პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 4 2008, 04:13 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
მიყვარს ანას ლექსები კიდევ ერთი საყვარელი ლექსი.... სვანური მოტივებიდან (გია მეშველიანს) სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში, სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?! სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში, სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე, მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში, სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე. სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის, ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს, სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური, მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან. და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში - მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს - და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?! პ.ს. თანამედროვე პოეტებიდან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია გიო საჯაია. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 4 2008, 05:15 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში - მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს - და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?! ლამაზია თიკო, გიორგი საჯაიაზე რამე ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდი? აქამდე არ ვიცოდი მისი პოეზია და ძალიან მომეწონა შენი პოსტებით ეს ლექსი კი თქვენი მონა-მორჩილისაა.. საქართველო საქართველო კლდეში არის ნაკვეთი, მეწამული მისი მიწის ფერია, უფლის კვართის გულში ჩამხუტებელი, საქართველო გერგეთი და გრემია. საქართველო ყინწვისია ცისფერი, ფრესკებია, ხატებია, ჯვრებია. ვაზის კულტის ოდითგანვე მტვირთველი კახეთური, იმერული ზვრებია. საქართველო გამზრდელია დავითის, თამარის და სხვა წმინდანთა მშობელი. სისხლიანი, იარებად დაჭრილი მაინც არის მტერთა დამამხობელი. საქართველო ცეცხლოვანი ცეკვაა, უძველესი ენა არის ქართული, სვეტიცხოვლის გუმბათამდე ასული გალობაა, სიმღერაა ხალხური. საქართველო ტაძარია უფლისა, მონასტრებით გული გადაფენია, ნატანჯი და მრავალ ბრძოლანანახი, მწვანის ნაცვლად მეწამულის ფერია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 6 2008, 05:09 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლამაზია თიკო, გიორგი საჯაიაზე რამე ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდი? აქამდე არ ვიცოდი მისი პოეზია და ძალიან მომეწონა შენი პოსტებით მარი, ბევრი მეც არაფერი ვიცი. 32წლის ახალგაზრდა პოეტია. მისი ლექსების კრებული, როგორც ვიცი, ჯერ არ გამოცემულა. ეს მისი მოკლე ავტობიოგრაფიაა(პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფორუმზე თავად დადო): "მე, გიორგი საჯაია... დავიბადე 1975 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ლიეპაიაში... ვიფიქრე გამიმართლათქო, მარა ნურას უკაცრავად - მტაცეს მშობლებმა ხელი და სასწრაფო წესით გამომაქანეს ისტორიულ სამშობლოში... პირველი სკოლიდან გამაგდეს მე-5 კლასში (მასწავლებელს ტვინის შერყევა დავმართე)... მეორიდან დირექსიის თხოვნით გადავედი (ასე მითხრა, თუ გადახვალ, შენ მეგობრებს ხუთიანებს გამოვაყოლებო და შეასრულა კიდეც)... ბოლოს სპორტული სკოლა დავამთავრე (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დირექციამ პერსონალური გაცილება მომიწყო, ყვევილებით და ჩქარი ტაშით)... მერე ბევრი რამ მოხდა (ნაკლებად საინტერესო)... განათლებით ვარ იურისტ-ეკონომისტ-ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი (აი წვენებში რა მინდოდა, დღემდე ვერ ვხვდები)... კიდევ რა? ჰო... ვწერ..." რამდენიმე ფორუმზეა დარეგისტრირებული გიო არავიძის ნიკით. მისი ლექსების ნაწილი ამ საიტებზე დევს: აქ და აქ თვითონ კითხულობს: http://www.myvideo.ge/?video_id=85408 http://www.myvideo.ge/?video_id=85407 სამწუხაროდ, ჩემთან ვიდეო არ ჩანს ციტატა ეს ლექსი კი თქვენი მონა-მორჩილისაა.. საქართველო მშვენიერი ლექსია წარმატებები... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 7 2008, 02:21 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარი, ბევრი მეც არაფერი ვიცი. 32წლის ახალგაზრდა პოეტია. მისი ლექსების კრებული, როგორც ვიცი, ჯერ არ გამოცემულა. მისი ლექსების ნაწილი ამ საიტებზე დევს: აქ და აქ მშვენიერი ლექსია წარმატებები... მადლობა, თიკო, ინფორმაციისათვის რამდენიმე ლექსი, რაც წავიკითხე, მომეწონა. ციტატა მშვენიერი ლექსია წარმატებები... შენ მადლობა თბილი სიტყვებისთვის სინათლეს უვლიდნენ და ზრდიდნენ არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) ჩვენი ისტორია არის ჩვენი ენა, ენა საფიცარი მართლის, ენა ღმერთისაგან ნასწავლები, მადლად გადმოსული ხალხში. იმ პირველ მამიდან, იმ პირველ დედიდან, ვინც რომ სამოთხეში ვლიდნენ, ვინც რომ უფალთან და ანგელოსთან პირისპირ სასაუბროდ იდგნენ... ვინც რომ ხელოვნება უფლის იყვნენ, ღმერთის შვილები რომ იყვნენ, იყვნენ უცოდველნი, ივნენ უზაკველნი, იყვნენ უკვდავები იყვნენ... სანამ ხე ცნობადის ნაყოფს გასინჯავდნენ, სანამ იქურდებდნენ პირველ, მანამ საუბრობდნენ ამ ენაზე სინათლეს უვლიდნენ და ზრდიდნენ! საკამათო რა მაქვს დროსთან, თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, - ღვინო ღმერთმა შეგარგოს და ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი! მორის ფოცხიშვილი პ.ს. მგონი,დღესაც აქტუალურად ჟღერს. ნამდვილად აქტუალურად ჟღერს, თიკო. ჩვენი რეალური ყოფაა გადმოცემული. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 9 2008, 03:47 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მადლობა, თიკო, ინფორმაციისათვის რამდენიმე ლექსი, რაც წავიკითხე, მომეწონა. შენ მადლობა თბილი სიტყვებისთვის არაფრის, მარი ვაგრძელებ თემას - აქტუალური ლექსები კიდევ ფოცხიშვილის ლექსი უნდა დავდო მომწონს და რა ვქნა თვითგვემა ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გიხმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი