სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
izo |
Aug 5 2007, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მინდა ვისაუბროთ მეტად არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ რატომღაც მაწუხებს ეს საკითხი. მაინტერესებს, რატომ კვდებიან ადამიანები, ვგულისხმობ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მაგალითად, კიბოთო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიკვდილს ადამიანს ღმერთი უზღვევს? რატომღაც მგონია, რომ ადამიანი შემთხვებვით არ კვდება და ეს ღვთის განგებაა. ვცდები თუ მართალი ვარ?
|
guest |
Feb 9 2008, 06:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შიში სიკვდილისა ჩემი აზრით სასოწარკვეტილებაა!! თუ არა ?!! თქვენი აზრიც მაინტერესებს! მე მგონი მთლად მასე არ არის , მიხეილ , მგონი სადღაც თემა იყო აქ, ამის თაობაზე, რომ სიკვდილის ყველას ეშინია და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ, რომ არ გეშინოდეს - ეს უკვე ხიბლია, ანუ ის, რომ შენ წმინდა ხარ და თიტქმის უცოდველი და სასუფეველი "გარანტირებული" გაქვს, იმ თემაში ეწერა, წმინდანებიც კი ევედრებოდნენ უფალს ჯერ ნუ მოვკვდებითო , ასევე მოყვანილი იყო ვიღაც კათოლიკე სასულიერო პირის ნათქვამი: მე ჩემი მისია შევასრულე ამ ქვეყნად და ახლა უდარდელად შემიძლია მოვკვდეო... საცხა იყო, რომელ თემაში არ ვიცი, თუ მე წავიკითხე რამე სტატია არ მახსოვს, დაღლილი ვარ მაგარი , 48 საათი არ მიძინია რომ ვიცოდე , რომ მხოლოდ გავქრები,ანუ აღარანაირად არ ვიარსებებ, მაშინ არ შემეშინდება თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, არ ვარ მაგ მხრივ "მშიშარა", მაგრამ ზემოთ დაწერილის "გაგებით" მაინც შემეშინდება, თუმცა, ვიმეორებ, როცა აუცილებელი ხდება რაღაც მიზეზების გამო, იქნება ეს ომი, შვილების გამო, ახლობლების გამო ან რა ვიცი ათასი რამეა რაც არაბუნებრივ სიკვდილს იწვევს,მაშინ რას გააწყობ კაცი... ბუნებრივი თუ მეღირსა, რაღაც ოდნავი სახით გამოსწორების იმედი მაინც არსებობს, თუმცა ოდნავი და ჩვენი გაგებით მთლიანიც კი ვინ იცის არაა ის, რაც გვგონია პ.ს. არც ზედმეტი იმედია კარგი ჩემი აზრით და უიმედობა ხომ უარესი. ერთ წმინდა მამას აქვს ასეთი გამოთქმა( ზუსტად არ მახსოვს რომელია, ვნახავ მერე ) : სანამ ჩვენ ცოდვით დავეცემით, მანამდე დემონი შეგვაგონებს, რომ უფალი კაცთმოყვარეა... ასე რომ, ეს სიყვარული "ბოროტად" არ უნდა გამოვიყენოთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 11:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი