![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
ეს თემა კოპირებულია - ამიტომ თუ ვინმე მას სხვა ფორუმზეც ნახავთ,
არ გაგიკვირდეთ... საბრძოლო იარაღებიდან დავიწყოთ ხმლები აღწერით . ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია - ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს - ტროას ომის დაწყებამდე. პირველი ბრინჯაოს ხმლები ჰქონდათ ეგვიპტელებს - და მას ხოპეში, კჰოპეში ერქვა - რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საქონლის წინა ფეხს - თავისი მოხაზულობის გამო. წააგავს იატაგანს. იგი შედგებოდა სახელურისგან და ნალის მსგავსი მახვილისაგან. ხშირად იყო ორპირი ალესილი, სახელური და მრგვალი. სახელური სიგრძე აღწევდა 50 სმ. ![]() ხოპეში იყო საუკეთესო - ელიტარული მებრძოლების იარაღი და იგი ძალზე საშიში იყო. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა ეხმარათ იგი ეტლიდან ბრძოლის დროს. ![]() http://www.bronze-age-craft.com/swords_for_sale.htm * * * აკინაკი - (греч. akinakes) იყო მოკლე ხმალი, (40—60 სმ), რომელიც ძირითადად ჰქონდათ სპარსელებს და სკვითებს პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. მას ჰქონდა დამახასიათებელი მომრგვალებული სახელური ბრტყელი მახვილი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს აკინაკი სკვითურია და მისი სიგრძე 44,5 სმ -ია. ბერძნები ბრძოლაში იყენებდნენ კსიფოსებს - ეს იყო სწორი ხმალი- 75 სმ-სიგრძის, გოპლიტები მე-6 საუკუნიდან იყენებდნენ კოპისებს - ოდნავ მოხრილ ხმლებს, 50-70 სმ სიგრძის, სპარტელებს კიდევ უფრო მოკლე ხმლები ჰქონდათ, თუმცა ბერძნები ხმლებზე უფრო მეტად შუბებს იყენებდნენ. 4 საუკუნეში ათენელმა სტრატეგმა იფიკრატმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა და ორჯერ გაზარდა მეომრების ხმლების სიგრძე. ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ხმარობდნენ ასევე მოკლე ხმლებს. რომაელებს ჰქონდათ ე.წ. გლადიუსები, რომელიც დაახლოებიტ 1 კგ იწონიდა. და 66 სმ სიგრძის იყო. კელტები იყენებდნენ 1 მეტრის სიგრძის ხმლებს. ეს რომაული გლადიუსის რეკონსტრუქციაა ![]() კოპისი - (греч. κόπτω, лат. kopis) — ეს არის მოხრილი ხმალი ცალმხრივი ალესილი პირით - რომელსაც ძველი ბერძნები იყენებდნენ. თუმცა მოხრილ ხმლებს ბერძნებამდე მრავალი ხალხი იყენებდა - პირველი ასეთი მოხრილი ხმალი იყო ეგვიპტური ხოპეში - რომელიც ჩვენ უკვე აღვწერეთ - хопеш (англ. khopesh), - რომელიც ალბათ ნალისგან წარმოიშვა. კოპისი ბერძნულად ნიშნავს - ჭრას, ჩეხვას - ევრიპიდემ და პლუტარქემ ეს ტერმინი იხმარეს ხორცის მჭრელი დანის აღსანიშნავად, ხოლო ქსენოფონტე ასე უწოდებდა სპარსელების და ეგვიპტელების ხმლებს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების აღმწერი კურციუსი ახსენებს მაკედონელებისათვის უცხო ხმლებს - კოპიდებს, რომლითაც კვეთავდნენ სპილოს ხორთუმებს - «Слегка изогнутые мечи, похожие на серпы, назывались копидами, ими рубили хоботы слонов.» ![]() არის კიდევ ერთი ასეთი მოხრილი ხმალი, რომელსაც მაჰაირა ეწოდება, махайра (греч. μάχαιρα, makhaira, machaera), რასაც ბერძნულად დანა ეწოდება. ამ ტერმინს იყენებდნენ ბერძნები უფრო ფართოდ - მათ შორის როგორც დანა, ხანჯალი. ქსენოფონტე ახსენებს კოპისს და მაჰაირას ერთი და იგივე ხმლის აღსანიშნავად - საუბარია მოხრილ - ცალმხრივ ალესილ ხმალზე - თუმცა მაჰაირას ქვეშ ალბათ მაინც გულისხმობდა დაჩნას, რომელიც ჩხვლეტის გარდა გამოიყენებოდა ასევე ჭრითი დანიშნულებისათვისაც ანუ იყო ალესილი. ამგვარად მაჰაირა უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა, ვიდრე კოპისი. მე-10 საუკუნის ბიზანტიურ ნაწერებში მაჰაირას უძახიან უბრალოდ ხმალს, იგი თავის მხრივ პოლიბიუსის ნაწერებს ეყრდნობოდა ხოლო პოლიბიუსი კელტ-იბერების და რომაელების ორმხრივ ალესილ ხმლებს მაჰაირას ეძახდა, ხოლო უფრო ადრეულ ნაწერებში ბერძნები ასეთ ხმლებს ქსიპოსებს უწოდებდნენ. კოპისი როგორც ხმალი ეტყობა ბერძნებმა გადაიღეს სპარსელებისგან 6 საუკუნეში ჩვ.წ.აღმდე. ჰეროდოტე ახსენებს ასეთ იარაღს სპარსულ კავალერიის აღჭურვილობაში, (5 საუკ ჩვ/წ/ა-ღმდე). კოპისის მახვილის სიგრძე არის - 53 სმ-დან 70 სმ-მდე. ზოგჯერ საზურგე ნაწილი სწორია და ამით კოპისი წააგავს მაჩეტეს. საბერძნეთში კოპისებს შეზღუდულად იყენებდნენ, სამაგიეროდ იდი ნაციონალურ იარაღად იქცა (ესპანელ) იბერებში, სადაც იგი შეიტანეს ვაჭრებმა 6-5 საუკუნეებში ჩვ.წ.ა-ღმდე. რომაელმა მეომრებმა გადაიღეს კოპისები იბერიელებისგან ჰანიბალთან ომის შემდეგ და მას დაარქვეს გლადიოლუსი - “gladius hispanicus” - ანუ ესპანური ხმალი. ესპანურმა ხმალმა უკვე XIX საუკუნეში მიიღო სახელი ფალკატა - фалката (falcata) - ასეთი უვნაური სახელი მას დაერქვა ერთ-ერთი მთარგმნლის გამო, რომელმაც ლათინურიდან არასწორედ თარგმნა სიტყვა falcatus, რაც ლათინურად ნიშნავს ნალივით მოხრილს. ესპანელი მჭედლები აწრთობდნენ სუკეთესო ფალკატებს. 2 საუკუნის იბერიელი მჭედლები ხმლის ხარისხს ამოწმებდნენ ასე - ხმალს იდებდნენ ტავზე და ბოლოებს ისე ხრიდნენ, რომ ეხებოდა მხრებს - ხელის უცებ გაშვებით ხმალი სწორდებოდა თავდაპირველი ფორმამდე. 5-4 საუკუნის ფალკატები წააგავს ბერძნულ კოპისებს - სახელურზე გამოსახავდნენ ცხოველის ან ფრინველის თავს. ფალკატას სიგრძე 60 სმ იყო. ესპანელები ატარებდნენ მას ზურგზე, ზოგჯერ ქამართან. ფალკატების ფორმა ისე იყო გაკეთებული, რომ დარტყმისას უდიდესი ძალა წვერზე მოდიოდა. რომაელების თქმით, ვერანაირი მუზარადი ვერ უძლებდა ფალკატას დარტყმას. 3 საუკუნეში რომაული არმია იყო შეიარაღებულ იასეთი ესპანური ხმლებით - ლივიუსის აღწერით ამ ხმლებით რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონელები. «Филипп [македонский царь Филипп V] обратил особое внимание на похороны людей, павших в стычке кавалерии, и приказал их тела принести в лагерь... Зрелище похорон должно было пробудить в солдатах боевой пыл и готовность не щадить своей жизни, а вместо того преисполнило их страха и уныния. До сего времени приходилось им видеть лишь раны от дротиков или стрел, изредка — от пик, да и воевать привыкли они только с греками и иллирийцами; теперь, увидев тела, изуродованные испанскими мечами, руки, отсеченные одним ударом вместе с плечом, отрубленные головы, вывалившиеся наружу кишки и многое другое, столь же страшное и отвратительное, воины Филиппа ужаснулись тому, с какими людьми и против какого оружия придется им иметь дело.» ![]() Фалката из музея в Мадриде(IV в. до н. э.) ![]() Фалката с остатками ножен из музея в Мадриде(III в. до н. э.) ![]() |
![]() ![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
სეტტო -
Сэтто (яп. 節刀, сэтто —ეს არის განსაკუთრებული, ლეგენდარული იაპონური ხმალი, რომელსაც იაპონელი იმპერატორი უბოძებდა ხოლმე არმიის მხედართმთავარს მისი მხედართმთავრობის საპატიო ნიშნად. ლაშქრობის დამთავრების შემდეგ ხმალი უბრუნდებოდა იმპერატორს. სეტტო იყო ერთადერთხელ დამზადებული ხმალი ისტორიაში... ანუ ამ ხმალს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. სიტყვა სეტტო შედგება ორი ნაწილისაგან - სეცუ(დროებითი, დრო) და ტო-(ხმალი) Слово сэтто состоит из двух слов: сэцу (яп. 節, здесь «время, временный») и то: (яп. 刀, «меч»). ამ შემთხვევაში სიტყვა გამოდის დროებითი რწმუნება რაც ნიშნავს სამეფო ხმლის დროებით სხვის ხელში გადასვლას. ამ ხმლის მფლობელი ანსახიერებდა იმპერატორის ნებას და აძლევდა მის მფლობელს უფლებას თავისი ნებასურვილით შეეგროვებინა ჯარი და პროვიზია ლაშქრობისათვის, ესარგებლა უზენაესი ხელისუფლებით და უფლებით დაესაჯა ქვეშემდრომები და მტრები ანუ ამ ხმლის მფლობელს ეძლეოდა თითქმის სამეფო უფლებები ომის პერიოდში. სიტყვა სეტტოსგან წარმოიშვა სიტყვა ძისეცუ. ძისეცუ ნიშნავს ძი-მიჭირავს, სეცუ-სეტო ანუ სეტოს მფლობელი. слово дзисэцу (яп. 持節): дзи (持) означает «держать», «обладать», а сэцу (節) употреблено здесь вместо сэтто (節刀). ანუ ძისეცუ არის სეტტოს მფლობელი ანუ მხედართმთავარი, რომელმაც უკვე მიიღო იმპერატორისაგან განსაკუთრებული ხმალი და უფლებები და ახლა ასრულებს იმპერატორის ნებას. ხშირად სიტყვა ძისეცუ სახელდებოდა ამა თუ იმ სამხედრო პირის წოდებაში. Слово дзисэцу иногда включалось в титул полководца, например: дзисэцу тайсёгун («главнокомандующий, получивший меч сэтто»), сэй хаято дзисэцу тайсёгун («главнокомандующий в походе против хаято, получивший меч сэтто»), сэйи дзисэцу тайси («глава посольства по усмирению варваров, получивший меч сэтто»). დაიტოკეი - ეწოდება ხმალი სეტტოს შემავალი სამეფო რეგალიების ერთობლიობას, რომელიც გადაეცემოდა იაპონიაში იმპერატორიდან იმპერატორს. იგი ითვლებოდა სამეფო საგანძურად და მას განსაკუთრებულ კიდობანში- კარაბიცაში карабицу (яп. 唐櫃, «китайский ящик») ინახავდნენ, როგორც მეფის და სახელმწიფოს საკუთრება. იგი ინახებოდა სამეფო სასახლე გიოდენში, მერე გადაიტანეს ნაისიდოკოროში. იაპონელების გადმოცემით ("იაპონური ისტორიული ენციკლოპედის მიხედვით"), ხმალ სეტტოს უწოდებდნენ ჯადოსნურ ხმალს (яп. 靈剣, рэйкэн), ანუ მას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა და არ გამოიყენებოდა ბრძოლის დროს. მას ჰქონდა კიდევ სამი სახელწოდება - სანკო სენტოკენი, სიოგუნკენი და ჰატეკიკენი. санко сэнтокэн (яп. 三公戦闘剣) — «боевой меч сановника» («боевой» не в том смысле, что он использовался сановником в бою, а в том смысле, что во время боевых действий он находился при сановнике); сёгункэн (яп. 将軍剣) — «меч полководца» и хатэкикэн (яп. 破敵剣) — «меч, разящий врагов». სეტტოს დაშნაზე გამოსახული იყო ჩინური წარმოშობის სიმბოლური ნიშნები მარცხნივ გამოსახული იყო სამი ხელისუფალი და ხუთი მეფე (ფუსი, შენნუნი, ჰუანდი, შაოჰაო, ჩჟუანსიუი, დიკუ, იაო, შუნი). ექვსი ვარსვლავი სამხრეთ დათვის თანავარსვლავედისა, და ცისფერი დრაკონი. ასევე თალისმანი სივანმუ, რომელიც გიცავს სასიკვდილო იარაღისაგან. მარჯვენა მხარეს გამოსახული იყო ჩრდილოეთ პოლუსის ხუთი ვარსვლავი და ჩრდილოეთ დათვის თანავარსკვლავედის შვიდი ვარსვლავი, თეთრი ვეფხვი და თალისმანი ლაო-ცზი, რომელიც ანადგურებს მტრებს. სეტტოზე ძველ წყაროებში მითითებულია, რომ სეტტო პირველად მიართვეს იაპონიის იმპერატორ ძინგუს (201-269 წწ) კორეის სათავადომ - კუდარამ. მეორე ვერსიით, სეტტო პორველად გაჩნდა იმპერატორ მომმუს დროს (697-707 წწ), რომელიც იყო თაყვანისმცემელი ყველაფერ ჩინურისა და თითქოს მან შემოიღო იაპონიაში ეს წესი პირველად.. სწორედ ჩინეთში იყო ასეთ ტრადიცია, ასეთი წესი - ომიანობისას სამეფო უფლებებს გადასცემდნენ ხოლმე არმიის მხედარმთავარს. в Китае полководцу в знак его полномочий вручалась цзеюэ (кит. 節鉞) — «секира-удостоверение». В уложении «Тайхорё» (701 г.) написано: «Когда тайсёгун выступает в поход, ему жалуют сэтто». В толкованиях к «Тайхорё» говорится: «Что касается удостоверений посла, то раньше для этого использовали волосатый коровий хвост, но теперь это заменено мечом, который поэтому и называют сэтто — мечом-удостоверением; название удостоверения изменилось, но смысл его остался прежним». პირველი ასეთი ხმალი მიართვეს იმპერატორ გემმიოს (708-714). ისტორიამ შემოინახა იმ მხედარმთავრების სახელები, რომელთაც ჰქონდაათ დიდი პატივი ეტარებინათ ეს ხმალი: პირველად ეს ხმალი - სეტტო დროებით მფლობელობაში უბოძეს ფუძივარა კოსემაროს და მის თანამდებობას ერქვა -" მუცუ-ტინტო-სიოგუნი", რაც ნიშნავს "მთავარსარდალი მუცუ- აღმოსავლეთის დამმორჩილებელი" და უბოძეს ასევე საეკი ივაუს - თანამდებობაზე "სეი-ეტოგი-ედძო-სიოგუნი", - რაც ნიშნავს - მთავარსარდალი - "ეტიგოში ბარბაროსების დამსჯელი". შემდეგ, ჩვ წ-აღის 720 წელს ხმალი უბოძეს ოტომო ტაბიტოს - რომელმაც მიიღო წოდება - "სეი-ჰაიატო-ძისეცუ-ტაისიოგუნი" - "მთავარსარდალი სეტოსი-ჰაიატოს დამპყრობელი" ასეთი ცნობები შეგვინახა იაპონიის ისტორიამ. როგორც გადმოგვცემს სხვა წყაროები ეს თანამდებობები გადაეცემოდა ხოლმე სხვადასხვა სამხედრო პირს - 940 წლამდე, როცა ბოლოს იმპერატორმა იგი უბოძა ფუძივარა ტადაბუმის ამბოხების ჩასაქრობად ტენკეიში. ომპერატორ მურაკაბის დროს იყო რამდენიმე ხანძარი, რომლის დროს ხმალი დაზიანდა და იგი რამდენიმეჯერ აღადგინეს. თუმაც მისი გადაცემის ტრადიცია ერთი პერიოდი შეჩერდა და მთავარსარდალ იმპერატორი უბოძებდა ხოლმე არა ხმალს, არამედ ეკირეის - დესპანის სამეფო ზანზალაკებს - экирэй (яп. 役鈴). სიოგუნების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ეს ტრადიცია მოიშალა და აღარ ნიშნავდნენ მთავარსარდლებს. 1227 წლიდან იმპერატორ გო ხორიკავას დროს დაიტოკეი დაიკარგა. 1228 წელს იპოვეს დამწვარი ყუთი რომელშიც იდო ორი ხმალი და დმწვარი რკინა და სპილენძის ნაწილები - ჩატარდა თათბირი, რომლის დროს გადაწყვიტეს დაემზადებინათ ორი ყუთი - ერთი სეტტოსთვის და მეორე დანარჩენი საგანძურისათვის, და ეს რეგალიები იმპერატორს თან უნდა ეტარებინა ლაშქრობებში, მაგრამ 1331-1335 არეულ წლებში ეს სამეფო განძი კვლავ დაიკარგა. როცა 1352 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი გოკოგონი, წყაროებში მითითებული იყო, რომ მას გადასცეს დაიტოკეი. ცნობილია სევე, რომ 1863 წელს იმპერატორმა კომეიმ (1847-1867 წწ) გადასცა რაღაც ხმალი სიოგუნ ტოკუგავა იემოტის და მერე მის მემკვიდრეს ხიტოცუბასი კეიკის, რათა მათ განედევნათ ევროპელები მათი ქვეყნიდან. უცნობია რა ხმალი იყო ეს - რომელიც ფაქტიურად სეტტოს როლს ასრულებდა. ცნობილია სევე, რომ იმპერატორმა პრინცებს - აკიხიტოს და ტარუხიტოს გადასცა სეტტო, რათა მათ ესარდლათ სამხედრო მოქმედებები სიოგუნ კეიკის წინააღმდეგ. თუმცა ეს სეტოები იყო ჩვეულებრივი ხმლები და არა ნამდვილი სეტო. ისტორიიდან ცნობილია ასევე, რომ ზოგჯერ სეტტოს აძლევდნენ ელჩს მიმავალს ჩინეთში განსაკუთრებული დავალებით - მაგალითად 701 წელს იმპერატორმა მომმუმ გადასცა სეტტო ავადუ მაბიტოს - უბოძა რა მას წოდება კენტო-სისსეცუსი - რაც ნიშნავს - "ელჩი ჩინეთში, სეტტოს მფლობელი". ----------------------------------------------------------------- სირასაია Сирасая (яп. 白鞘, сира — белый, сая — ножны) — ![]() ეს არის ხმლის უბრალო ქარქაში - მოხატვის გარეშე. ჯერ გამოიყენებოდა ხმლის შესანახად, და კეთდებოდა ხისგან - მაგნოლიისგან და არ იფარებოდა ლაქით და არ ირთვებოდა ორნამენტით. მასში ინახავდნენ კატანას ღამით რადგან ხის ქარქაში იცავდა ხმალს ჟანგისაგან და არ ტოვებდა ნესტს ქარქაშის შიგნით. მაგნოლია მოსახეხებელია იმით, რომ ეს ხე შეიცავს ცოტა მჟავეებს და არ გამოყოფს ისეთ ნაერთებს, რაც ხმლის დაჟანგვას იწვევს. ეს ხე 10 წლეს და მეტსაც უძლებდა და კარგად ინახავდა ხმალს. მე-19 საუკუნიდან სირასაიას რთავდნენ და ზედ აწერდნენ ინფორმაციას ხმლის შესახებ. საია - ასევე ქარქაშია - Сая (яп. 鞘) — ოღონდ მოხატული და დაფარული ლაქით. ასევე მორთული ოქროს ფირფიტებით. კოსირაე Косираэ (яп. 拵え) სიტყვა — ნიშნავს იაპონურად მოხატვას მაგრამ ზოგჯერ იხმარებოდა იაპონური ხმლის მონტაჟის აღსანიშნავად. ![]() ედოს ეპოქის კოსირა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი