სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
KAIROS |
Feb 6 2008, 05:23 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოაკლო ეს ნაწყვეტი რატომღაც, ვაგრძელებ:
...ეგების სთქუას ვეცხლის მოყუარემ: ერთის ტილოს მეტი როგორ არ მაქუს-რა; ჩემი საუნჯე სრულებით ოქროთა და ვეცხლით სავსე არის. ვეცხლის მოყვარეო, ეგე შენი არა არის! გესმის მეუფის იესოს მიერ: „სხუანი დამაშურალ-არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუჱდით“. შენზედ ეს სიტყვა არ ითქმის: დაჰშვერი და შეიკრიბე, მაგრამ შენს შრომილზედ სხუა შემოვა და სხუა მიიღებს, შენ ლიტონი და ცალიერი დაშთები. თქუმულსა ამას თუ არ ირწმუნებ, მე მდიდარს გიჩუჱნებ რომ თავისი სიმდიდრე არცა ცათა შინა აქუნდა და არცა ქუეყანასა ზედა. ეს ქრისტეს მიერი სიტყვით დაგიმტკიცო. ქრისტემან მდიდარს უთხრა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთ და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“. ჰსჩანს თავისი მონაგები მტკიცედ არა ჰქონია; თუ მტკიცედ ჰქონებოდა - „გაქუნდეს“ ასე არ ეტყოდა, ასრე ეტყოდა: „გაქუს“. მაგრამ ვეცხლის მოყუარეს არც ცათა შინა და არც ქუეყანასა ზედა მტკიცედ არა რაჲმე აქუს, - ზემო ქრისტეს მიერ თქუმულმა ესრეთ წარმოაჩინა. კიდევ ვსთქუათ, რომ ვეცხლის მოყუარეს არა-რაჲმე აქუს სიმდიდრე; სიმდიდრის ქონება ეს არის, როცა რამე ენებებოდეს კაცს, თავსის სიმდიდრისაგან მოპიოვოს; თუკი ვერას მოიპოვებს, რაც ენებება, მდიდარი არ იქნება. ახლა მას მდიდარსა მივხედოთ, რომელიც ლაზარა გლახაკის ჟამში მდიდარი იყო; ერთი წვეთი წყალი დასჭირდა, რა დიდის სურვილით ითხოვა, მაგრამ ვერ მოიპოვა! თუ მდიდარი იყო, სადა ჰსჩანს მისი სიმდიდრე? - არა სადა! ამისთვის არა ჰსჩანს, რომ უგვანად შეკრებილი იყო. ოქრო და ვეცხლი ამაოდ და ცუდად განიბნევა. თუ იძიებ, რომ რომელს სიმდიდრეს აქუს კეთილი მდგომარეობა, გიჩუენო ქრისტეს მიერ სიტყვით. უფალი იესო ბრძანებს: „რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდინ ეზოსა თვისსა, მშვიდობით არიან მონაგები მისი“. როდესაც ქრისტეს შენს სიმდიდრეს ეზოს ჰსცავს, მაშინ შენი მონაგებიც მშვიდობით არის, და თუ ქრისტე არ სცავს, ყოვლითურთ უხმარი არის, ვითარცა არა ქონებული, ვითარცა ზემო წარმოვაჩინეთ ამისდა მაჩუენებლად საქმე მდიდრისა. მოვიდეთ და ქრისტესა და მოწაფეთა მისთა მიერ თქუმული ვეცხლი მოყვარებისა დასხნისათვის მაგალითად ვიხმაროთ. ქრისტემან ბრძანა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან იმრუშა და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“. მოწაფეთა მოახსენეს: „უკეთუ ესოდენი ბრალი არს დედაკაცისა თანა, არა-რა შეჰგავს ქორწინება“. ქრისტემან უბრძანა: „არა ყოველთა დაიტიონ“. ეგრეთუჱ სახედ ამისა მე უღირსი ვიტყვი: რომელიც უჯეროდ ვეცხლს შეიკრებს, ისიც ვეცხლის მოყუარე არის და რომელიც ჯეროვნად შეკრებულს როგორც ჯეროვანი არის, ისე გლახაკს არ განუყოფს, ისიც ვეცხლის მოყუარედ აღირაცხება; და თუ ესოდენი ბრალი არს ვეცხლისა, არა შეჰგავს მოგება; მაგრამ არა ყოველთა დაიტიონ, თორემ უმჯობესი - სრულიად მოუგებლობა არის, ვითარცა არს სიტყუა მაცხოვრისა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. გნებავს ამის ცნობა, თუ სრულიად უპოვარება როგორ უმჯობესი არის სიმდიდრისაგან? მე გიჩუენო: მდიდათ ვაება აქუს ქრისტესაგან, ვითარცა ბრძანებს: „ვაჲ, თქუჱნდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქუენი“; და გლახაკთა ნეტარება აქუს იესოს მიერ: „ნეტარ იყვნენ გალახკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. მიჰხედენ, რაოდენად უმჯობესი შეიქმნა გლახაკი მდიდრისაგან: გალახკი ნეტარებაში არის და მდიდარი ვაებაში. უცხადესი წარმოჩენა ამის უმეტესი რაჲ იქმნება? მაგრამ ერთი სახე კიდევ მოვიღოთ მდიდრისა და გლახაკისა, თუ რომელი უმჯობესი არის. საეჭვო არ არის, რომ გლახაკი უმჯობესი არის: ლაზარე გლახაკი სასუფეველში და მდიდარი - ჯოჯოხეთსა შინა. აქ ერთი საკვირვო საქმე არის: უსულოსა და უგრძნობელსა ნივთზედ ყოვლითურთ ჯეროვნება ეს არის - შენ უნდა უფლებდე; და რადგან ვეცხლის მოყუარე ხარ, შენ ვეცხლის უფლად არა ჩანხარ; თუ უფალი ხარ, ეს როგორ არის, ხელით და ფერხით მისგან შეკრული და დამონებული ხარ: ხელი შეკრული გაქუს მოწყალებისათვის, რომ ერთი რამ ძვრა შენს ხელს მოწყალებისათვის არა აქუს; ფერხი შეკრული გაქუს და ეკკლესიასა შინა სვლას ვერ ახშირებ ამის მოშიშრებისათვის - ვეცხლი მპარავმან არ წარიღოს; თვალი მის მიერ დაბნელებული გაქუს და ქრისტეს მსგავს გლახაკს კეთილად მოწყალებით ვერ ჰხედავ. კრატისტოს ვინმე ბრძები ვეცხლისაგან თავისის თავის შეკრვასა და მონებას ჰხედვიდა, ამისთვის ყოველივე სიმდიდრე მისი ზღვაში გარდაყარა, და ვეცხლს თავისი თავი არ დაამონა. თუ გნებავს, რომ შენც განირინო თავისი თავი, ვეცხლის მონებისაგან, ხელი განხსენ და აღძარ გლახაკთა მოწყალებისათვის, ფერხი განხსენ სვლად ეკკელსიასა შინა ლოცვისათვის, თვალნი განაღე გლახაკთა მოწყალებით მიხედვისათვის; კრატისტომან ზღვაში განაბნია, შენც ზღვის მიმსგავსებულს ქრისტეს სიყვარულში (ესე იგი, გლახაკთა მოწყალებაში) განაბნიე, რათა წარმავალისა და განხრწნადისა წილ წარუვალი და განუხრწნელი მიიღო საუკუნო დიდებაჲ, აწდა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ. ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი