2008, 04:55 PM
მხევალი ნინო   დავიჯერო დავით მეფ...   Feb 8 2008, 04:40 PM
კანონისტი   მხევალი ნინო დავი...   Feb 8 2008, 04:41 PM
sergi_glaxa   მხევალი ნინო იმედი...   Feb 8 2008, 08:00 PM
sergi_glaxa   კანონისტი როცა გი...   Feb 8 2008, 08:12 PM
afxazi   sergi_glaxa გლახა მომიტევ...   Feb 8 2008, 08:19 PM
Andria   მხევალი ნინო ეს ფ...   Feb 8 2008, 08:27 PM
sergi_glaxa   afxazi მოსატევებელი ა...   Feb 8 2008, 08:38 PM
afxazi   sergi_glaxa მე არ მიწოდებ...   Feb 8 2008, 08:59 PM
sergi_glaxa   afxazi მეგობარო მე არ ...   Feb 8 2008, 09:21 PM
დათიკო   sergi_glaxa afxazi Andria დამშვიდდ...   Feb 8 2008, 11:56 PM
KAIROS   აქ ისევ იმაზე კამა...   Feb 9 2008, 03:47 AM
მხევალი ნინო   Andria ანდრია ცუდი ჭრ...   Feb 10 2008, 03:54 PM
sandro40   [size=5]მათეს სახარება ...   Feb 10 2008, 05:25 PM
staywhite   ჩემი აზრით, სიმდიდ...   Feb 11 2008, 07:56 AM
sergi_glaxa   მაინტერესებს სად გ...   Feb 11 2008, 12:05 PM
KAIROS   არა ეს დევს უკვე ი...   Feb 12 2008, 02:58 AM
sergi_glaxa   KAIROS აბსოლუტურად გე...   Feb 12 2008, 11:38 AM
marine   „ეს დიდი მამა მრავ...   Apr 26 2016, 01:33 PM
marine   ამ თემას ვეძებდი...   Sep 9 2016, 09:40 PM
marine   "კეთილმოწყობილი ...   Sep 25 2016, 11:13 PM
marine   "ზღვა მდინარეთა მ...   Sep 29 2016, 08:06 PM
marine   "ვერცხლისმოყვარ...   Oct 1 2016, 11:24 AM
marine   "წმინდანი [ღირსი ...   Oct 26 2016, 09:31 PM
marine   "რაოდენ შეძლებულ...   Oct 30 2016, 01:27 PM
marine   "სიღარიბე კეთილ ა...   Oct 30 2016, 09:20 PM
marine   "უფალი არ ასხვავე...   Oct 31 2016, 11:08 PM
marine   "ძველი ბერძნები დ...   Nov 9 2016, 12:17 PM
marine   "როგორც სიმაძღრი...   Dec 7 2016, 10:39 PM
marine   "სიმდიდრე არის ღმ...   Dec 20 2016, 09:14 PM
marine   "სიმდიდრეს იძლევ...   Dec 22 2016, 01:44 PM
marine   "ვიყოთ მართალნი, ...   Dec 25 2016, 02:43 PM
marine   "წმინდა მამათა მკ...   Jan 17 2017, 03:00 PM
marine   "სადაც ქრისტეს უა...   Feb 10 2017, 07:18 PM
Elzaa   გადაჭრით არ ამბობს...   Feb 10 2017, 11:24 PM
marine   "ფუფუნება ანგრევ...   Feb 23 2017, 09:26 PM
marine   "როცა სულიერება დ...   Mar 9 2017, 01:50 PM
marine   "თუკი ლოთისთვის ღ...   Mar 19 2017, 01:19 PM
marine   "მატერიალური სიმ...   Mar 22 2017, 11:07 AM
marine   "მსოფლიოში სამი ბ...   Mar 28 2017, 09:55 AM
marine   "ღატაკნი დახმარე...   Mar 30 2017, 11:19 AM
marine   "სულიაურის წინაპ...   Apr 4 2017, 11:29 AM
marine   "სიმდიდრე ვერ დაგ...   Apr 10 2017, 04:37 PM
marine   "მოკვდავნო, გახსო...   Apr 21 2017, 10:35 AM
marine   "ერთი ბერი მიყვებ...   Apr 24 2017, 08:28 PM
marine   "იცოდეთ ისიც, რომ ...   Apr 25 2017, 03:41 PM
marine   "მოკვდავნო, გახსო...   May 2 2017, 11:36 AM
marine   "ძვირფასეულობის ...   Jun 1 2017, 09:29 PM
marine   "როგორც სიმდიდრე ...   Jun 4 2017, 07:19 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი