IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეცნიერული მიღწევები და ქრისტიანობა, წინსვლა და ბაბილონი
მნათე
პოსტი Nov 23 2006, 08:19 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ცდუნებას ვერ გავუძელი laugh.gif

მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე.

ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს?

მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს:

"საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება."


მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება.

რას ფიქრობთ? არის კი ასე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Feb 10 2008, 06:13 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
მიერ მიღებული
სოციალური კონცეფციის საფუძვლები


თავი XII. ბიოეთიკის პრობლემები


7. თანამედროვე ტრანსპლანტოლოგია (ორგანოებისა და ქსოვილის გადანერგვის თეორია და პრაქტიკა) საშუალებას იძლევა აღმოეჩინოს დახმარება ბევრ ისეთ ავადმყოფს, რომლებიც წინათ განწირული იყვნენ გარდაუვალი სიკვდილის ან მძიმე ინვალიდობისათვის. ამასთან, მედიცინის ამ დარგია განვითარებამ, რომელმაც გაზარდა მოთხოვნილება საჭირო ორგანოებზე, წარმოშვა გარკვეული ზნეობრივი პრობლემები და შეიძლება წარმოქმნას საშიშროებაც კი საზოგადოებისათვის. ამდენად, არაკეთილსინდისიერი პროპაგანდა დონორობაზე და გადანერგვითი საქმიანობის კომერციალიზაცია ქმნის წინაპირობას ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობისა, ხიფათს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ეკლესია მიიჩნევს, რომ ადამიანის ორგანოები არ შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. ცოცხალი დონორისგან ორგანოს გადანერგვა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ნებაყოფილობით თავგანწირვას მეორე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთ შემთხვევაში თანხმობა ექსპლანტაციაზე (ორგანოს ამოჭრაზე) წარმოადგენს სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლინებას. თუმცა პოტენციური დონორი სრულად უნდა იქნეს ინფორმირებული ორგანოს ამოკვეთისას მისი ჯანმრთელობისთვის შესაძლო გართულებების თაობაზე. მორალურად მიუღებელია ექსპლანტაცია, რომელიც პირდაპირ ხიფათს უქმნის დონორის ჯანმრთელობას. უფრო მეტადაა გავრცელებული მომაკვდავი ადამიანისაგან ორგანოების ამოკვეთის პრაქტიკა. ასეთ დროს აუცილებლად გამორიცხულ უნდა იქნეს გაუგებრობა სიკვდილის მომენტის განსაზღვრისას. მიუღებელია ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფება სხვისი სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, მათ შორის სიცოცხლის გამახანგრძლივებელ პროცედურებზე უარის თქმით.

საღვთო გამოცხადების საფუძველზე ეკლესია აღიარებს მიცვალებულთა სხეულებრივ აღდგომას (ეს. 26, 19; რომ. 8, 11; 1 კორ. 15, 42-44, 52-54; ფლპ. 3, 21). ქრისტიანული დამარხვის განწესში ეკლესია გამოხატავს გარდაცვლილი ადამიანის სხეულისადმი პატივისცემას. თუმცა სიკვდილის შემდგომი დონორობა ორგანოებისა და ქსოვილისა შეიძლება იყოს სიყვარულის გამოვლინება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ამგვარი საჩუქარი ან ანდერძი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისათვის სავალდებულოდ. ამიტომ დონორის სიცოცხლეში თანხმობა ითვლება ექსპლანტაციის მართლზომიერ და ზნეობრივად მისაღებ პირობად. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური დონორის ნების გამოხატვა უცნობია ექიმებისათვის, ისინი ვალდებული არიან გამოარკვიონ მომაკვდავი ან მკვდარი ადამიანის ნება, მის ახლობლებზე სავალდებულო მიმართვის გზით. პოტენციური დონორის ეგრეთ წოდებულ თანხმობის პრეზუმფციას მისი სხეულიდან ორგანოებისა და ქსოვილების ამოკვეთის თაობაზე, რომელიც განმტკიცებულია ზოგი ქვეყნის კანონმდებლობით, ეკლესია მიიჩნევს ადამიანის თავისუფლების მიუღებელ დარღვევად.

დონორის ორგანოები და ქსოვილები გადაეცემა მათ მიმღებ ადამიანს (რეციპინეტს), რომელიც ჩანერგილ იქნება მის პირად სულიერ და სხეულებრივ ერთობაში. ამიტომ არცერთ გარემოებებში არ შეიძლება ზნეობრივად გამართლებულ იქნეს იმგვარი ტრანსპლანტაცია, რომელმაც შეიძლება ხიფათი შეუქმნას რეციპიენტის იდენტურობას, მის პიროვნებასა და სახეობაზე შეხების გზით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ცხოველური წარმოშობის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას.

ეკლესია ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ეგრეთ წოდებული ფეტალური თერაპიის მეთოდის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც ხდება ჩანასახის, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აბორტირებული ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ამოკვეთა და გამოყენება, დაავადებების მკურნალობისა და ორგანიზმის "გაახალგაზრდავების" მიზნით. ეკლესიას, რომელიც სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს აბორტს, არ შეუძლია გამართლება მოუძებნოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ ჩასახული ადამიანის სიცოცხლის მოსპობით სარგებელი შეიძლება მიენიჭოს ვინმეს ჯანმრთელობას. ამგვარი პრაქტიკა (თვით მაშინაც, თუ მისი ეფექტურობა, რომელიც ჰიპოთეტურია ამჟამად, მეცნიერულად დამტკიცებულ იქნა) წარმოადგენს უზნეობას და ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mnate   მეცნიერული მიღწევები და ქრისტიანობა   Nov 23 2006, 08:19 PM
დათიკო   mnate სხვათა შორის უწ...   Nov 23 2006, 11:58 PM
კანუდოსელი   სხვათა შორის უწმი...   Apr 14 2008, 11:49 AM
mnate   ხო დაახლოებით დეი...   Nov 24 2006, 12:09 AM
დათიკო   მნათე მატერიის ის...   Dec 4 2006, 01:07 AM
მნათე   ოჰო, მაგალითად მის...   Dec 4 2006, 01:09 AM
დათიკო   მნათე :D შენ არ თქვი...   Dec 4 2006, 01:13 AM
მნათე   ნწ :D არ ავბურდულვა...   Dec 4 2006, 01:30 AM
დათიკო   მნათე ახლა ყველაფ...   Dec 4 2006, 01:41 AM
მარინე   რა მაგის პასუხია დ...   Dec 4 2006, 01:45 AM
მნათე   ინტრიგანი ხარ შენ ...   Dec 4 2006, 01:47 AM
მნათე   გოეთე: „ვისაც მომა...   Dec 7 2006, 11:02 PM
d.p   საინტერესო საკითხ...   Jan 23 2007, 06:41 AM
მარინე   "რა საჭიროა ცოდნა...   Jan 23 2007, 01:25 PM
მნათე   მე მაინც უხერხულობ...   Jan 23 2007, 01:29 PM
KAIROS   როგორ მიყვარს, ას...   Jan 23 2007, 02:22 PM
კანუდოსელი   როგორ მიყვარს, ასე ...   Jan 25 2007, 04:05 AM
მნათე   მომკალით და არ მომ...   Jan 23 2007, 02:25 PM
KAIROS   დაგწვავენ შენ, ბრ...   Jan 23 2007, 02:26 PM
მნათე   ხო კიდევ, სამყარო ...   Jan 23 2007, 02:31 PM
marine   ერთხელ ერთ მეცნიერ...   Jan 25 2007, 11:54 AM
d.p   უი უი უი - 15 მილიონ...   Jan 25 2007, 10:48 PM
ქავთარაძე   marine მაგარია :)   Jan 25 2007, 10:59 PM
d.p   პირადად ჩემთვის ც...   Jan 25 2007, 11:12 PM
მარინე   d.p გეთანხმები :)   Jan 25 2007, 11:13 PM
marine   ქავთარაძე :) :)   Jan 26 2007, 12:31 PM
მნათე   ასეთი შეინაარსის თ...   Jan 26 2007, 12:59 PM
KAIROS   ნამდვილად, ოღონდ ჩ...   Jan 26 2007, 01:14 PM
მეხელი   ვეძებთ პროვოკატო...   Sep 22 2007, 12:30 PM
მნათე   ორი დღე დამაცადეთ ...   Jan 26 2007, 01:18 PM
მხევალი ნინო   რომელ სხვა ფორუმ...   Jan 26 2007, 02:32 PM
KAIROS   საინტერესოა და ახლ...   Jan 26 2007, 02:36 PM
მნათე   ასეა :( ევთანაზიის ...   Jan 26 2007, 03:02 PM
კანუდოსელი   ასეა :( ევთანაზიის ...   Jan 26 2007, 03:05 PM
მნათე   ერთად დაგვწვავენ :...   Jan 26 2007, 03:07 PM
d.p   კარგი თემაა მაგრამ...   Mar 30 2007, 10:48 AM
მართა   სამყაროს შექმნის შ...   Sep 19 2007, 06:04 PM
rock   კანუდოსელი შენ ხო...   Sep 19 2007, 06:24 PM
გიორგი   ჰოდა სთქვი მაშინ გ...   Sep 19 2007, 08:08 PM
მართა   rock ეხლა შენ დამდევ?წ...   Sep 19 2007, 06:30 PM
rock   rock რათა კაცო? სტომა...   Sep 19 2007, 06:32 PM
abo   rock შენ დიდი აფეთქე...   Sep 19 2007, 07:55 PM
rock   გიორგი ცოტა ვრცლა...   Sep 19 2007, 08:39 PM
sofi89   :კი: "უნდა გვახსო...   Sep 20 2007, 09:12 PM
გიორგი   rock ამათზე ძალიან ბ...   Sep 21 2007, 01:53 PM
rock   გიორგი კი. ოღონდ მ...   Sep 21 2007, 04:25 PM
neo   რელიგია = რწმენა = გ...   Sep 21 2007, 08:58 PM
iraklidze   :g: ეს რაღაც ვერ გა...   Sep 22 2007, 09:14 AM
staywhite   მეხელი, ალბათობაც ...   Sep 22 2007, 04:08 PM
გიორგი   მეხელი რას გულისხ...   Sep 24 2007, 03:55 PM
გიორგი   კი, ბატონო. თუმცა ს...   Sep 24 2007, 04:31 PM
მეხელი   . . . ეს ძალიან ზოგად...   Sep 27 2007, 04:36 PM
Misha_kartveli   მეცნიერება და რწმე...   Oct 2 2007, 11:24 AM
გიორგი   მეხელი ობიექტური ...   Oct 2 2007, 12:52 PM
მეხელი   მეხელი ობიექტური ...   Oct 7 2007, 04:09 PM
კანონისტი   გიორგი არავითარი ...   Oct 2 2007, 01:06 PM
კანუდოსელი   გიორგი არავითარი ...   Oct 2 2007, 01:29 PM
კანონისტი   კანუდოსელი დღეს ა...   Oct 2 2007, 02:09 PM
მნათე   ბიბლია, ბიოლოგიის ...   Oct 2 2007, 02:57 PM
კანუდოსელი   ბიბლია, ბიოლოგიის ...   Oct 2 2007, 03:32 PM
d.p   მოკლედ აგერ ბატონი...   Oct 5 2007, 07:23 AM
მნათე   აუფ, კურაევის პლაგ...   Oct 5 2007, 12:51 PM
sofi89   რაც უფრო მეტ აღმოჩ...   Oct 10 2007, 04:29 PM
Genesis   რაც უფრო მეტ აღმოჩ...   Nov 15 2007, 07:33 PM
გიორგი   მეხელი ცოტა რთული ...   Oct 10 2007, 06:11 PM
geoatak   ვთვლი რომ მეცნიერე...   Nov 10 2007, 12:41 AM
კანუდოსელი   ვთვლი რომ მეცნიერ...   Nov 15 2007, 06:36 PM
Geogeorgia   ვთვლი რომ მეცნიერ...   Mar 5 2008, 11:11 PM
KAIROS   აბა ცხრაჯერ დავუწ...   Nov 15 2007, 06:46 PM
დათიკო   საუბარია არა სისხლ...   Feb 10 2008, 05:02 PM
კანონისტი   [center][size=2]რუსეთის მართ...   Feb 10 2008, 06:13 PM
ეკატერინე   საბერძნეთში Регистр...   Feb 10 2008, 06:42 PM
ნათია   ამ შემთხვევაში თუ ...   Feb 22 2008, 05:23 PM
staywhite   საინტერესოა ამ თე...   Feb 22 2008, 07:04 PM
დათიკო   ნათია საქმე იმაში...   Feb 22 2008, 08:19 PM
staywhite   მე აქ გადაცემას ვუ...   Feb 22 2008, 08:49 PM
დათიკო   staywhite მეც ამას ვჩივი ...   Feb 22 2008, 09:43 PM
CONSCIENTIOUSNESS   [b]ნათია საქმე იმაშ...   Mar 4 2008, 02:51 AM
KAIROS   ამ თემას ვხსნი შოთ...   Apr 12 2008, 09:48 PM
დათიკო   KAIROS კარგი თემა გაგი...   Apr 12 2008, 10:04 PM
KAIROS   გამარჯობა დავით, ე....   Apr 12 2008, 10:07 PM
დათიკო   KAIROS კი ბატონო :) შენ ...   Apr 12 2008, 10:29 PM
KAIROS   კი ეგ თემა მეც ვიპო...   Apr 13 2008, 02:44 AM
დათიკო   KAIROS მივხედავ და გამ...   Apr 13 2008, 05:43 PM
KAIROS   სხვა თემაში მოხერ...   Apr 14 2008, 01:58 AM
ქეთუ   KAIROS :D ბოლოს და ბოლოს ...   Apr 14 2008, 02:13 AM
nana_007   KAIROS, არ არის მაგის გ...   Apr 14 2008, 03:33 AM
KAIROS   მოკლედ, მაპატიეთ, ა...   Apr 14 2008, 09:08 AM
constantine   http://www.nwcreation.net/ http://freehovind.com/...   Apr 19 2008, 10:15 PM
KAIROS   დამიბრუნეთ ავტორო...   Apr 19 2008, 10:55 PM
ათეისტი   http://graphics8.nytimes.com/images/2007/0...ern.x...   Apr 22 2008, 08:00 PM
afxazi   ათეისტი მეგობარო ...   Apr 22 2008, 08:04 PM
ათეისტი   ათეისტი მეგობარო ...   Apr 22 2008, 08:12 PM
.nino   მე ვუსმინე იმ გია ...   Apr 22 2008, 08:17 PM
ათეისტი   მე ვუსმინე იმ გია დ...   Apr 22 2008, 08:23 PM
afxazi   ათეისტი აი ხედავ მ...   Apr 22 2008, 08:22 PM
ათეისტი   ათეისტი აი ხედავ მ...   Apr 22 2008, 08:26 PM
nana_007   ნინო :მპუა: აფხაზი...   Apr 22 2008, 08:24 PM
afxazi   ათეისტი :D   Apr 22 2008, 08:27 PM
nana_007   არანაირად, ეგ ჩვენ...   Apr 22 2008, 08:31 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2025 - 09:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი