კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
დათიკო |
Feb 10 2008, 08:43 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
უჩა
ციტატა იცით რა მაინტერესებს? აი ანგელოზი რო შეცდა და ცოდვაში ჩავარდა, ანუ ამპარტავნებაში რა, ვინ შეაცდინა იგი? მაშინ ხომ ეშმაკი არ არსებობდა. ანუ მაინტერესებს რა იყო ამ ცოდვის გამომწვევი მიზეზი? არ არის აუცილეელი ეშმაკმა აცდინოს აამიანი, რომ მან შესცოდოს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მას შეუძლია აარჩიოს კეთილი ან ბოროტი და ეს ეშმაკის ჩარევის გარეშეც შესაძლებელია. ერთი ანეგდოტი გამახსენდა, ერთმა მოძღვარმა მოგვიყვა: ერთი ბერი იყო მონასტერში და ძალიან უყვარდა ჭამაო. ერთხელაც შუა მარხვისას წინამძღვარი შევიდა მასთან კელიაში და ასეთ სურათს წააწყდა: ამ ბერს სუფრის კოვზზე მოეთავსებინა კვერცხი, სანთლელი შეენთო და ასეთი გზით აპირებდა კვერცხის მომზადებას. გადაირია წინამღვარი, რას აკეთებო... დაემხო ის ერი და დაიწყო თავის მართლეა: ეშმაკმა შემაცდინა, ეშმაკმა შემაცდინაო... ამ დროს ეშმაკმა გამოყო თავი საიდანღაც და დაიძახა: არა, ძმაო, მე ეგეთ რამეს ვერ მოვიფიქრებიო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი