![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
2006 წლის 6 და 7 დეკემბერს, ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მეხუთე(!!!) საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატოტია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.
ღონისძიება ითვალისწინებს სესიის ჩატარებას, სახელწოდებით - გრიგოლ ფერაძის ლექციები, რომელიც ეძღვნება გელათის აკადემიის დაარსების 900 წლისთავს. კონფერენციის თემაა - ქართველები და სხვა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში. P.S. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ კანონიზებული იქნა და დაწესდა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენება 6 დეკემბერს. საქართველოში კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, კვლავ არავინ არაფერი იცის მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. კვლავ არავინ(იშვიათი გამონაკლისით) იცის ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას! პოლონელებს დიდი მადლობა ჩვენი წმიდა მამის ხსოვნის უკვდავყოფისათვის, მაგრამ საკითხავია, დღევანდელ ქართველებს თუ გვახსოვს წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენების დღე - 6 დეკემბერი! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 06:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი