ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც... |
tamara |
Dec 12 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ეს თემა კოპირებულია - ამიტომ თუ ვინმე მას სხვა ფორუმზეც ნახავთ,
არ გაგიკვირდეთ... საბრძოლო იარაღებიდან დავიწყოთ ხმლები აღწერით . ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია - ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს - ტროას ომის დაწყებამდე. პირველი ბრინჯაოს ხმლები ჰქონდათ ეგვიპტელებს - და მას ხოპეში, კჰოპეში ერქვა - რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საქონლის წინა ფეხს - თავისი მოხაზულობის გამო. წააგავს იატაგანს. იგი შედგებოდა სახელურისგან და ნალის მსგავსი მახვილისაგან. ხშირად იყო ორპირი ალესილი, სახელური და მრგვალი. სახელური სიგრძე აღწევდა 50 სმ. ხოპეში იყო საუკეთესო - ელიტარული მებრძოლების იარაღი და იგი ძალზე საშიში იყო. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა ეხმარათ იგი ეტლიდან ბრძოლის დროს. http://www.bronze-age-craft.com/swords_for_sale.htm * * * აკინაკი - (греч. akinakes) იყო მოკლე ხმალი, (40—60 სმ), რომელიც ძირითადად ჰქონდათ სპარსელებს და სკვითებს პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. მას ჰქონდა დამახასიათებელი მომრგვალებული სახელური ბრტყელი მახვილი ეს აკინაკი სკვითურია და მისი სიგრძე 44,5 სმ -ია. ბერძნები ბრძოლაში იყენებდნენ კსიფოსებს - ეს იყო სწორი ხმალი- 75 სმ-სიგრძის, გოპლიტები მე-6 საუკუნიდან იყენებდნენ კოპისებს - ოდნავ მოხრილ ხმლებს, 50-70 სმ სიგრძის, სპარტელებს კიდევ უფრო მოკლე ხმლები ჰქონდათ, თუმცა ბერძნები ხმლებზე უფრო მეტად შუბებს იყენებდნენ. 4 საუკუნეში ათენელმა სტრატეგმა იფიკრატმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა და ორჯერ გაზარდა მეომრების ხმლების სიგრძე. ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ხმარობდნენ ასევე მოკლე ხმლებს. რომაელებს ჰქონდათ ე.წ. გლადიუსები, რომელიც დაახლოებიტ 1 კგ იწონიდა. და 66 სმ სიგრძის იყო. კელტები იყენებდნენ 1 მეტრის სიგრძის ხმლებს. ეს რომაული გლადიუსის რეკონსტრუქციაა კოპისი - (греч. κόπτω, лат. kopis) — ეს არის მოხრილი ხმალი ცალმხრივი ალესილი პირით - რომელსაც ძველი ბერძნები იყენებდნენ. თუმცა მოხრილ ხმლებს ბერძნებამდე მრავალი ხალხი იყენებდა - პირველი ასეთი მოხრილი ხმალი იყო ეგვიპტური ხოპეში - რომელიც ჩვენ უკვე აღვწერეთ - хопеш (англ. khopesh), - რომელიც ალბათ ნალისგან წარმოიშვა. კოპისი ბერძნულად ნიშნავს - ჭრას, ჩეხვას - ევრიპიდემ და პლუტარქემ ეს ტერმინი იხმარეს ხორცის მჭრელი დანის აღსანიშნავად, ხოლო ქსენოფონტე ასე უწოდებდა სპარსელების და ეგვიპტელების ხმლებს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების აღმწერი კურციუსი ახსენებს მაკედონელებისათვის უცხო ხმლებს - კოპიდებს, რომლითაც კვეთავდნენ სპილოს ხორთუმებს - «Слегка изогнутые мечи, похожие на серпы, назывались копидами, ими рубили хоботы слонов.» არის კიდევ ერთი ასეთი მოხრილი ხმალი, რომელსაც მაჰაირა ეწოდება, махайра (греч. μάχαιρα, makhaira, machaera), რასაც ბერძნულად დანა ეწოდება. ამ ტერმინს იყენებდნენ ბერძნები უფრო ფართოდ - მათ შორის როგორც დანა, ხანჯალი. ქსენოფონტე ახსენებს კოპისს და მაჰაირას ერთი და იგივე ხმლის აღსანიშნავად - საუბარია მოხრილ - ცალმხრივ ალესილ ხმალზე - თუმცა მაჰაირას ქვეშ ალბათ მაინც გულისხმობდა დაჩნას, რომელიც ჩხვლეტის გარდა გამოიყენებოდა ასევე ჭრითი დანიშნულებისათვისაც ანუ იყო ალესილი. ამგვარად მაჰაირა უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა, ვიდრე კოპისი. მე-10 საუკუნის ბიზანტიურ ნაწერებში მაჰაირას უძახიან უბრალოდ ხმალს, იგი თავის მხრივ პოლიბიუსის ნაწერებს ეყრდნობოდა ხოლო პოლიბიუსი კელტ-იბერების და რომაელების ორმხრივ ალესილ ხმლებს მაჰაირას ეძახდა, ხოლო უფრო ადრეულ ნაწერებში ბერძნები ასეთ ხმლებს ქსიპოსებს უწოდებდნენ. კოპისი როგორც ხმალი ეტყობა ბერძნებმა გადაიღეს სპარსელებისგან 6 საუკუნეში ჩვ.წ.აღმდე. ჰეროდოტე ახსენებს ასეთ იარაღს სპარსულ კავალერიის აღჭურვილობაში, (5 საუკ ჩვ/წ/ა-ღმდე). კოპისის მახვილის სიგრძე არის - 53 სმ-დან 70 სმ-მდე. ზოგჯერ საზურგე ნაწილი სწორია და ამით კოპისი წააგავს მაჩეტეს. საბერძნეთში კოპისებს შეზღუდულად იყენებდნენ, სამაგიეროდ იდი ნაციონალურ იარაღად იქცა (ესპანელ) იბერებში, სადაც იგი შეიტანეს ვაჭრებმა 6-5 საუკუნეებში ჩვ.წ.ა-ღმდე. რომაელმა მეომრებმა გადაიღეს კოპისები იბერიელებისგან ჰანიბალთან ომის შემდეგ და მას დაარქვეს გლადიოლუსი - “gladius hispanicus” - ანუ ესპანური ხმალი. ესპანურმა ხმალმა უკვე XIX საუკუნეში მიიღო სახელი ფალკატა - фалката (falcata) - ასეთი უვნაური სახელი მას დაერქვა ერთ-ერთი მთარგმნლის გამო, რომელმაც ლათინურიდან არასწორედ თარგმნა სიტყვა falcatus, რაც ლათინურად ნიშნავს ნალივით მოხრილს. ესპანელი მჭედლები აწრთობდნენ სუკეთესო ფალკატებს. 2 საუკუნის იბერიელი მჭედლები ხმლის ხარისხს ამოწმებდნენ ასე - ხმალს იდებდნენ ტავზე და ბოლოებს ისე ხრიდნენ, რომ ეხებოდა მხრებს - ხელის უცებ გაშვებით ხმალი სწორდებოდა თავდაპირველი ფორმამდე. 5-4 საუკუნის ფალკატები წააგავს ბერძნულ კოპისებს - სახელურზე გამოსახავდნენ ცხოველის ან ფრინველის თავს. ფალკატას სიგრძე 60 სმ იყო. ესპანელები ატარებდნენ მას ზურგზე, ზოგჯერ ქამართან. ფალკატების ფორმა ისე იყო გაკეთებული, რომ დარტყმისას უდიდესი ძალა წვერზე მოდიოდა. რომაელების თქმით, ვერანაირი მუზარადი ვერ უძლებდა ფალკატას დარტყმას. 3 საუკუნეში რომაული არმია იყო შეიარაღებულ იასეთი ესპანური ხმლებით - ლივიუსის აღწერით ამ ხმლებით რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონელები. «Филипп [македонский царь Филипп V] обратил особое внимание на похороны людей, павших в стычке кавалерии, и приказал их тела принести в лагерь... Зрелище похорон должно было пробудить в солдатах боевой пыл и готовность не щадить своей жизни, а вместо того преисполнило их страха и уныния. До сего времени приходилось им видеть лишь раны от дротиков или стрел, изредка — от пик, да и воевать привыкли они только с греками и иллирийцами; теперь, увидев тела, изуродованные испанскими мечами, руки, отсеченные одним ударом вместе с плечом, отрубленные головы, вывалившиеся наружу кишки и многое другое, столь же страшное и отвратительное, воины Филиппа ужаснулись тому, с какими людьми и против какого оружия придется им иметь дело.» Фалката из музея в Мадриде(IV в. до н. э.) Фалката с остатками ножен из музея в Мадриде(III в. до н. э.) |
თემო |
Feb 8 2008, 01:02 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა ნინძების იარაღი იყო სინობი - გატანა სინობი ჩემი აზრით იგივე შინობია, ხოლო შინობი ეწოდებოდათ ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანებს, რომლებისაც მკვდარ სულებსაც ეძახდნენ, მე მაქვს ფილმი "შინობი" სადაც აღწერილია ორ სკოლას შორის ათეული წლების მანძილზე არსებული ზავის იმპერატორის ბრძანებით დარღვევის შესახებ და ამ ორი სკოლის წევრების ერთმანეთთან ბრძოლა-"ბრძოლა " ეს არ არის ის სიტყვა რაც თანამედროვე გაგებით შეიძლება გავიგოთ, ისინი მართლაც არ განეკუთვნებოდნენ ჩვეულებრივ მოკვდავთა რიცხვს ისინი დაბადებიდანვე ზებუნებრივ (რა თქმა უნდა ბნელ ძალებთან) კავშირში შედიოდნენ და იძენდნენ ისეთ თვისებებს, რომლების წარმოდგენაც კი ძნელია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი