სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
sergi_glaxa |
Feb 8 2008, 03:50 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ალექსანდრე
ციტატა ხოდა როცა არ შემიძლია არც სხვებს მოვუწოდებ ამისათვის. მე რომ სხვებს მოვუწოდო ჯერ მე უნდა მქონდეს ეს გაკეთებული ვოტ ტაკ. თავს მიხედე ყმაწვილო. მე რაც შემიძლია მე თავად ვიცი გამიგე? და რა მაქვს გაკეთებული აქ ვერ გამოგიმზეურებ.. და კიდევ ფორუმზე გახსნილი თემების ავტორთა უმრავლესობა ნამდვილად ვერ ასრულებს იმას რასაც წერს, მაგრამ ელტვიან რომ შეასრულონ...რა არ აქვთ უფლება ესა თუ ის საკითხი განიხილონ? და კიდევ გეუბნები მე არ ვაპირებ იმის გამომზეურებას რა გამიკეთებია ცოხვრებაში და რას ვაკეთებ...მე გადამღები ჯგუფები არ დამყავს გესმის? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი