![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო. თამბაქოს წევა გატაცებაა თუ მიჩვევა? უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მეოცე საუკუნის დამდეგს, როდესაც თურქებმა მცირე აზიიდან მართლმადიდებელ ბერძენთა უმეტესობა გაასახლეს, სმირნასთან ახლოს შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ ხორცით მოვაჭრე თურქს ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძველი ხატი, რომელსაც იგი ხორცის დასაჭრელ ფიცრად ხმარობდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა, შეეჩერებინა სიწმინდის საშინელი შეურაცხყოფა და ხორცთან ერთად ხატიც იყიდა, ისე როგორც ჩვეულებრივი ფიცარი. სახლში მან გაასუფთავა ხატი და სასტუმრო ოთახის კედელზე ჩამოკიდა.
სამწუხაროდ, იგი მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას ძილში ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შებილწვას სიგარეტის კვამლით, ჯობდა ხატი ისევ თურქისთვის დაებრუნებინა. ღმრთისმშობელი ამჯობინებდა თურქ ვაჭარს ხატზე ხორცი დაეჭრა, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს იგი "ეშმაკის საკმევლის" სიმყრალით შეებოლა. ხსენებულმა ქრისტიანმა გულისხმაყო თავისი ცოდვა და მოწევას სამუდამოდ დაანება თავი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი