მორჩილება, რას ნიშნავს მართლმადიდებლურად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორჩილება, რას ნიშნავს მართლმადიდებლურად |
sandro40 |
Feb 7 2008, 08:23 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
როგორ ხსნიან წმინდა მამები მორჩილებას ასევე თქვენი მოძღვრები, პირადად თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა
|
სოფი |
Feb 8 2008, 10:48 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ერთ წიგნში მორჩილებაზე წავიკითხე და მომეწონა,აქაც დავწერ:
"უფალი ამბობს:"აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა,და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11,29 ). გამოდის,რომ ადამიანისათვის სულის სიმშვიდე თავმდაბლობას მოაქვს. "როცა ადამიანი უფალს შესთხოვს მიანიჭოს თავმდაბლობის უნარი, - ამბობს აბა დოროთე, - იგი უნდა მოემზადოს იმისათვის,რომ მას უფალი მოუვლენს ვინმეს,ვინც ხშირად დაამცირებს მას.ეს საჭიროა იმისათვის,რომ მას თანდათან გამოუმუშავდეს თავმდაბლობის გრძნობა,რადგან ის,ვინც ითმენს შეურაცხყოფას,შინაგანად იწრთობა და ეს თანდათან ჩვევად გადაექცევა.ასე მოიპოვებს ადამიანი თანდათან სიმშვიდეს,გამოიწრთობა და ზრდის თავის სულს." მაინც რა უნდა გავაკეთოთ,რომ თავმდაბალი გავხდეთ?! პირველ რიგში შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ ვუპასუხოთ და ყველას სიკეთით გადავუხადოთ სამაგიერო.აი,თავმდაბლობის ერთი მაგალითი:დასაწოლად გამზადებული ჯარისკაცი ლოცვას კითხულობდა.დაინახა ზემდეგმა და მალულად ჩექმა ესროლა ზურგში.ჯარისკაცმა მშვიდად განაგრძო ლოცვა.შეცბუნებულმა ზემდეგმა თავზე წაიხურა და დაიძინა.დილით კი,როცა ადგა,ნახა გასუფთავებული ჩექმა დევს მის საწოლთან.ასეთმა საქციელმა გული მოულბო ზემდეგს და ისე მოიქცა,რომ ჯარისკაცის მეგობარი გახდა.ასე შეიძინა ჯარისკაცმა თავისი მორჩილებით ზემდეგის გული.იგი მალე მორწმუნეც გახდა და გულდაგულ ასრულებდა ღვთის მცნებებს. სწორედ ასეთი მორჩილებით გამოვიმუშავებთ თავმდაბლობის უნარს. არსებობს მორჩილების სამი სახე: 1.დაწყებითი მორჩილება.ეს არის მორჩილება,როცა ადამიანს ლანძრავენ,შეურაცხყოფენ,შარს დებენ,ის კი დუმს და თავსაც არ იმართლებს,თუმცა ყველაფერში მართალია. 2.საშუალო მორჩილება.ამ დროს ადამიანს ლანძღავენ,შეურცხყოფენ,შარს დებენ და ის არა მარტო დუმს,არამედ სულშიც სრული სიმშვიდე აქვს და ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე. 3. უმაღლესი მორჩილება.ეს არის ისეთი მორჩილება,როცა ადამიანი არამც თუ სდუმს და იტანს ყველა შეურაცხყოფას,არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი." -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი