სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
sergi_glaxa |
Feb 8 2008, 04:34 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
იგავნი 30:8-9 |
მხევალი ნინო |
Feb 8 2008, 04:55 PM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო. იგავნი 30:8-9 ეს სიტყვები ყველაფერი გაყიდეო იმას ცოტა ხომ არ ეწინააღმდეგება? კანონისტი ციტატა მაგალითი იყო არასწორი, თორემ პათოსს ვეთანხმები. დავით აღმაშენებლით ჩაანაცვლე ნენა, აქ პროტესტანტი დაობს, რომელიც დავით აღმაშენებლის სიწმინდეს ეჭქვეშ დააყენებს, მეფსალმუნისას არა, თორემ ეგებ ელენე დედოფალი და კონსტანტინეც მომეყვანა მაგალითად. ლუკას სახარებაა 50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, 51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი, 52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. დავიჯერო წარჩინებული მრჩეველი სიღარიბით კვდებოდა თუ არ უსმენდა ქრისტეს ქადაგებას? მათეს სახარება 57. მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, საბელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო. 58. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის. 59. წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში. ხედავ, როგორ არ უსმენდა მდიდარი იოსები ქრისტეს ქდაგებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი