ქალაქები, რომლებშიც ვცხოვრობთ/გვიცხოვრია, გავუზიაროთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალაქები, რომლებშიც ვცხოვრობთ/გვიცხოვრია, გავუზიაროთ... |
k@the |
Feb 9 2008, 06:42 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის იმ ქალაქების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ან ოდესღაც გვიცხოვრია.
ცხადია, ეს ქალაქები, ვერ შეგვიცვლიან საქართველოს მშობლიურ მხარეებს, თუმცა ამათაც ვეჩვევით და ჩვენებურად გვიყვარდება... აქაური ქუჩებიც ნაცნობი ხდება ჩვენთვის... თითოეულ ამ ქალაქთან, ჩვენი ტკბილ-მწარე მოგონებები გვაკავშირებს... ამ ქალაქებს კი, თავისი აწმყო და წარსული გააჩნიათ... ალბათ საინტერესო იქნება... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Feb 9 2008, 02:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან ბევრია ასეთი ქალაქები, ნაგოვიცინისა არ იყოს:
Покажите мне такие города, Те селения, в которых не бывал. მაგრამ აქ შევჩერდები ჯერ მანჰაიმზე Mannheim, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგის მიწაზე, მეტად ლამაზი, გერმანული ქალაქია. ისტორიაში კი პირველად 766 წელს მოიხსენიება (ლორშის კოდექსში), როგორც სოფელი Heim des Manno ანუ მანოს სახლი, თუმცა ამბობენ, რომ მამაკაცთა სახლსაც ნიშნავს, რამეთუ ადრე ეს დასახლება მხოლოდ კაცთა სადგომი ყოფილა. მანჰაიმი ცნობილია თავისი კვადრატებით, ანუ ქუჩების მაგივრად კვადრატებია, კვადრატებადაა დაყოფილი ქალაქის ცენტრი (A1, D4 და ა.შ). მანჰაიმის სასახლე, აშენებულია 1720 წელს თავადი კარლ ფილიპეს მიერ, წარმოადგენს ზემო რაინის რეგიონში ერთერთ უდიდეს ბაროკო სტილის ნაგებობას. დღეს კი მასში განთავსებულია მანჰაიმის უნივერსიტეტი. მანჰაიმის "წყლის კოშკი" (Wasserturm) , აშენებულია 1889 წელს გუსტავ ჰალმუბერის პროექტის მიხედვით, 60 მ სიმაღლისაა, დიამეტრია 19 მ, 2000 წლამდე კი ქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარს წარმოადგენდა. აქვე გაჩვენებთ ბელგრადს (Beograd) , სადაც ასევე მიცხოვრია . ეს უახლესი ფოტოსურათია, 27.01.08 , მეც ვარ სურათზე,მარა უჩემოდ არ მაქვს მძინავს, თუმცა არაუშავს, თვით ქალაქი ჩანს. ევროპის ერთერთი უძველესი ქალაქია, ქალაქად მოხსენიებულია რომაელების დროიდან და ერქვა Singidunum. ისე კი ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში არსებობდა ამ ტერიტორიაზე დასახლება. კნიაზ მიხეილის სახელობის ქუჩა, ბელგრადის ერთერთი კოლორიტთაგანი: მდინარე სავა, ცუდი ამინდი იყო და არ გამოვიდა კაი სურათი. მოკლედ, ამ მდინარის გამოღმა, საიდანაც მე ვირებ სურათს, იწყება ბალკანეთი, მეორე მხარე ანუ სადაც მაღალი შენობა ჩანს ის ნაპირი კი არ ეკუთვნის ბალკანეთს, იქვე ახლოში კი ეს მდინარე უერთდება მდინარე დუნაის. ესეც ზემოდან გადაღებული: |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი