ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა |
მნათე |
Dec 4 2006, 11:06 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ტვერის ოლქში, საკუთარ სახლში მღვდელმსახური, მისი მეუღლე და სამი შვილი დაიწვა ტვერის ოლქის სოფელ პრიამუხინაში, საკუთარ სახლში ტვერის ეპარქიის მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანდრეი ნიკოლაევი, მისი სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ქსენია დაიწვნენ, - იტყობინება РИА Новости ინტერნეტ გვერდ “მართლმადიდებლობა და მსოფლიოზე” დაყრდნობით. ტვერისა და კაშინსკის მთვარეპისკოპოს ვიქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ტვერის ეპარქიის ყველა ტაძარში წაიკითხეს, ნათქვამია, რომ მამა ანდრეი თავის ოჯახთან ერთად 1-2 დეკემბრის ღამეს დაიწვა. როგორც საიტზეა აღნიშნული, სახლს ბენზინი მიასხეს და გადაწვეს. რამდენიმე თვის უკან მღვდელმსახური დახმარებასა და დაცვას ითხოვდა, – როგორც მედია იტყობინება, - ადგილობრივი მცხოვრებლები თვრებოდნენ, მამა ანდრეი კი მათ საშუალებას არ აძლევდა გაეძარცვათ ეკლესია და მოპარული ნივთების სანაცვლოდ არაყი შეეძინათ. მღვდლის თანასოფლელებისა და ტვერის ეპარქიის მღვდელმსახურების აზრით, ეს შემთხვევითი სიკვდილი არ იყო – მამა ანდრეისა და მის მრევლს ემუქრებოდნენ, მისი სახლი კი ერთხელ უკვე გადაწვეს. როგორც ტვერის შინაგან საქმეთა სამმართველოდან იუწყებიან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. ორშაბათიდან საზოგადოებასთან კავშირისათვის ცხელი ხაზის გახსნა იგეგმება. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ქავთარაძე |
Dec 7 2006, 09:53 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ეხლა ეს ადამიანმა ჩაიდინა თუ ნადირმა ფუი რა ამ ხალხს ხო აღარ გააჩნიათ არანაირი ღვთის მოშიშობა . ცუდად გავხდი. აუ რა ნადირები არან რა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი